ჰაბლის ტელესკოპი დაბრუნდა — ერთთვიანი შეფერხების შემდეგ ინჟინრებმა პრობლემა აღმოფხვრეს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ჰაბლის ტელესკოპის ინფორმაციის გადამტვირთავმა კომპიუტერმა 13 ივნისიდან ყველა ოპერაციის წარმოება შეწყვიტა. NASA-ს ინჟინრებმა, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, დაზიანებას დენის კონტროლის განყოფილებაში (PCU) მიაგნეს.
15 ივლისს კი NASA-მ სარისკო სარეზერვო სისტემაზე გადასვლის პროცესი დაანონსა. 16 ივლისის აშშ-ს კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, სარეზერვო კომპიუტერი, ჯერჯერობით, ნორმალურ რეჟიმში მუშაობს.
"ჰაბლის გუნდი ახლა აპარატს აკონტროლებს, რათა ყველაფრის გამართულად მუშაობა უზურნველყონ", — ნათქვამია NASA-ს განცხადებაში.
ვიმედოვნოთ რომ კოსმოსური ტელესკოპი რომელიც უკვე მეოთხე ათწლეულია ორბიტაზეა და კოსმოსის შესახებ უმნიშმვნელოვანეს ინფორმაციას გვაწვდის, კვლავ შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას.
ასევე იხილეთ:
კომენტარები