ერთ მხარეს დასავლეთია და მეორე მხარეს აღმოსავლური წესრიგი, არჩევანი საქართველოსია — ჰალიცკი
ევროპარლამენტარი ანდჟეი ჰალიცკი მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირისგან დახმარებაზე უარის თქმას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობის და ხალხის გადასაწყვეტია, საით წაიყვანენ ქვეყანას, ევროპარლამენტარებს და საერთაშორისო მეგობრებს კი საქართველოსთვის მხოლოდ კარგი სურთ.
"ერთი მხრივ, არის დასავლეთი, ღია და დემოკრატიული ალიანსი, ერთიანი ევროპა და მეორე მხარეს არის აღმოსავლური წესრიგი, შეზღუდული დემოკრატია, თავისუფლება და უსაფრთხოება. არჩევანი საქართველოსია, მთავრობას აქვს უფლება საკუთარი გზა, სტრატეგია აირჩიოს, თუ საით წაიყვანოს და განავითაროს ქვეყანა.
მე გავიხსენებდი პოლონურ გამოთქმას, უბრალო გამოთქმას, თუმცა სწორს, მაჩვენე შენი მეგობრები და გეტყვი ვინ ხარ შენ. ღარიბაშვილის ინტერვიუ ვნახე, მან თქვა, რომ ევროპის სახალხო პარტიაში მისი მტრები არიან. მე მინდა ვუთხრა მას, პრემიერმინისტრო, თქვენ ცდებით, ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ ნამდვილად, თუმცა თუ ლუკაშენკოს აირჩევთ მეგობრად, ჩაიხედეთ სარკეში და უპასუხეთ კითხვას, ვინ ხართ თქვენ", — განაცხადა ჰალიცკიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.
საქართველომ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილზე უარი თქვა. ამას წინ უძღოდა მმართველი პარტიის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებულად გამოცხადება, რაც 43%-იანი ბარიერის ვერგადალახვის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნაზე უარის თქმასაც გულისხმობს. ამასთან, დოკუმენტის მოთხოვნაა მართლმსაჯულების რეფორმა მხარეების ჩართულობით, მანამდე კი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნისგან თავის შეკავება. ქართულმა ოცნებამ ეს პირობა არ შეასრულა, რის გამოც პარტნიორებისგან არაერთი კრიტიკა მიიღო. მეტიც, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ Twitter-ზე გამოაქვეყნა დოკუმენტის ფოტო, სადაც ეს მოთხოვნები ყვითლად იყო მონიშნული. ამის შემდეგ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რეფორმები ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. მისივე თქმით, "მოსალოდნელი მაკროსაფინანსო დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ ერთგულია შეთანხმების, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილში".
ამის შემდეგ ქართული ოცნება ამ დახმარების მიღების მიზანშეუწონლობაზე ალაპარაკდა. მათი მტკიცებით, მთავრობამ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება და ამ თანხის მიღების აუცილებლობა, სავარაუდოდ, აღარ იქნება. ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ ამ დახმარებას "ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს". დახმარების არგამოყოფის შემთხვევაში პოლიტიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით კი კობახიძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას ეს გაცნობიერებული აქვს და ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, "მაგრამ ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე მოქმედებს ქვეყნის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად".
აღსანიშნავია, რომ ამ თანხასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს ჰქვია "მაკროფინანსური დახმარება საქართველოსთვის 150 მილიონ ევრომდე", ხოლო ევროკავშირი მოხსენიებულია, როგორც სესხის გამცემი. ეს არის დაბალპროცენტიანი სესხი, რომელსაც ფინანსურთან ერთად, დიდწილად პოლიტიკური დანიშნულებაც აქვს, რადგან დახმარების მეორე ნაწილის მიღება დოკუმენტში გაწერილი ვალდებულებების შესრულებაზე იყო დამოკიდებული.
ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეალურად ქართულმა ოცნებამ იცოდა, რომ ევროკავშირს პირობების შეუსრულებლობის გამო დახმარებაზე უარის თქმა ჰქონდა გადაწყვეტილი და თავად დაასწრო უარი. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, პატივს სცემენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მაკროფინანსური დახმარება, თუმცა საქართველომ მისი მიღების პირობები ვერ შეასრულა. მათი თქმით, საქართველოსთვის გასაცემი დახმარება დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.
გაიგეთ მეტი:
- რა არის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება
- ამ გადაწყვეტილებით მთავრობამ თქვა, რომ მისთვის სრულიად სულერთია, შეუერთდება თუ არა ევროკავშირს — კრამონი
- მმართველი პარტია კარგავს ნდობას ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის, პარტნიორებს შორის — კუბილიუსი
- საქართველო შორდება აუცილებელ, დასავლეთზე ორიენტირებულ რეფორმებს — კელი
-
ატომის შიგნით — როგორ აღმოვაჩინეთ მატერიის კიდევ უფრო მცირე ნაწილაკები ატომის შიგნით — როგორ აღმოვაჩინეთ მატერიის კიდევ უფრო მცირე ნაწილაკები
გადახედვა
-
Apple-მა ძველი აიფონები გაიაფების ნაცვლად გააძვირა Apple-მა ძველი აიფონები გაიაფების ნაცვლად გააძვირა
გადახედვა
-
"უკრაინას ახლა უკვე შეუძლია შეიძინოს Patriot-ის აღჭურვილობა" — EU კიევისთვის დამატებით 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს "უკრაინას ახლა უკვე შეუძლია შეიძინოს Patriot-ის აღჭურვილობა" — EU კიევისთვის დამატებით 6.1 მილიარდ ევროს გამოყოფს
გადახედვა
-
ეს აგვისტო გლობალურად ყველაზე ცხელი თვე იყო ეს აგვისტო გლობალურად ყველაზე ცხელი თვე იყო
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გარდაბანში მდებარე 2,6 მლნ ლარის მიწის ნაკვეთის დაუფლება თაღლითურად სცადა დააკავეს პირი, რომელმაც გარდაბანში მდებარე 2,6 მლნ ლარის მიწის ნაკვეთის დაუფლება თაღლითურად სცადა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "თორნიკე რაზმაძეს ემოციური დაზიანებები აქვს და სჯობს ამას მიხედოს, მისგან გმირი არ გამოვა" შალვა პაპუაშვილი: "თორნიკე რაზმაძეს ემოციური დაზიანებები აქვს და სჯობს ამას მიხედოს, მისგან გმირი არ გამოვა"
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: თუ არჩევნებზე ხმას არ მისცემთ, ჯოჯოხეთში მოხვდებით დონალდ ტრამპი: თუ არჩევნებზე ხმას არ მისცემთ, ჯოჯოხეთში მოხვდებით
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები — კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები — კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
-
შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენელს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
თბილისში 15 კვების ობიექტს დარღვევები აღმოაჩნდა, ზოგს საწარმოო პროცესი შეუჩერდა — სეს თბილისში 15 კვების ობიექტს დარღვევები აღმოაჩნდა, ზოგს საწარმოო პროცესი შეუჩერდა — სეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ
გადახედვა
-
გახდება თუ არა საქართველო Wildberries-ის "გადარჩენის ოპერაციის" ნაწილი? — EPRC-ის მიმოხილვა გახდება თუ არა საქართველო Wildberries-ის "გადარჩენის ოპერაციის" ნაწილი? — EPRC-ის მიმოხილვა
გადახედვა
-
პუტინი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ინდოეთში ჩავიდა პუტინი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ინდოეთში ჩავიდა
გადახედვა
-
"უბრალოდ ვხუმრობ. სინამდვილეში, არც ვხუმრობ" — დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საკუთარ თავს "ღირსების მედალს" გადასცემდა "უბრალოდ ვხუმრობ. სინამდვილეში, არც ვხუმრობ" — დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საკუთარ თავს "ღირსების მედალს" გადასცემდა
გადახედვა
-
როგორ უნდა დარეგისტრირდეთ მეორადი ჩარიცხვებისთვის? — NAEC-მა აბიტურიენტებისთვის ცნობარი განაახლა როგორ უნდა დარეგისტრირდეთ მეორადი ჩარიცხვებისთვის? — NAEC-მა აბიტურიენტებისთვის ცნობარი განაახლა
გადახედვა
-
14 სექტემრამდე ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 14 სექტემრამდე ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს ნორვეგიაში ცხოველის ერთ-ერთი უძველესი "სამგანზომილებიანი" ნამარხი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: თორნიკე რაზმაძე ცდილობს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას და ავრცელებს აბსოლუტურ ტყუილს არჩილ გორდულაძე: თორნიკე რაზმაძე ცდილობს, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას და ავრცელებს აბსოლუტურ ტყუილს
გადახედვა
-
წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგისტრირდა — საქსტატი წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა დარეგისტრირდა — საქსტატი
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაანონსდა ოკუპირებულ აფხაზეთში ოქტომბერში ოპერატიულ-ტაქტიკური სამხედრო წვრთნები დაანონსდა
გადახედვა
-
TI სტრასბურგის სასამართლოში აქტივისტ თამარ მექვაბიშვილის უფლებებს დაიცავს TI სტრასბურგის სასამართლოში აქტივისტ თამარ მექვაბიშვილის უფლებებს დაიცავს
გადახედვა
კომენტარები