10 სირთულე, რომელსაც ქალები განათლების მიღებისა და მუშაობის დროს აწყდებიან
ფოტო: Columbia Pictures
სექსუალური შევიწროება, სტერეოტიპებით სავსე ყოველდღიურობა, მენსპლეინინგი, "შუშის ჭერი" — ეს იმ პრობლემათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელთაც ქალები ყოველდღიურად სკოლებში, უნივერსიტეტებსა და სამსახურებში ვაწყდებით. მართალია, განათლების მიღებისა და პროფესიული წარმატების მიღწევისკენ მიმავალი გზა ნებისმიერი ადამიანისთვის შეიძლება იყოს რთული, თუმცა ამ სტატიაში იმ პრობლემებს მიმოვიხილავ, რომლებიც უმეტესად სწორედ მე, ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს, ნათესავებსა და ჩემთვის სრულიად უცხო, მაგრამ მსგავსი გამოცდილების მქონე ქალებს გვაწუხებს და გვაერთიანებს.
1. "ბიჭის ტვინი"
"გოგოს კვალობაზე ჭკვიანი ხარ", "ბიჭის ტვინი მაინც სულ სხვაა", "ის ბიჭია და მათემატიკა უკეთესად გამოსდის" — ალბათ, ერთ-ერთი პირველი, რამაც გენდერული უთანასწორობის არსებობა და განათლების სფეროში საზოგადოების მიერ ბიჭებისთვის ბოძებული უპირატესობების შესახებ შემიქმნა წარმოდგენა, ე.წ. "ბიჭის ტვინია". ყველგან, სადაც მისწავლია, "ბიჭის ტვინი" სხარტ, "მათემატიკურ" აზროვნებას გულისხმობდა. შეიძლება, ბიჭები გაკვეთილზე ცელქობდნენ, ხმაურობდნენ, საშინაო დავალებებს არ ასრულებდნენ, თუმცა ერთი-ორი სწორი პასუხის წამოყვირება ხშირად გამხდარა მათი "ბიჭის ტვინის" შექების საფუძველი და ძველი "ცოდვების" პატიების საბაბი. მაშინაც კი, როცა წარმატებებს გოგოები აღწევდნენ, რატომღაც ესეც "ბიჭის ტვინის" დამსახურება იყო — "შენ ბიჭის ტვინი გქონია!"
სინამდვილეში, "ბიჭის ტვინი" და "გოგოს ტვინი" არ არსებობს. რა თქმა უნდა, ქალები და კაცები ერთმანეთისგან განსხვავებულები არიან, თუმცა მხოლოდ სქესი კონკრეტული ადამიანის ინტელექტს ვერ განსაზღვრავს. ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობები ინდივიდუალურია და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, დიახ, გოგოებსაც შეუძლიათ მათემატიკისა და ჭადრაკის სწავლა და თუ გვგონია, რომ ისინი უმცირესობაში არიან, იქნებ ეს არა "გოგოს ტვინის", არამედ იმის ბრალია, რომ საზოგადოება ქალებს "ქალისთვის შესაფერისი" პროფესიებისკენ უბიძგებს და "კაცური პროფესიისკენ" მათ სწრაფვას ყოველთვის ეჭვქვეშ აყენებს ან ეწინააღმდეგება?!
100-წლიანი კვლევით, ქალის და კაცის ტვინს შორის ინტელექტის მხრივ სხვაობა არ დასტურდება;
2. საზოგადოების მიერ "ქალისთვის შეუფერებელი" პროფესიების ჩამონათვალი
როცა რამდენიმე წლის წინ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე, პირველი კითხვა, რომელიც დაეჭვებულმა ნათესავებმა დამისვეს ეს იყო: "პროკურორობას ხომ არ აპირებ?" თითქმის ყველა, ვისაც ჩემი გადაწყვეტილება გავუმხილე, მირჩევდა, რომ სისხლის სამართლისკენ არ გამეხედა, რადგან გოგოსთვის შეუფერებელი იყო. ჩემთვის მხოლოდ უფრო "მშვიდი, წყნარი და ქალური" ნოტარიუსობა ემეტებოდათ.
მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ აღნიშნულ პროფესიას საკუთარი ინტერესებისა და სურვილის გამო არ გავყევი, პირველად მივხვდი, რომ საზოგადოებაში პროფესიებს სქესი აქვს. ეს განსაკუთრებით სამეცნიერო და ტექნოლოგიების სფეროს ეხება, რომელსაც, საზოგადოების აზრით, ქალების ინტელექტი, ხასიათი თუ შესაძლებლობები ვერ გაუმკლავდება. საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გადალახვა, რომლებსაც გოგოები ბავშვობიდანვე ეჩეხებიან, მარტივი სულაც არაა. სწორედ ამიტომ, ინტერესის მიუხედავად, შესაძლებელია, რომ აღნიშნული პროფესიები ქალებმა სწორედ საზოგადოებიის წნეხის გამო ვერ აირჩიონ.
3. გასაუბრებაზე პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული შეკითხვების მოსმენა
"გათხოვილი ხარ? შვილები გყავს? ორსულად ხარ? შვილის გაჩენას აპირებ? როდის აპირებ? ქმარი თანახმაა, რომ გვიანობამდე დარჩე?" — ეს იმ კითხვების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელთა მოსმენაც ქალებს გასაუბრებაზე უწევთ. რატომღაც, საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრის თანახმად, კაცს სრული უფლება აქვს, მხოლოდ კარიერაზე იფიქროს, ქალი კი პირველ რიგში დიასახლისია და შემდეგ —– კონკრეტული პროფესიის წარმომადგენელი. აღნიშნული უკანონო შეკითხვები დამატებით იმის მანიშნებელია, რომ პოტენციურ დამსაქმებელს არ სურს, დასაქმებულმა ქალმა მოგვიანებით კანონით მინიჭებული უფლებით, მაგალითად, ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით ისარგებლოს.
4.ოჯახის სწავლასა თუ მუშაობასთან შეთავსების სირთულე
2020 წელს გაეროს (UNFPA და UNDP) მიერ მომზადებულ კვლევის ანგარიშის მიხედვით, საოჯახო საქმეებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები, როგორებიცაა, მაგალითად, დალაგება და საჭმლის მომზადება ოჯახში ძირითადად ქალების პასუხისმგებლობად ითვლება. პასუხისმგებლობის ამგვარი გადანაწილება და აუნაზღაურებელი შრომის დიდი ნაწილის ქალზე დაკისრება, ბუნებრივია, გამოიწვევს იმას, რომ ქალებისთვის ოჯახის სწავლასა თუ მუშაობასთან შეთავსება, კაცებთან შედარებით, უფრო რთული იქნება.
ცალკე საკითხია ორსულობა და ბავშვის მოვლა. ალბათ, თითოეული ჩვენგანის ირგვლივ უამრავი ქალია, რომელსაც შვილის გამო პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ეზღუდება მხოლოდ იმიტომ, რომ დამსაქმებელი ხშირად დედას მისთვის მორგებულ გრაფიკზე/პირობებზე უარს ეუბნება და, სამწუხაროდ, სამსახურიდან ათავისუფლებს.
5. ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობა
ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, რომლის გადალახვაც დასაქმებულ ქალებს უწევთ, კაცებთან შედარებით დაბალი ანაზღაურებაა. საქსტატის კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემების მიხედვით, საქართველოში კაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 450 ლარით აღემატება. რა თქმა უნდა, საქმისადმი სიყვარული და პროფესიული წარმატებების მიღწევა მნიშვნელოვანია, თუმცა აუციელებელია, ანაზღაურება ამ ყველაფრის პროპორციული იყოს და ხელფასს დამსაქმებელი დასაქმებულის სქესის მიხედვით არ განსაზღვრავდეს.
საქართველოში კაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 450 ლარით აღემატება — საქსტატი
6. სექსუალური შევიწროება
სამწუხაროდ, უამრავი ქალისთვის სექსუალური შევიწროება ყოველდღიურ ცხოვრებასთან ერთად, არც სამსახურშია უცხო. ასეთი ამბები ჩვენამდე ზოგჯერ ჩურჩულით, ზოგჯერ სოციალურ ქსელებში დაწერილი ანონიმური პოსტებით, ზოგჯერ მეგობრების მონათხრობით, ზოგჯერაც — საკუთარი გამოცდილებით აღწევს.
სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, მსხვერპლი ქალები სექსუალური შევიწროების ყველაზე მეტ ფაქტზე შრომით ურთიერთობებში მიუთითებდნენ. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შევიწროება ძირითადად ვლინდებოდა შემავიწროებლის მიერ ვერბალურ, არავერბალურ და ფიზიკური სახის ქმედებაში, როგორებიცაა არასასურველი პირადი ხასიათის კითხვები თუ კომენტარები, სექსუალური კავშირის შეთავაზება, მსხვერპლის სხეულის ინტიმურ ადგილებზე შეხება თუ სხვა. ანგარიშში აგრეთვე წერია, რომ ყველა ჩამოთვლილ შემთხვევებში ქალებმა მხოლოდ სამსახურის დატოვების შემდეგ გადაწყვიტეს აღნიშნულ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება მოეხდინათ. გამოდის, ქალებმა მოძალადეების გამო სამსახურებიც დაკარგეს.
ბუნებრივია, ანგარიშში მოხვედრილი შემთხვევები მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც რეალურად ხდება. ვინ იცის, კიდევ რამდენ ქალი ვერ ბედავს დამსაქმებლის წინააღმდეგ ხმის ამაღლებას ან სამსახურის დატოვებას იმის შიშით, რომ სრულიად დაუცველი შესაძლოა, ქუჩაში აღმოჩნდეს.
სექსუალური შევიწროება სამსახურსა და სამედიცინო მომსახურების მიღებისას — ომბუდსმენის ანგარიში
7. წინააღმდეგობა ოჯახისგან / ქმრისგან
"ქმარი არ უშვებს" — ვერც კი ვითვლი, იმდენჯერ მსმენია აღნიშნული ფრაზა. ჩვენ ირგვლივ ქალებს ოჯახი, ძმა, შეყვარებული თუ ქმარი შეზღუდვებს ხშირად უწესებს. ეს შეზღუდვები ჩაცმულობას, მეგობრებს, გარეთ გასვლას, ოჯახში საქმიანობასა და უამრავ სხვა საკითხს ეხება. არც თუ ისე იშვიათად მათ შორის სამსახური და სწავლაცაა. სამწუხაროდ, ქალების ნაწილს ოჯახი მხოლოდ სახლში დარჩენისა და შვილების მოვლის უფლებას აძლევს.
8. მენსპლეინინგი
თუ რომელიმე კაცს ერთხელ მაინც აუხსნია შენთვის ის საკითხი, რომელიც შენი სწავლისა თუ საქმიანობის სფეროს განეკუთვნება, ყველაფერი მშვენივრად გესმის და არც ახსნა გითხოვია — ერთადერთი ნამდვილად არ ხარ. ამ ფენომებს მენსპლეინინგი [Mansplaining] ეწოდება. მენსპლეინინგის დროს კაცი დარწმუნებულია, რომ კონკრეტული საკითხი ქალზე უკეთ იცის (მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ქალი აღნიშნულ სფეროში წამყვანი სპეციალისტი იყოს და თავად — არა) და საკითხის ქალისათვის დამამცირებელი, ზედმეტად გამარტივებული გზით ახსნას ცდილობს მაშინ, როცა ეს მისთვის არავის უთხოვია.
მენსპლეინინგი ყოველდღიურ ცხოვრებაში თითქმის ყველგან მხვდება. ვფიქრობ, ამ დროს კაცებს ჰგონიათ, რომ რადგანაც ქალი ხარ, წარმოუდგენელია რაღაც იმდენად კარგად იცოდე, რომ ახსნა არ გჭირდებოდეს, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ამის ახსნის დროს მენსპლეინინგით გართული კაცები, სამწუხაროდ, არ გვიტოვებენ.
9. "შუშის ჭერი"
"შუშის ჭერი" შრომის ბაზარზე არსებული წინააღმდეგობაა, რომელსაც სხვა მოწყვლად ჯგუფებთან ერთად ქალებიც აწყდებიან. "შუშის ჭერი" ერთგვარი ბარიერია, რომელიც ხელს უშლის ქალებს სამსახურში წარმატებას კაცების მსგავსად მიაღწიონ. "შუშის ჭერს" სხვადასხვა ტრადიციები და სტერეოტიპები ქმნის. უხილავი ბარიერი ქალებს მათი განათლების, კვალიფიკაციის დონისა თუ პროფესიული მიღწევების მიუხედავად საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებში მაღალი, გადაწყვეტილების მიმღები პოზიციების დაკავებასა და დაწინაურებაში უშლის ხელს.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ქალები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ნაკლებად მონაწილეობენ. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ქალების ნაკლებობაზე. აღნიშნულის ძირითად მიზეზებად გამოკითხული ქალების უმეტესობამ კაცების მიერ დადგენილი აკრძალვები, საოჯახო საქმეებისა და პასუხისმგებლობებისთვის აუცილებელი დრო, მოსახლეობის მიერ კაცი კანდიდატების მხარდაჭერა და სხვა მიზეზები დაასახელა.
უოლ-სტრიტზე უშიშარი გოგოს ქანდაკებამ "შუშის ჭერი" დაამსხვრია
10. როდესაც კაცები ქალებს საუბარს აწყვეტინებენ
2009 წლის VMA awards-ზე გამარჯვებულ ტეილორ სვიფტს სამადლობელი სიტყვა სცენაზე დაუპატიჟებლად ასულმა კანიე ვესტმა შეაწყვეტინა. სიტუაცია, რომელშიც კაცი ქალს საუბარს აწყვეტინებს იმდენად ხშირია, რომ ამ ფენომენის აღსაწერად ტერმინი Manterrupting [Man (კაცი) და Interrupting (შეწყვეტინება)] დამკვიდრდა.
ბევრი შემთხვევის გახსენება შემიძლია, როდესაც ლექციებზე მსჯელობისას რომელიმე ბიჭმა საუბარი შემაწყვეტინა და ჩემი ხმა გადაფარა. სამსახურებსა და სასწავლებლებში იმავე პრობლემებზე ჩემი მეგობარი გოგოებიც ძალიან ხშირად ჩივიან. საკუთარი აზრის დაფიქსირების სირთულე და მუდმივად იმის შეგრძნება, რომ შენი ხმა არ ესმით, ვფიქრობ, სხვა უამრავ ბარიერის აღმართვას უწყობს ხელს, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც ჩვენგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმ ბარიერებისა და პრობლემების სრული ჩამონათვალი არაა, რომელთაც ქალები ყოველდღიურად სამსახურებსა და სასწავლებლებში ვაწყდებით. ამასთანავე, ისიც სრულიად შესაძლებელია, რომ არსებობენ ქალები, რომელთაც ჩამოთვლილი პრობლემები არ აწუხებთ. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, ქალებისთვის უკეთესი სამყაროსთვის ბრძოლაში თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია და თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი მთლიანი საზოგადოების გამარჯვებაა.
ამავე თემაზე:
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა






კომენტარები