20 მტკიცებულება, რომ Why Women Kill-ის მთავარი გმირი მოდაა
00წაკითხვა00კომენტარი00გაზიარება
2019 წელს სატელევიზიო სამყაროს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიალის — სასოწარკვეთილი დიასახლისების შემქმნელმა, მარკ ჩერიმ ახალი შოუ გამოუშვა, რომელმაც კვლავ უამრავი მაყურებლის გულის მოგება შეძლო.
Why Women Kill-მა (რატომ კლავენ ქალები) ზემოთ ხსენებული საკულტო სერიალის ფანებს, ერთი მხრივ, ვისტერია ლეინის ატმოსფერო მოაგონა, ამავდროულად კი მისცა შესაძლებლობა, ახალ და დამაინტრიგებელ პერსონაჟებთან ერთად სრულიად განსხვავებული თავგადასავლის მონაწილეები გამხდარიყვნენ.
2021 წელს გამოვიდა ამ ანთოლოგიური შოუს მეორე სეზონიც, რომელიც წინა სეზონისგან განსხვავებულ ისტორიასა და გმირებზე მოგვითხრობს. ზოგს ეს ნაწილი მეტად მოეწონა, ზოგს — ნაკლებად, თუმცა ყველა თანხმდება, რომ რატომ კლავენ ქალების ორივე სეზონი ერთმანეთზე უფრო შთამბეჭდავი გარემოთი და კოსტიუმებით ჭრის თვალს მაყურებელს.
წარმოგიდგენთ მათგან რამდენიმე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელ მაგალითს:
1. დავიწყოთ პირველი სეზონით
2. ლუსი ლუს პერსონაჟი უბრალოდ ღვთაებრივია
3. მისთვის თვალის მოწყვეტა ყველას გაუჭირდება
4. თუნდაც პომპეზური საღამოს კაბა არ ეცვას
5. 80-იანებისთვის შესაფერისი სტილით შეიძლება ლედი დიც გაგახსენდეთ
6. თუმცა ის არ არის ერთადერთი პერსონაჟი, რომლის სამოსიც დახვეწილია
7. თითოეულ სერიაში ფერები ყოველთვის იდეალურადაა შეხამებული
8. თუ აქამდე ეჭვი გეპარებოდათ, ამ სერიალის ყურებისას დარწმუნდებით, რომ უნიფორმაც კი უზომოდ ელეგანტური შეიძლება იყოს
9. გაუმჯობესებული თუ არა, ეს ყველაფერი შენარჩუნებულია ამ შოუს მეორე სეზონშიც
10. ლუსი ლუს ერთგვარ შემცვლელად აქ ლანა პარილა გვევლინება, რომლის პერსონაჟიც, რიტა, მდიდრული სამოსით ყველას თავბრუს ახვევს
11. მას მოხდენილი და მიმზიდველი სტილი აქვს
12. ყოველი კაბა, თითქოს, მისი შინაგანი ბუნების თავისებურებას უსვამს ხაზს
13. რიტა ერთადერთი როდია, ვისაც კოხტად ჩაცმა უყვარს
14. ამ სერიალის, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული პერსონაჟებიც კი ძალიან დახვეწილები არიან
15. ისინი იცვლებიან კიდეც
16. და სილამაზის უსამართლო სტანდარტებს არაფრად აგდებენ
17. თითოეული სამოსი ხანდახან უფრო მეტს გვეუბნება სერიალის გმირების ხასიათსა და პიროვნებაზე
18. ვიდრე მათი ქმედებები
19. ამ სამყაროში ყველას სურს, რომ ისე მიიზიდოს სხვები, როგორც ყვავილმა ფუტკრები
20. და ეს გამოსდით კიდეც. ოღონდ ხანდახან მეტისმეტად ძვირადაც უჯდებათ
კომენტარები