არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში კიდევ გამოჩნდეს, შესაძლოა, ეს გააკეთოს ენმ-მაც — თალაკვაძე პლაკატებზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან/იმედი
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და მოქმედი ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, ჰომოფობიური პლაკატები კიდევ გამოჩნდეს და "შესაძლოა, ეს გააკეთოს ნაციონალურმა მოძრაობამაც". აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ნაწილი ამ პლაკატების უკან სწორედ ქართულ ოცნებას ხედავს, თუმცა პარტიაში ამას უარყოფენ. თალაკვაძემ იმედის ეთერში თქვა, რომ ქართული ოცნების პლაკატები უკვე არის ქალაქში და მასზე პარტიის სიმბოლიკაა.
"ჩვენი საარჩევნო ვიზუალური მასალა და პლაკატები არის უკვე ქალაქში, სადაც ჩვენი კანდიდატი და თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი, კახა კალაძეა. ჩვენი პლაკატები არის ეს პლაკატები, სადაც ჩანს ქართული ოცნების სიმბოლიკა, სადაც ჩანს ჩვენი კანდიდატი და შესაბამისად, ჩვენი გზავნილები ამ პლაკატებზე არის მოცემული. რაც შეეხება ასეთი ტიპის პლაკატებს, რომელიც არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში, შეიძლება, კიდევ გამოჩნდეს, შესაძლოა, ეს გააკეთოს ნაციონალურმა მოძრაობამაც და ვხედავთ, რომ მათთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფები სწორედ წინა დღეებში აკრავდნენ პლაკატებს, რომლებიც ზუსტად ხელს უწყობდა ამ პოლარიზაციას და დაპირისპირებას", — აცხადებს თალაკვაძე.
ამ თემაზე საუბრისას ის ამტკიცებს, რომ სიძულვილის ენა, დაპირისპირება და პოლარიზაცია ოპოზიციის დღის წესრიგშია და ამას საზოგადოება ხედავს. თალაკვაძე მიუთითებს შარლ მიშელის დოკუმენტზე და აცხადებს, რომ ვინც შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, სიძულვილი მათ ინტერესში შედის, თუმცა არაფერს ამბობს იმაზე, რომ ხელმომწერ ქართულ ოცნებას შეთანხმების შეუსრულებლობის გამო ქვეყნის მთავარი პარტნიორები აკრიტიკებენ.
დღეს, 24 ივლისს, თბილისის ქუჩებში კვლავ გამოჩნდა ბანერები წარწერით: "არა ნაცებს, არა ბოროტებას", თუმცა ამჯერად ჰომოფობიური შინაარსით. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად ბანერზე გამოსახულია არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი, არამედ კრიტიკული ტელევიზიების ხელმძღვანელები, ასევე, თბილისი პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და სირცხვილიას აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი. გარდა ამისა, პლაკატზე არის ცისარტყელაც.
დამკვეთი ოფიციალურად უცნობია, თუმცა პლაკატებზე გამოსახულ ადამიანებს ეჭვი აქვთ, რომ ეს ქართულმა ოცნებამ გააკეთა. On.ge ამ საკითხზე მმართველ პარტიას დაუკავშირდა, სადაც ამას უარყოფენ და აცხადებენ, რომ არაფერ შუაში არიან.
აღსანიშნავია, რომ ფასადებზე, მათ შორის დროებით რკინის კედლებზე პლაკატების გაკვრისთვის არაერთხელ დაუჯარიმებიათ აქტივისტები. On.ge თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც ამბობენ, რომ მზად არიან კანონის შესაბამისად იმოქმედონ და დააჯარიმონ ის ადამიანები, ვინც ფასადებზე პლაკატები გააკრა. თუმცა უწყების ინფორმაციით, მათი ვინაობა შსს-მ უნდა დაადგინოს.
მოგვიანებით თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა. უწყების თქმით, "ვრცელდება ინფორმაცია", რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები და დაამახინჯა ქალაქის იერსახე. მერიაში ამბობენ, რომ ეს უკანონო ქმედებაა.
"აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს თბილსერვის ჯგუფი, ხოლო რაც შეეხება კანონდამრღვევთა დაჯარიმებას, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში", — აცხადებენ მერიაში.
On.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, საიდანაც პასუხს ველოდებით და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
წარწერა: "არა ნაცებს, არა ბოროტებას" თბილისში პირველად 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოჩნდა. მაშინ სარეკლამო ბილბორდზე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი ლიდერების ფოტოები იყო გამოსახული, წარწერაზე კი სისხლი ჩანდა. ამ თემაზე საუბრისას ქართულ ოცნებაში ამბობდნენ, რომ ბილბორდი მათი დაკვეთით არ გაკეთებულა და კერძო ინიციატივაა, თუმცა ამის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ.
რამდენიმე დღეში ბილბორდებზე გამოჩნდა ახალი ფოტო, სადაც ენმ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სახეების უკან ყოფილი მაღალჩინოსნების სახეები იყო შესაბამისი წარწერებით: "ირჩევ ვაშაძეს, იღებ სააკაშვილს!", "ირჩევ ვაშაძეს, იღებ ახალაიას!", "ირჩევ ვაშაძეს, იღებ ქარდავას!", "ირჩევ ვაშაძეს, იღებ ვაშაძეს!".
მას შემდეგ, რაც 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები მედიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავს დაესხნენ რამდენიმე მოქალაქეს და დაარბიეს ორგანიზაციების ოფისები, სახელმწიფომ კი მათ დასაცავად ფაქტობრივად არაფერი გააკეთა, არაერთი აქცია გაიმართა. საპროტესტო ღონისძიებებს გეგმავენ მედიის წარმომადგენლებიც. 11 ივლისს გარდაიცვალა TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისის დარბევის მცდელობისას სცემეს. აქციები ამის შემდეგ უფრო აქტიური გახდა. მედია ითხოვს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს. ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ, ღარიბაშვილი კი ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებს.
-
ტრამპს სურს, ამერიკა კვანტურ გამოთვლებში პირველ ადგილზე იყოს ტრამპს სურს, ამერიკა კვანტურ გამოთვლებში პირველ ადგილზე იყოს
გადახედვა
-
პაპუა-ახალ გვინეაში მოსიარულე ზვიგენების აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს პაპუა-ახალ გვინეაში მოსიარულე ზვიგენების აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
სკვერში 14 წლის მოზარდს ატრაქციონის კონსტრუქცია დაეცა — ის მძიმე ტრავმით კლინიკაშია სკვერში 14 წლის მოზარდს ატრაქციონის კონსტრუქცია დაეცა — ის მძიმე ტრავმით კლინიკაშია
გადახედვა
-
ეკა ჩავლეიშვილი კირა ნაითლისთან და ალისია ვიკანდერთან ერთად ახალ ფილმში ითამაშებს ეკა ჩავლეიშვილი კირა ნაითლისთან და ალისია ვიკანდერთან ერთად ახალ ფილმში ითამაშებს
გადახედვა
-
ვენესუელა "ორმაგი მიწისძვრის" მსხვერპლი გახდა — აი, რა ვიცით ვენესუელა "ორმაგი მიწისძვრის" მსხვერპლი გახდა — აი, რა ვიცით
გადახედვა
-
ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა — ბოლო ცნობები და გამოხმაურებები ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა — ბოლო ცნობები და გამოხმაურებები
გადახედვა
-
ბინდის საგა წიგნის მაღაზიებში ბრუნდება — 5 მიზეზი, რატომ უნდა ითარგმნოს შუაღამის მზეც ბინდის საგა წიგნის მაღაზიებში ბრუნდება — 5 მიზეზი, რატომ უნდა ითარგმნოს შუაღამის მზეც
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
-
ირანისა და ეგვიპტის მატჩი პრაიდის ფესტივალის პარალელურად ჩატარდება — FIFA-მ ქვეყნების პროტესტი არ გაითვალისწინა ირანისა და ეგვიპტის მატჩი პრაიდის ფესტივალის პარალელურად ჩატარდება — FIFA-მ ქვეყნების პროტესტი არ გაითვალისწინა
გადახედვა
-
ქვიზი: რა პოზიციაზე ითამაშებდი რაგბის? ქვიზი: რა პოზიციაზე ითამაშებდი რაგბის?
-
App Store-მა VKontakte, Mail.ru და VK Holding-ის აპლიკაციები წაშალა App Store-მა VKontakte, Mail.ru და VK Holding-ის აპლიკაციები წაშალა
გადახედვა
-
AI-ის დახმარებით მეცნიერებმა ვეზუვის ამოფრქვევისას დამწვარი პაპირუსი გაშიფრეს AI-ის დახმარებით მეცნიერებმა ვეზუვის ამოფრქვევისას დამწვარი პაპირუსი გაშიფრეს
გადახედვა
-
"სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" და სხვა ტერმინების გამოყენებისთვის ComCom-მა "ტვ პირველი" 2500 ლარით დააჯარიმა "სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" და სხვა ტერმინების გამოყენებისთვის ComCom-მა "ტვ პირველი" 2500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის მოუწოდებს, გაემიჯნოს ანგარიშს, სადაც, მისი თქმით, ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაა შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის მოუწოდებს, გაემიჯნოს ანგარიშს, სადაც, მისი თქმით, ქართულ ეკლესიაზე თავდასხმაა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი დააკავა ემანუელ მაკრონი: საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი დააკავა
გადახედვა
-
მოემზადეთ ზაფხულისთვის — ნახეთ, სად შეგიძლიათ, ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით მოემზადეთ ზაფხულისთვის — ნახეთ, სად შეგიძლიათ, ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით
-
მასკი ისევ უბრალო მილიარდერია — SpaceX-სა და Tesla-ს აქციების ფასი მკვეთრად დაეცა მასკი ისევ უბრალო მილიარდერია — SpaceX-სა და Tesla-ს აქციების ფასი მკვეთრად დაეცა
გადახედვა
-
NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე რთულ ორგანულ ნაერთს მიაგნო — სიცოცხლის კვალი? NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე რთულ ორგანულ ნაერთს მიაგნო — სიცოცხლის კვალი?
გადახედვა
-
პაატა სალია: ჩვენ მზად ვართ, გვსურს, რომ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები სირიასთან პაატა სალია: ჩვენ მზად ვართ, გვსურს, რომ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები სირიასთან
გადახედვა
-
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნის თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნის
-
ქვიზი: გამოიცანი რომელ ენაზე საუბრობენ ქვეყანაში ქვიზი: გამოიცანი რომელ ენაზე საუბრობენ ქვეყანაში
კომენტარები