კლიმატის ცვლილება დედამიწას უფრო მკრთალს ხდის — რას ნიშნავს ეს
ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ კლიმატის ცვლილება დედამიწას ნაკლებად ამრეკლს ხდის, ნათქვამია ჟურნალ Geophysical Research Letters-ში.
"ის თუ როგორ აირეკლავს დედამიწა მზის სხივებს და რამდენად მკრთალი იქნება კლიმატზეცაა დამოკიდებული. ჩვენ ასეთ პარამეტრებს დიდი ხანია ვსწავლობთ და ცვლილებებს აქტიურად ვაკვირდებით. დედამიწაზე ეს დაკვირვება თანამედროვე ფოტომეტრიული ტექნიკის გამოყენებით ხდება, რათა ზუსტად განვსაზღვროთ ყოველდღიური, ყოველთვიური, სეზონური, წლიური და ათწლეულიანი ცვლილებები. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ცვლილებები აშკარაა", — აღნიშნავენ მკვლევრები თავიანთ ნაშრომში.
მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ დედამიწის ამრეკლვადობა კლიმატის ფაქტორებთან პირდაპირ კავშირშია, ვინაიდან კლიმატის ცვლილებები წარმოიქმნება მზის ინტენსივობის, დედამიწის ალბედოსა და სათბურის იზოლაციის ერთდროული ევოლუციის შედეგად.
სწორედ ამიტომ მკვლევრებმა სამხრეთ კალიფორნიის ობსერვატორიის შედეგები შეაფასეს და დაასკვნეს თუ როგორ შეიცვალა პლანეტა ამ მხრივ 1998 წლიდან მოყოლებული. აღმოჩნდა, რომ ამრეკლავი ცვლილებების უმეტესი ნაწილი მოხდა გასულ წელს, რაც მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ექსპონენციალურად იზრდება კლიმატის ცვლილებების ეფექტი. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ღრუბლებში მიმავალი პროცესების ცვლილებებთან დაკავშირდა.
ღრუბლების შესწავლა საკმაოდ რთულია, რადგან მეცნიერებს ბოლომდე არ ესმით მათი ურთიერთობა დედამიწის სხვადასხვა ელემენტთან. მიუხედავად ამისა, მკვლევრებმა არეკვლის შემცირება და სიმკრთალე ძირითადად წყნარი ოკეანის ღრუბლებს მიაწერეს.
ცნობილია, რომ ღრუბლები ასახავს მზის სინათლის დაახლოებით ნახევარს. რას ნიშნავს ეს ახალი აღმოჩენები ჩვენი პლანეტისა და კლიმატის ცვლილებისთვის? მეცნიერებისთვის ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა, მაგრამ მათივე თქმით, გლობალური დათბობით გამოწვეული ნებისმიერი ცვლილება შეშფოთებას იწვევს და ყურადსაღებია.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები