ყირიმის პლატფორმამ დეკლარაცია მიიღო, რომელიც რუსულ ანექსიას გმობს — რაზე თანხმდებიან ხელმომწერი ქვეყნები
ფოტო: President.gov.ua
უკრაინაში გაიმართა ყირიმის პლატფორმის პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 46 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. პლატფორმის მონაწილეებმა დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც რუსეთის აგრესიული პოლიტიკაა გაკრიტიკებული და მიზნად ისახავს ზეწოლას ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის შესაწყვეტად. ხელმომწერებს შორისაა საქართველოც.
დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყირიმის ანექსიას უკანონოდ ცნობს და იღებს ვალდებულებას გააერთიანოს ძალისხმევა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის.
რა წერია დეკლარაციაში
ხელმომწერები მიესალმებიან აუცილებელ ერთობლივ დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც საჭიროა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საზღვრებში. ისინი არ აღიარებენ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის სტატუსის ცვლილებას და რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამისკენ არის მიმართული, მიუღებელია.
ყირიმის პლატფორმის დამფუძნებელი ელიან უკრაინისთვის კუთვნილი ტერიტორიების დაბრუნებას და აცხადებენ, რომ მხარს დაუჭერენ ანექსირებული მხარეების მაცხოვრებლებს, მათი უფლებებისა და თავისუფლების აღდგენას და დაცვას უკრაინის კონსტიტუციის ფარგლებში, ისევე, როგორც მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მუშაობას. ისინი მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, რომ შეუერთდეს ამ პლატფორმის კონსტრუქციულ მუშაობას.
პლატფორმის მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო პოლიტიკური, დიპლომატიური და შემზღუდავი ზომები რუსეთთან მიმართებაში, იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია თითოეული მონაწილე ქვეყნის სამართლებრივი სისტემით და პროცედურების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს რუსეთის ქმედებები. გარდა ამისა, ყირიმის პლატფორმის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს დაუპირისპირდნენ ახალ გამოწვევებს და ჰიბრიდულ საფრთხეებს, რომლებიც მუდმივად იცვლება, რაც გამოწვეულია ყირიმის მიმდინარე მილიტარიზაციით. მათ სურთ მხარი დაუჭირონ ამ ძალისხმევისადმი მდგრადობის გაზრდას, საერთო ძალისხმევას უსაფრთხოებისა და მზარდი საფრთხეების კონტექსტში შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისთვის.
ფოტო: President.gov.ua
დეკლარაციაში მონაწილეები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, რომ შეასრულოს ვალდებულებები, როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ საერთაშორისო ჰუმანიტარული წესების შესაბამისად. ისინი მოითხოვენ რუსეთისგან, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და უზრუნველყოს ოკუპირებულ ყირიმში ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი წვდომა. კერძოდ, გაეროს სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის დასწრება, რაც გათვალისწინებულია მათი მოქმედი მანდატებით, რომელიც მოიცავს უკრაინის მთელ ტერიტორიას, ყირიმის ჩათვლით.
ისინი, ასევე, თანხმდებიან, რომ გააერთიანებენ ძალისხმევას ოკუპირებულ ყირიმში მაცხოვრებლების უფლებების დასაცავად და მიაღწევენ, რუსეთის მიერ პოლიტიკური მოტივით უკანონოდ დაპატიმრებული და გასამართლებული უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებას.
ისინი მოუწოდებენ რუსეთს, რომ სრულად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვა და მათი კულტურის განვითარების შესაძლებლობა, ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების და რელიგიური თემებისთვის.
ხელმომწერები თანხმდებიან, რომ გამოიყენებენ გაეროს, ევროპული საბჭოს, ეუთოს შესაბამის მექანიზმებსა და საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს დროებითი ოკუპაციით წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად. ასევე, შეთანხმდნენ განიხილონ ეკონომიკური მხარდაჭერის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურული და ეკოლოგიური პროექტებისთვის, რაც უკრაინის იმ რეგიონების განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც ოკუპირებულ ყირიმთან მდებარეობს.
კონფერენციის მონაწილეები მიესალმებიან ყირიმის პლატფორმის საერთაშორისო ექსპერტების ქსელის შექმნას, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობით, ანალიტიკური ცენტრით და ექსპერტების შემადგენლობით. ასევე გადაწყდა, შეიქმნას მუდმივი და სწრაფი კომუნიკაციის ქსელი პლატფორმის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების ჩართულობით.
რა თქვა უკრაინის პრეზიდენტმა სამიტზე
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ პლატფორმამ დააბრუნა ყირიმის საკითხის მსოფლიოს დღის წესრიგში. მისი თქმით, პლატფორმა შედგა იმის მიუხედავად, რომ მესამე მხარე [რუსეთი] ყველანირად ცდილობდა ხელის შეშლას.
"ჩვენ ჩავატარეთ სამიტი, რომელზეც ჩამოყალიბდა ძლიერი საერთაშორისო კოალიცია რუსეთის ოკუპაციაში მყოფი უკრაინის ნაწილის, ყირიმის გათავისუფლებისთვის. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რთულ ბრძოლაში უკრაინას აქვს მყარი მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებისგან. სხვადასხვა გამოწვევის და სირთულის მიუხედავად ყირიმის პლატფორმას წარმატებული სტარტი ჰქონდა. მისი საბოლოო მიზანი კი უკრაინის სუვერენული ტერიტორიის, ყირიმის ნახევარკუნძულის დეოკუპაციაა", — განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ამ სამიტის აღწერა რამდენიმე სიტყვით შეიძლება "ყირიმის საკითხი დახურულია", ან "ყირიმი უკრაინაა".
ფოტო: UNIAN
ზელენსკიმ აღნიშნა ისიც, რომ რუსეთი არ არის პლატფორმის მონაწილე, მაგრამ იმდენად არის დაინტერესებული მისი მუშაობით, რომ გასაწევრიანებლად მიიწვია.
"რუსეთის ფედერაცია არ მონაწილეობდა ჩვენს სამიტში, მაგრამ ისე აქტიურად განიხილავდა და რეაგირებდა.. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, იმდენად აქტიური იყო, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ამ პლატფორმის სრულფასოვანი მონაწილეა. თუ ეს პლატფორმა ამდენად აინტერესებთ, ვიწვევთ, შემოგვიერთდნენ", — განაცხადა მან.
რა თქვეს პლატფორმის მონაწილეებმა
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ყირიმის პლატფორმა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში ყირიმის საკითხის შესანარჩუნებლად. მისი თქმით, ნატო იზიარებს პოზიციას ყირიმის დროებითი ოკუპაციასა და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილების არაღიარებასთან დაკავშირებით.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ ისინი სამომავლოდ დაუჭერენ მხარს ყირიმის არაღიარების პოლიტიკას და პლატფორმაზე მისი ყოფნა ამის დასტურია.
"ჩვენი მიზანია გავაკეთოთ ისე, რომ უკანონო ანექსია არასდროს გახდეს ლეგიტიმური. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ რუსეთის მცდელობებს, საკუთარ საზღვრებში ნახევარკუნძულის იძულებითი ინტეგრაცია მოახდინოს", — განაცხადა მან.
ფოტო: Unian
Unian-ის ინფორმაციით, აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამაყობენ ამ პლატფორმაში მონაწილეობით და უკრაინის გვერდით არიან.
"ჩვენ ერთსულოვნად ვგმობთ ყირიმის უკანონო ანექსიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ბრძოლას კორუფციასთან და უფრო სერიოზულ ბრძოლას რუსულ აგრესიასთან. ჩვენი მხარდაჭერა იქნება კონკრეტული და არსებითი. ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიურ ძალისხმევას, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად", — განაცხადა მან.
ლატვიის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს საზღვრების პატივისცემა და ტერიტორიული მთლიანობა მსოფლიოში მშვიდობის საფუძველია. ესტონეთის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ ყირიმის პლატფორმა ერთადერთი ინსტრუმენტია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში წარმატების მისაღწევად.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კონფერენციაში ჩაერთვნენ, რადგან სურთ აჩვენონ რამდენად მნიშნველოვანია მათთვის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ყირიმელი თათრების უფლებების დაცვა. მისი თქმით, არ არის საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, რომ გმობენ ყირიმის ოკუპაციას და კონფერენციაში ჩართვა საჭიროა, მათი პოზიციის ღიად დემონსტრირებისთვის.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყირიმის პლატფორმის შექმნა საოკუპაციო ძალების მიერ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელებების შესახებ საუბრის შესაძლებლობას იძლევა და მსოფლიოს უნდა შევახსენოთ, რომ ყირიმი უკრაინაა.
მთავრობის მეთაურმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გლობალური პანდემიის პირობებში ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და უკრაინის მეგობრობაზე.
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
"უკრაინასა და საქართველოს მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს. ჩვენ მხარდამხარ ვმდგარვართ მშვიდობისა და ომიანობის ჟამს. საერთო მტრის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლის წყურვილი და მთავარი ღირებულებებისთვის — თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა ყოველთვის გვაძლიერებდა ნებისმიერი სხვა ძალის წინააღმდეგ, რაც ჩვენი ერთობის რღვევის მცდელობისკენ იყო მიმართული. უკრაინელები ქართველებთან ერთად იბრძოდნენ რუსი აგრესორების წინააღმდეგ 90-იან წლებში რუსეთის მიერ ინსპირირებული და რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე შეიარაღებულ ბრძოლებში. ლეონიდ ტკაჩუკი, რომლის დანაწევრებული ცხედარი ნაპოვნი იქნა და ოჯახს სულ რამდენიმე დღის წინ გადაეცა, იმ მამაცი უკრაინელების სიმბოლოდ წარმოჩინდება, რომლებიც იბრძოდნენ და დაიღუპნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა თქვა ისიც, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონი, რამაც შეარყია მთელი ევროპული უსაფრთხოება და კანონებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი.
რა რეაქცია ჰქონდა რუსეთს
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც კრემლმა მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ ერთობას ანტირუსული და არამეგობრული უწოდა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია იმის მტკიცება, რომ ყირიმი უკრაინაა.
-
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
გადახედვა
-
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია
გადახედვა
-
"ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე "ბოდვის ხასიათის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი დავით გარეჯის ნაწილის გასხვისების ბრალდებაზე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა
გადახედვა
-
აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ აშშ-ში სამხედროებს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ GTA 6-ის სათამაშოდ შვებულებას სთავაზობენ
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს
-
ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია? ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია?
-
9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ 9 სექტემბერს Apple ახალ iPhone-ებს წარადგენს — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე თიბისი IT აკადემია — სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
-
აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება აბიტურიენტების ე.წ მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება
გადახედვა
-
განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე "ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია" — სუს IPRM-ის 134-ე შეხვედრაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა" ირაკლი კობახიძე: "ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის დამსახურებაა"
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
კომენტარები