NGO-ები: პოლიცია თავდაცვით რეჟიმში იყო და არეულობის აღსაკვეთად აქტიური ზომები არ გაატარა
ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და ადამიანის უფლებათა ცენტრი ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ისინი გმობენ 11-12 მარტის ღამეს ქალაქ ბათუმში მომხდარი ძალადობისა და ვანდალიზმის გამოვლინებებს და ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მდგომარეობის დაძაბვის მომენტიდან საპატრულო პოლიციასთან არაერთი სამართალდამცველი იდგა, თუმცა პოლიციის რეაგირებას ეფექტიანად არ აფასებენ:
"პოლიცია მიმდინარე არეულობის აღსაკვეთად აქტიურ ქმედებებს არ მიმართავდა და ძირითადად თავდაცვით რეჟიმში იმყოფებოდა".
NGO-ები მიიჩნევენ, რომ, პოლიციის ქმედებები აქციაზე დამკვირვებელი პირებისთვის არ ტოვებდა არაპროპორციული ქმედებების შთაბეჭდილებას.
არასამთავრობოები აქცენტს აკეთებენ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, აჭარის საპატრულო პოლიციის ახალი ხელმძღვანელი ადგილობრივ მოსახლეობას ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციულად ექცეოდა და ასეთივე ქმედებისკენ მოუწოდებდა ბათუმში სამსახურებრივი მივლინებით მყოფ სხვა სამართალდამცველებსაც:
"გასული პერიოდის განმავლობაში ღოღობერიძე ცნობილი იყო თავისი აგრესიული აქციებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ.
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია მშვიდობიანი შეკრების უფლება. თუმცა, როდესაც შეკრების მონაწილეების ქცევა კარგავს მშვიდობიან ხასიათს, ისინი გადიან შეკრების თავისუფლებით დაცული სფეროდან და ამ პირობებში პოლიციას ეკისრება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ძალადობრივი ქმედების პროპორციული ზომებით აღკვეთის ვალდებულება.
როგორც გუშინ გამართულ აქციებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები აჩვენებს, აქციის მონაწილეების ნაწილი რაღაც ეტაპზე შეკრების თავისუფლებით დაცული სფეროდან გავიდა და მათმა ქცევამ უკანონო და ძალადობრივი ბუნება შეიძინა. მეტიც, დღის ბოლოს შეკრების ადგილზე გამოჩენილი ორგანიზებული ჯგუფები დემონსტრაციულად ჩადიოდნენ ვანდალურ აქტებს და სიტუაციის განზრახ ესკალაციას უწყობდნენ ხელს.
ამასთან, შეკრების ადგილზე მყოფი პირების მხრიდან საჯაროდ გაჟღერდა ეროვნული, რელიგიური და კუთხურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის სულისკვეთების მქონე განცხადებები.
მომხდარზე სიმართლის დადგენის, სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფისა და პროცესის სათანადო პოლიტიკური და სოციალური გააზრებისთვის, არსებითია, სახელმწიფომ გამოიკვლიოს ძალადობრივი ორგანიზებული ჯგუფების განზრახვები, მათ შორის, მათი პოლიტიკური მიკუთვნებულობის საკითხი".
არასამთავრობოები მოუწოდებენ სახელმწიფოს, სათანადოდ შეისწავლოს ბათუმში მოსახლეობის მიერ გამოხატული უკმაყოფილების რეალური მიზეზები და მათზე სისტემური რეაგირება მოახდინოს.
NGO-ები აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნდა შეკრების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტიანი სტრატეგია და კონკრეტული ჯგუფების ვანდალურმა ქცევამ სრულიად უკონტროლო და მასშტაბური ხასიათი მიიღო.
ხელმომწერი ორგანიზაციები პოზიტიურად აღნიშნავენ, რომ არ დასტურდება პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დაკავებული პირების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების სწრაფი, ეფექტური და სრულყოფილი შესწავლის, შესაძლო კანონდარღვევებზე შესაბამისი რეაგირებისა და მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, არასამთავრობოები მოუწოდებენ:
საქართველოს ხელისუფლებას:
- სწრაფად და მიუკერძოებლად იქნეს შესწავლილი გუშინ შექმნილ მდგომარეობაზე სახელმწიფოს რეაგირების დროულობა და კანონიერება, შედეგების საფუძველზე გადაიდგას ზომები გამოვლენილი ხარვეზებისა და გამოწვევების აღმოსაფხვრელად;
- სრულყოფილად იქნეს გამოკვლეული, რა გახდა საზოგადოებრივი პროტესტის საფუძველი. მიუხედავად იმისა, რა ფორმები მიიღო დემონსტრანტების მიერ პროტესტის დაფიქსირებამ, აუცილებელია, ხელისუფლებამ შეისწავლოს მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი არასამართლიანი საჯარიმო პოლიტიკის გატარებას ან შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას პოლიციის მხრიდან და აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, განახორციელოს ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება;
- ასევე, მიუკერძოებლად უნდა იქნეს შესწავლილი განვითარებული მოვლენების შესაძლო მართული ხასიათი.
სამართალდამცავ ორგანოებს:
- განახორციელონ მომხდარის დროული და ყოველმხრივი გამოძიება, კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება და შესაბამისი პირების მიმართ პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;
- აქვე უმნიშვნელოვანესია, დაცულ იქნეს დაკავებული პირების კანონით გარანტირებული უფლებები, ხოლო მათ მიერ ჩადენილი ქმედებების შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფით.
პოლიტიკურ პარტიებს
- განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობის პირდაპირი თუ არაპირდაპირი წახალისებისაგან. მივიჩნევთ, რომ ნებისმიერმა განცხადებამ, რომელიც თუნდაც არაპირდაპირ მიანიშნებს ძალადობის გამართლებაზე, შესაძლოა გაზარდოს ძალადობრივი დაპირისპირების რისკი;
- თავი შეიკავონ ქსენოფობიური, ეთნიკურ და რელიგიურ შეუწყნარებლობასა და შუღლზე დაფუძნებული საჯარო განცხადებებისგან.
საქართველოს მოქალაქეებს
- აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს აკისრიათ ვალდებულება, დაემორჩილონ და პატივი სცენ კანონს, ხოლო თუ მისი აღსრულების შედეგები უსამართლოდ მიაჩნიათ, გამოსავალი უპირველეს ყოვლისა ეძიონ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით და არ გაიყვანონ პროცესები სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა. აღნიშნული აზიანებს როგორც კონკრეტული მოქალაქეების, ასევე სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
-
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
-
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
-
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
-
ადამიანის უფლებათა ცენტრი
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
კომენტარები