საზოგადოებრივ მაუწყებელზე აპრილიდან ახალი გადაცემა იწყება, რომელიც 3 თვეში შეჩერდება
ფოტო: GPB / Facebook
საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში აპრილიდან კვირაში ერთხელ ახალი გადაცემა გავა. გადაცემის წამყვანი რეზო ჭიჭინაძე იქნება. ახალი გადაცემა ისევე, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებული 101 გადაცემა (მოამბის გარდა), მიმდინარე წლის 17 ივლისს შეჩერდება.
"ამ გადაცემის ეთერში გაშვება იყო გადაწყვეტილი, მანამ ჩვენ მოვიდოდით. აბსოლუტურად არაფერ კავშირში ჩვენი მენეჯმენტი ამ გადაცემასთან არ არის და იმის გამო, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო, ჯგუფი დაკომპლექტებული და ორი გადაცემა ჩაწერილი, რომ არ ყოფილიყო არამიზნობრივი ხარჯვა, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვქონდა," - ამბობს ანთაძე, რომლის თქმითაც, ახალი მენეჯმენტის მიერ შერჩეული გადაცემები ეთერში შემოდგომიდან გავა.
როგორც ია ანთაძე ამბობს, გადაცემა უახლოესი ისტორიის სხვადასხვა მომენტის შესახებ გაკეთებული ტოქშოუ იქნება. გადაცემის მონაწილეები დღევანდელი გადასახედიდან შეაფასებენ ძველ ამბებს, რაც ხდებოდა ბოლო 20-30 წლის განმავლობაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, გადაცემის წამყვანი, რეზო ჭიჭინაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა პირველ არხზე, პროგრამა ალიონისა და პროგრამა მოამბის კორესპონდენტად, გადაცემების - პრეზიდენტი გისმენთ და მედია მოდის პროდიუსერად, დილის პროგრამის - ადრე წამყვანად. გარდა ამისა, ტელეკომპანია იბერიის საინფორმაციო გამოშვების - ახალი ამბების ჟურნალისტად და წამყვანად, ტელეკომპანია მზის ანალიტიკური დებატების წამყვანად. 2013 წლიდან დღემდე კი, არის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის პროგრამის გენერალური პროდიუსერი.
ახალი გადაცემის დაწყების პარალელურად საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეფორმა გრძელდება. რეფორმის ფარგლებში 2017 წლის 17 ივლისიდან არხზე ყველა გადაცემა (მოამბის გარდა) ჩერდება, ახალი გადაცემები კი შემოდგომის სეზონისთვის კონკურსის წესით შეირჩევა.
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები