ექსპერიმენტული იმუნოთერაპიის გამოყენებით პაციენტი ავტოიმუნური დაავადებისგან განკურნეს
ერლანგერის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, გერმანიიდან, გამოიყენეს ექსპერიმენტული იმუნოთერაპია თინეიჯერი გოგონას სიცოცხლის გადასარჩენად. ეს მას შემდეგ, რაც გოგონას 16 წლის ასაკში სასიკვდილო ავტოიმუნური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.
კვლევა New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.
შეწუხებულს სახსრების ძლიერი ტკივილებით და გამონაყარით სხეულზე, თუ-ტაოს თავისთვის ჩვეულ ცხოვრებაზე უარის თქმა მოუწია. მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, რადგან სისტემურმა წითელმა მგლურამ (SLE), რომელიც ავტოიმუნური დაავადებაა მას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. დაავადებას ნებისმიერ დროს შეეძლო მისი ნებისმიერი ორგანოსთვის დამიზნება და განადგურება.
გოგონას უამრავი მედიკამენტის მიღება დაენიშნა, მაგრამ ეს მხოლოდ სიმპტომების გასაკონტროლებლად. მას მკურნალობდნენ ჰიდროქსიქლოროქინით, სტეროიდებით და B-უჯრედების იმუნოთერაპიით, მაგრამ არაფერი გამოდიოდა და პაციენტის სახსრების ტკივილი გაგრძელდა.
ამიტომ, ექიმებმა მიმართეს იმუნოთერაპიის ახალ ტიპს. ის აქამდე გამოიყენებოდა გარკვეული სახის აგრესიული კიბოს და ლეიკემიის დროს. ქიმერული ანტიგენის რეცეპტორების T-უჯრედების (CAR-T) თერაპია ახდენს პაციენტის სხეულში იმუნური უჯრედების გადაპროგრამებას, რაც სიმსივნის ამოცნობისა და განადგურების საშუალებას იძლევა. თუმცა, B-უჯრედების ამოცნობაც საკმაოდ რთულია, ისინი ქმნიან ანტისხეულებს, რომლებიც საბოლოოდ ორგანიზმს მნიშვნელოვნად აზიანებენ.
"CAR ნიშნავს ქიმერული ანტიგენის რეცეპტორს, რომელიც ხელოვნური რეცეპტორია. პაციენტის იმუნური უჯრედები და T უჯრედები გენეტიკურად მოდიფიცირებულია ლაბორატორიაში. ის ცნობს სპეციალურ ანტიგენებს, იღებს სამიზნედ და ანადგურებს მათ. უჯრედული თერაპია — CAR-T უჯრედებით უკვე წარმატებით გამოიყენება ლეიკემიისა და ლიმფომას სამკურნალოდ", — განმარტავს პროფესორი დოქტორი ანდრეას მაკენსენი, მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი.
2021 წლის მარტში, პაციენტს სწორედ ერლანგერის უნივერსიტეტის მკვლევრებმა CAR-T უჯრედების თერაპიით უმკურნალეს.
თერაპიის შემდეგ, სასარგებლო უჯრედების რიცხვი სწრაფად გაიზარდა და მათი ცირკულირება კვლავ აღდგა. ამან გამოიწვია B-უჯრედების სწრაფი შემცირება და ავტოიმუნური დაავადების შესუსტება. მკურნალობიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ, თუ-ტაო ფაქტიურად სრულად განიკურნა და დაუბრუნდა სპორტს, რაც დაავადების გამო აღარ შეეძლო. აღსანიშნავია, რომ მას აღარ სჭირდება წამლები და დაავადების ყველა სიმპტომი გაქრა.
მეცნიერების თქმით, ეს არის უზარმაზარი მიღწევა იმუნოთერაპიაში, რომელიც წარმოადგენს CAR-T უჯრედების თერაპიის ინ ვივო გამოყენებას.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები