წელს სიცილიაში დაფიქსირებული სიცხე, შესაძლოა, ევროპისთვის რეკორდული ტემპერატურა იყოს
რეგიონული ხელისუფლების მოხსენებით, სიცილიაში, ქალაქ სირაკუზასთან ახლოს თერმომეტრმა 48.8 °C ტემპერატურა აჩვენა, რაც შესაძლოა ევროპაში დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ტემპერატურად აღიარონ.
რიცხვითი მნიშვნელობა მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიერ უნდა დადასტურდეს. ორგანიზაციაზე დაყრდნობით, ევროპის ამჟამინდელი რეკორდი 48.0 °C-ია, რომელიც 1977 წლის 10 ივლისს დაფიქსირდა ათენში.
"იტალიის მეტეოროლოგიური საზოგადოების განცხადებით, სიახლე 48.8 °C ტემპერატურის შესახებ სიმართლეს შეესაბამება, თუმცა, როგორც წესი, ამგვარი შესაძლო რეკორდები დადასტურების პროცესს გადის, სანამ ოფიციალურად გამოცხადდება", — განაცხადა Guardian-თან საუბრისას ტრევორ მიჩელმა გაერთიანებული სამეფოს MetDesk-იდან.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ზაფხულში არაერთი სხვა ტემპერატურული რეკორდი დაფიქსირებულა. სიკვდილის ველმა 1913 წლის 9 ივნისს 54.4 გრადუსს მიაღწია, რაც ოფიციალურ (თუმცა საკამათო) მსოფლიო რეკორდად ითვლება.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში სიცხის სასიკვდილო ტალღამ მთელს ჩრდილოეთ ამერიკას გადაუარა და კონტინენტზე დღის უმაღლესი საშუალო და ღამის ყველაზე მაღალი ტემპერატურაც დაფიქსირდა, არაერთ ადგილობრივ თუ რეგიონულ რეკორდთან ერთად. 2021 წლის ივნისში დღის და ღამის ტემპერატურული რეკორდი აღიწერა.
ახალი მოხსენების თანახმად, ამგვარი ტემპერატურული მაჩვენებლების განვითარება ადამიანისგან გამოწვეული კლიმატური კრიზისის გარეშე თითქმის შეუძლებელი იქნებოდა და, თუ გაბრდულად არ ვიმოქმედებთ, ექსტრემალური ამინდის შემთხვევები კიდევ უფრო გახშირდება.
კომენტარები