ამერიკის საგზაო უსფართხოების ადმინისტრაციამ Tesla-ს ავტოპილოტის ინფორმაციის გაზიარება დაავალდებულა
ამერიკის შეერთებული შტატების საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ Tesla-ს 22 ოქტომბრამდე მათი ავტოპილოტის მიერ შეგროვებული ინფორმაციის გაზიარება დაავალდებულა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია 115 მილიონი ამერიკული დოლარით დაჯარიმდება — ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. საგზაო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ისინი იძიებენ ტესლას ავტპილოტთან დაკავშირებულ ავარიებს. სააგენტოში აქამდე 11 ასეთი საქმე იყო. 2018 წლის შემდეგ, ამ 11 ავარიის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა 1 კი დაიღუპა. გასულ შაბათს მეთორმეტე ავარია მოხდა.
საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრაციის მიერ გაგზავნილი წერილიდან ვიგებთ, რომ Tesla ვალდებულია მისცეს სამთავრობო სააგენტოს სრული ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ მუშაობს მათი დამხმარე ასისტენტის სისტემა. მათ სურთ გაიგონ, თუ რითი უზრუნველყოფს ავტოპილოტი, რომ ადამიანმა გზას მაინც ყურადღებით უყუროს და არ მოდუნდეს, ან სად გადის ის საზღვრები, რომლის ფარგლებშიც ავტოპილოტის გამოყენებაა შესაძლებელი.
ფედერალები Tesla-ს ხშირად აკრიტიკებენ, რადგან მას არ აქვს დაცვის საკმარისი ფუნქციები. მაგალითად ისინი თვლიან, რომ ავტოპილოტით მართვის შემთხვევაშიც, ხელების საჭეზე დატოვება აუცილებელი უნდა იყოს. რამდენიმე თვის წინ Tesla-მ დააყენა კამერები უკანა ხედვის სარკეებზე, რომლებიც აღიქვამენ მძღოლს და ყურადღების გაფანტვის ან გზისთვის თვალის არიდების შემთხვევაში გამაფრთხილებელ ხმას გამოსცემენ. ასეთი კამერები Model 3-სა და Model Y-ზე დამონტაჟდა. ასევე, კომპანიის მხრიდან აღინიშნა, რომ ავტოპილოტის გამოყენება მხოლოდ გზატკეცილებისთვისაა მიზანშეწონილი, თუმცა მძღოლები მას ქალაქის ვიწრო ქუჩებში მაინც იყენებენ.
ავტოპილოტის დეტალებთან ერთად საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ ტესლას გაყიდვების ინფორმაციაც მოითხოვა, მათ აინტერესებთ თუ რამდენი მანქანა გაყიდა კომპანიამ ამერიკის მასშტაბით. ასევე, საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრაციას აინტერესებს, სულ რამდენი პრეტენზია გამოითქვა მომხმარებლების მხრიდან ტესლას ავტოპილოტთან დაკავშირებით ან რამდენი ასეთი საქმეა აღძრული ტესლას წინააღმდეგ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე
კომენტარები