ჯოან როულინგის ჯადოსნური სამყაროს მთავარი გმირი ნამდვილად ჰარი პოტერია, თუმცა უნდა დავეთანხმოთ რონის სიტყვებს და თამამად განვაცხადოთ, რომ ჰერმიონის გარეშე ჰარი და რონი 2 დღეც კი ვერ გაძლებდნენ. მართლაც, ჰერმიონი მეგობრებს შორის ყველაზე ჭკვიანი, გონებამახვილი და სხარტია. არც საყვარელ წიგნებში ამოკითხულის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება უჭირს და არც ვინმეს დააჩაგვრინებს თავს. მოკლედ, ჰერმიონი ის ადამიანია, რომელსაც საკუთარ ბედს თამამად მივანდობდით.

მაშ ასე, გთავაზობთ 13 მომენტს, რომელმაც ჰერმიონ გრეინჯერი ჩვენს საყვარელ პერსონაჟად აქცია:

1. ვინგარდიუმ ლევიოსა!

როგორც კი ჭკუისკოლოფა ჰერმიონმა რონს შელოცვის სწორად წარმოთქმა ასწავლა, ჩვენი გულები სამუდამოდ დაიპყრო!

2. როცა ფილოსოფიური ქვის დასაცავად სნეიპის გამოცანა ამოხსნა

სამწუხაროდ, ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის ფილმში გამოტოვებულია მომენტი, როდესაც ჰერმიონმა საოცარი გონებამახვილობა გამოიჩინა და ლოგიკური მსჯელობით სნეიპის რთული გამოცანა ამოხსნა, რითაც ფილოსოფიური ქვის ვოლდემორისგან დაცვაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

3. როცა ბასილისკოს საიდუმლო ამოხსნა

მართალია, ჰერმიონი მეგობრებმა გაშეშებული იპოვეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ის პირველი იყო, რომელმაც ბასილისკოს საიდუმლო ამოხსნა. ჰერმიონმა ეს ცოდნა გამოიყენა და დერეფანში სარკით ხელში გადაადგილდებოდა, რისი წყალობითაც, სიკვდილს გადაურჩა. შემდეგ კი მეგობრებმა მის ხელში ფურცელი იპოვეს, რომელიც მათ საიდუმლოს ამოხსნაში დაეხმარა.

4. როცა დროის მდევარი სირიუსისა და ბაკბიკის გადასარჩენად გამოიყენა

ჰერმიონმა თავდაპირველად იმით გაგვაოგნა, რომ სასურველ გაკვეთილებზე დასწრებას დროის მდევარის დახმარებით ახერხებდა. ამის შემდეგ კი ეს საოცარი ხელსაწყო სირიუსისა და ბაკბიკის გადასარჩენად გამოიყენა. ჰერმიონი რომ არა, ჰარი ამ ყველაფერს ნამდვილად ვერ შეძლებდა!

5. როცა დრაკო მალფოის მუშტი გაუქანა

მოდი, ვაღიაროთ: ამ მომენტში ჰერმიონი ასმაგად შეგვიყვარდა!

6. როცა ჰარისა და რონს შეატყობინა, რომ ბუ არაა

ერთმანეთზე გაბრაზებული ჰარი და რონი კომუნიკაციისთვის ჰერმიონს იყენებდნენ, რაც ამ უკანასკნელს ყელში მალევე ამოუვიდა და გაჯიუტებულ მეგობრებს შეახსენა, რომ ბუ არაა!

7. დამბლდორის არმიის დაარსება

მართალია, დამბლდორის არმიის სახე ჰარი პოტერია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს იდეა სწორედ ჰერმიონს ეკუთვნის. რა თქმა უნდა, იდეის განსახორციელებლად ყველაზე ბეჯითადაც ჰერმიონმა იმუშავა!

8. როცა ვარჯიშის დროს რონი მარტივად დაამარცხა

დამბლდორის არმია სავარჯიშოდ ორთაბრძოლებს მართავდა. ერთ-ერთ სცენაში ერთმანეთს ჰერმიონი და რონი უპირისპირდებიან. რონი ჰერმიონს ამშვიდებს, რომ მთელი ძალით არ შეუტევს, თუმცა ჰერმიონი მეტოქეს ჯოხის ერთი მოქნევით მოისვრის. ნეტავ, თუ იცოდა რონმა, ვის ეჭიმებოდა?!

9. შინაურ ელფთა დამოუკიდებლობის აღდგენის მოძრაობა

სამართლიანობისთვის მებრძოლი ჰერმიონი მუდამ მზადაა, დაჩაგრულებს დაეხმაროს. როცა გაიგო, რომ სამზარეულოში ელფებს მონურად ამუშავებდნენ, მათი პრობლემა გულთან ახლოს მიიტანა და ორგანიზაციაც კი შექმნა!

10. როცა ჰარის მშობლების საფლავების მოსანახულებლად გაჰყვა

ჰერმიონმა ჰარის მშობლების საფლავების მოსანახულებლად ძალა მისცა და დაამტკიცა, რომ ნამდვილად ღირსეული მეგობარია!

11. როცა მშობლებს საკუთარი თავი დაავიწყა

ჰერმიონმა იცოდა, რომ ვოლდემორთან დაპირისპირება საკუთარ მაგლ მშობლებს საფრთხეს შეუქმნიდა, ამიტომ საოცრად გამბედავი გადაწყვეტილება მიიღო და მათ საკუთარი თავი დაავიწყა.

12. როცა რონთან ერთად ჰორკრუქსი გაანადგურა

ჰარი ერთგული მეგობრების გარეშე ვოლდემორის დამარცხებას ნამდვილად ვერ შეძლებდა!

13. როცა ვოლდემორთან მიმავალ ჰარის გაყოლა შესთავაზა

"შენთან ერთად წამოვალ", — ეუბნება ატირებული ჰერმიონი ჰარის, რომელიც ვოლდემორთან შესახვედრად მიდის. ეს ერთი ფრაზაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ჰერმიონი ჯადოსნური სამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია.