უერთგულე სურვილებს — დააგროვე და დახარჯე ერთგული ქულები
უერთგულე სურვილებს — თითქოს მარტივად ჟღერს, თუმცა ხშირად არც ისე ადვილია. ჩვენი ყოველდღიურობა სამსახურით, სხვა ვალდებულებებით, აუცილებელი ხარჯებითა და საკუთარი თავის განებივრების სურვილით არის სავსე. ხელფასი კი ყველა სურვილისა და აუცილებლობისთვის საკმარისი არასდროს არის. ალბათ ბევრჯერ გინატრია, რომ ანგარიშზე ფული უბრალოდ გროვდებოდეს. ეს მხოლოდ ოცნება სულაც არ არის, ერთგულთან ერთად ის სრულიად შესაძლებელია.
ერთგული თიბისის ლოიალობის პროგრამაა, რომლის დახმარებითაც შეძლებ დააგროვო და დახარჯო ერთგული ქულები თიბისის ტერმინალით გადახდისას.ეს ქულები კი დაგეხმარება, მუდამ სურვილების ერთგული დარჩე.
ერთგული ქულების დაგროვების პრინციპი მარტივია და დამატებითი დაანგარიშება არ გჭირდება — 1 ქულა = 1 ლარი.
ქულების დაგროვება და დახარჯვა თიბისის 300-მდე პარტნიორ ობიექტში შეგიძლია. ამ კომპანიების ჩამონათვალი ვრცელია: სურსათი თუ საწვავი, ტანსაცმელი და აქსესუარები, გამაჯანსაღებელი დაწესებულებები, სასტუმროები და კვების ობიექტები თიბისის ერთგულებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომია.
ერთგული ქულების დაგროვება თიბისის სადებეტო ბარათებითაც შეგიძლია კონკრეტულ პარტნიორ ობიექტებში, მაგრამ ყველაზე მეტ ქულას ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას დააგროვებ. შეგიძლია სასურველი ლიმიტის ბარათი აირჩიო ერთგული სტანდარტი, ერთგული კლასიკი, ერთგული გოლდი, ერთგული პლატინიუმი ან ერთგული სიგნიჩა და თიბისის ტერმინალით ყოველი გადახდისას დახარჯული თანხის 6%-მდე ქულები დაიბრუნო.
თუ Ertguli.ge-ს თვალს ადევნებ კიდევ უფრო მომხიბლავ შეთავაზებებსაც აღმოაჩენ, რაც შესაძლებლობას მოგცემს სურვილები აისრულო, განიტვირთო, იმოგზაურო, სწავლის, სამუშაოსა და სახლისთვის საჭირო პროდუქტები შეიძინო. თიბისი ერთგულ მომხმარებლებს ყოველთვიურად სთავაზობს განსაკუთრებულ თვის აქციებს, ამიტომ ყურადღებით იყავი და არ გამოტოვო შენთვის საინტერესო შეთავაზება.
მიმდინარე შეთავაზებების ნახვა ერთგულის საიტზე შეგიძლია, ასევე ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე, სადაც ყოველდღიურად ახალ, შენთვის სასურველ ფასდაკლებას აღმოაჩენ.
თუ ერთგული ბარათის მფლობელი ხარ ქულების დაგროვებას თიბისის ნებისმიერი ტერმინალით გადახდისას დააგროვებ, როგორც ერთგულის პარტნიორ, ასევე არაპარტნიორ კომპანიებში.
ლოიალობის პროგრამის დამატებითის სიმარტივე ისიც არის, რომ ქულებით გადახდა თიბისის ნებისმიერი ბარათით შეგიძლია.
თუ სასურველი ნივთის შესაძენად საკმარისი ქულები არ გაქვს, შეგიძლია ნაწილი გადაიხადო ან, უბრალოდ, ერთგული ქულების სასურველი ოდენობა გახარჯო და დანარჩენი სამომავლოდ შემოინახო. რაც მთავარია, ქულებს დაგროვებიდან მომდევნო წლის ბოლომდე აქვთ ვადა, რაც საშუალებას გაძლევს, ისინი უფრო დიდი სურვილებისთვის შეაგროვო.
აიღე სასურველი ერთგული ბარათი და უფრო მარტივად უერთგულე სურვილებს.
კომენტარები