ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს პრობლემები შეექმნა და ახლა მისი ძირითადი ინსტრუმენტები გათიშულია
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის კომპიუტერს სერიოზული პრობლემები შეექმნა, რის გამოც ყველა ასტრონომიული საქმიანობა გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაცია NASA-მ გაავრცელა. გასული საუკუნის 80-იანებში შექმნილი კომპიუტერი, რომელიც ტელესკოპის მუშაობას უზრუნველყოფს მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც ტელესკოპის სხვდასხვა სამეცნიერო ინსტრუმენტები ავტომატურად გაითიშა.
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი 1990 წელს გაეშვა და მას შემდეგ მისგან სამყაროზე ძალიან ბევრი რამე შევიტყვეთ. თუმცა, რაც დრო გადის, ტელესკოპს მსგავსი პრობლემები სულ უფრო ხშირად ექმნება.
მეცნიერებმა, რომლებიც ტელესკოპზე მუშაობენ, მისი კომპიუტერი გადატვირთეს, მაგრამ ორშაბათს ის კვლავ გაითიშა. გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერები ტელესკოპის კომპიუტერის სარეზერვო მეხსიერების დაფაზე გადართვას ცდილობენ. გადართვის შემდეგ კი კომპიუტერს ჩაუტარდება ტესტირება და ის კვლავ უნდა ჩაირთოს.
ამ ეტაპზე ტელესკოპის კამერები და სხვა ინსტრუმენტები უსაფრთხო რეჟიმზეა. თუმცა, ფაქტია, რომ კოსმოსური ტელესკოპი დროსთან ერთად ძველდება. ეს მიუხედავად იმისა, რომ ტელესკოპი მუდმივად შეკეთების და პროგრამული განახლებების პროცესშია.
კომპიუტერთან დაკავშირებული პრობლემები მეხუთეჯერ და ბოლოს 2009 წელს იყო. შეიძლება ჩვენ ყველას გვიყვარს და მივეჩვიეთ კიდევაც ჰაბლის ტელესკოპს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ სულ მალე ახალი და მასზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპი გაეშვება. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვება ამ წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები