უდანაშაულო ადამიანი მოკლეს ველურებმა, ქრისტეს სახელით მოკლეს და სანაცვლოდ სისხლიანი ჯვარი დაარჭეს რუსთაველზე — ჯაფარიძე
ფოტო: On.ge/ლანა კოკაია
"ქრისტეს სახელით მოკლეს და სანაცვლოდ სისხლიანი ჯვარი დაარჭეს რუსთაველზე", —ასე ეხამურება გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე TV პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას.
"უდანაშაულო ადამიანი მოკლეს ველურებმა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას დაადგენს სიკვდილის მიზეზად ექსპერტიზა. სრულიად სტერილური უნდა იყო რომ დაიჯერო, რომ ლექსოს გარდაცვალება კავშირში არაა 5 ივლისს მის სასტიკ ცემასთან.
ყველანი სულელები ხართ ვინც ამ მკვლელობაში საპატრიარქოს პასუხისმგებლობას ვერ ხედავთ. ყველანი სულელები ხართ ვინც ამ მკვლელობაში ოცნების პასუხისმგებლობას ვერ ხედავთ. უარესი სულელები ხართ ვინც ახლა მათ სევდიან სახეებს და "ძალადობას ვგმობ" მესიჯებს ჭამთ და დაიჯერებთ რომ ეს ძალაუფლების გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი უსინდისო, მოძალადე ხალხი რაიმეს ინანიებს ან რაიმეს განიცდის", — წერს ჯაფარიძე Facebook-ზე.
მისივე თქმით, ეს იყო მათი მიზანი და ესაა დღესაც — ტერორი, რომ ვერავინ გაბედოს ხმის ამოღება და მათი, საპატრიარქოსა და ქართული ოცნების ძალაუფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.
"მაგრამ ყველაზე სულელები ხართ ისინი, ვინც ფიქრობთ რომ თქვენ არ შეგეხებათ ეს ბოროტება. ყველას კარზე მოაკაკუნებენ, ყველას სისხლს დალევენ, ვინც წინ აღუდგება. არავის გადადგომა და არანაირი ფორმალური სამართლებრივი პროცედურები ამ რეალობას არ შეცვლის. ესენი უნდა წავიდნენ. საპატრიარქო და ოცნება ერთად, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ რუსული ბოროტების პარპაში ამ ქვეყანაში. 2 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე და შემოხაზეთ ვინც გინდათ, ოღონდ არა 41, ვინც გინდათ, გარდა 41-სა. კართაგენი უნდა დაინგრეს!", — წერს ჯაფარიძე.
ალექსანდრე ლაშქარავა დღეს, 11 ივლისს, დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. იგი ერთ-ერთია იმ ათობით მედიის წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 ივლისს სახლში გაეწერა.
ალექსანდრე ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები თავს მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრის მცდელობისას დაესხნენ. ლაშქარავა ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როცა On.ge-ს შემთხვევის დეტალები მოუყვა.
"უბრალოდ კიბეზე შეგვეფეთნენ, ჟურნალისტზე გაიწიეს ჯერ და შემდეგ ჩამქოლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირტყამდა, მთელი კიბის საფეხური, ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი. რაღაც ნაწილი ავიდა ზევით, დავიწყე გაყოლა. რამდენიმე სართულზე იყვნენ ესენი, რამდენიმე სართულმა მცემა. ჩამაგდეს, ქვევით გადამაგდეს და ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს, არ ვიცი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდოდათ მედია გამოეყვანათ მწყობრიდან [...]
ახლა მე მეძახიან ამოცნობაზე მოდიო, მაგრამ ორი დღე კიდევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავდივარ და იდენტიფიცირება წარმოუდგენელია მოვახდინო, იმიტომ, რომ 50-60 ადამიანი იყო", — ყვებოდა ლაშქარავა 6 ივლისს, თავდასხმიდან მეორე დღეს.
იმ ათობით ადამიანიდან, რომლებიც მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრას ცდილობდნენ და TV პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ჯერჯერობით მხოლოდ ორია დაკავებული. აკაკი ნაკაშიძისა და თორნიკე დავლაშელიძის სასამართლო პროცესი 9 ივლისს გაიმართა და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაცვის მხარე ითხოვდა მათ გათავისუფლებას 2 000-2 000 ლარიანი გირაოთი.
"ჩემი აზრი მინდოდა დამეფიქსირებინა, როგორც მართლმადიდბელი კაცის და მერე ქაოსმა მოიცვა ყველაფერი [...] ემოციებიდან გამომდინარე მოხდა", — განაცხადა აკაკი ნაკაშიძემ სასამართლო პროცესზე.
"ჩემი ცხოვრებისეული წესიდან გამომდინარე, სადაც ვყოფილვარ საზოგადოებაში, ვერავინ იტყვის რომ მკვლელი ვარ, ქურდი ვარ, ყაჩაღი ვარ, საერთოდ არ მახასიათებს ასეთი რაღაცები... რაც შეეხება ძალადობას, არავის მომართ განმიხორციელებია", — უთხრა მოსამართლეს თორნიკე დავლაშელიძემ.
პროკურატურამ ნაკაშიძესა და დავლაშელიძეს, ასევე მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებს, თემურ ხარაულსა და ილია ქებაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4 წლიდან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
აღანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.
გაიგე მეტი:
-
როცა ტკბილი გინდება — 6 სასარგებლო ალტერნატივა როცა ტკბილი გინდება — 6 სასარგებლო ალტერნატივა
-
ელენე ხოშტარია: რაც არ უნდა გადაწყვიტონ, საერთოდ არ ინერვიულოთ, ვერაფერს ვერ მოგვაკლებენ ელენე ხოშტარია: რაც არ უნდა გადაწყვიტონ, საერთოდ არ ინერვიულოთ, ვერაფერს ვერ მოგვაკლებენ
გადახედვა
-
Wasteless-ის ეკოინიციატივა გრძელვადიან ცვლილებას კახეთიდან იწყებს — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი Wasteless-ის ეკოინიციატივა გრძელვადიან ცვლილებას კახეთიდან იწყებს — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
საია: სახელმწიფო ვალდებულია ელენე ხოშტარიას ადეკვატური მკურნალობა და სამოქალაქო კლინიკაში დროული გადაყვანა უზრუნველყოს საია: სახელმწიფო ვალდებულია ელენე ხოშტარიას ადეკვატური მკურნალობა და სამოქალაქო კლინიკაში დროული გადაყვანა უზრუნველყოს
გადახედვა
-
ზაფხულის ცხელ დღეებს რომ უხდება ზაფხულის ცხელ დღეებს რომ უხდება
-
მილი ბობი ბრაუნი და დევიდ ჰარბორი ახალ სერიალში კვლავ მამა-შვილის როლებს მოირგებენ მილი ბობი ბრაუნი და დევიდ ჰარბორი ახალ სერიალში კვლავ მამა-შვილის როლებს მოირგებენ
გადახედვა
-
სახელმწიფო უწყებებისთვის კიდევ 164 ჰიბრიდული ავტომობილის შესასყიდად ₾10 მლნ-ზე მეტი გამოიყოფა სახელმწიფო უწყებებისთვის კიდევ 164 ჰიბრიდული ავტომობილის შესასყიდად ₾10 მლნ-ზე მეტი გამოიყოფა
გადახედვა
-
შსს-მ ₾37 მლნ-ზე მეტი ღირებულების 700 კგ-მდე ნარკოტიკი გაანადგურა შსს-მ ₾37 მლნ-ზე მეტი ღირებულების 700 კგ-მდე ნარკოტიკი გაანადგურა
გადახედვა
-
ქეთევან ბაკარაძე: მესამე დღეა, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დუმს პარლამენტში, მომხდარ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულზე ქეთევან ბაკარაძე: მესამე დღეა, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დუმს პარლამენტში, მომხდარ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულზე
გადახედვა
-
თერმო ცენტრში პანელური, სექციური და დეკორატიული რადიატორების ყველაზე ფართო არჩევანი დაგხვდებათ თერმო ცენტრში პანელური, სექციური და დეკორატიული რადიატორების ყველაზე ფართო არჩევანი დაგხვდებათ
-
თიბისის პირველი UX დიზაინერი — გიორგი სოსებაშვილი: ინტერვიუ დიზაინზე, გუნდზე და მომავალზე თიბისის პირველი UX დიზაინერი — გიორგი სოსებაშვილი: ინტერვიუ დიზაინზე, გუნდზე და მომავალზე
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
-
ანტარქტიდის პირველი დინოზავრის ძვალი უჯრაში შენახული იპოვეს ანტარქტიდის პირველი დინოზავრის ძვალი უჯრაში შენახული იპოვეს
გადახედვა
-
ისრაელში საქართველოს ელჩად ბექა დვალი დაინიშნა ისრაელში საქართველოს ელჩად ბექა დვალი დაინიშნა
გადახედვა
-
საფრანგეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა — პილოტი და ათივე მგზავრი დაიღუპა საფრანგეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა — პილოტი და ათივე მგზავრი დაიღუპა
გადახედვა
-
6 ჩვევა ძილის გასაუმჯობესებლად 6 ჩვევა ძილის გასაუმჯობესებლად
-
რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ევროპაში — ჯანმოს განცხადებით, მსხვერპლი 1 300-ს აჭარბებს რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ევროპაში — ჯანმოს განცხადებით, მსხვერპლი 1 300-ს აჭარბებს
გადახედვა
-
ევროპაში რეკორდული სიცხის გამო 1300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ევროპაში რეკორდული სიცხის გამო 1300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სიახლე PSP-ში — ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან სიახლე PSP-ში — ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
-
მზადება ახალი თავგადასავლისთვის — თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება მზადება ახალი თავგადასავლისთვის — თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
-
ირაკლი კობახიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა ირაკლი კობახიძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები