მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ხალხის მობილიზების შემდეგ, საპატრიარქოს გაახსენდა, რომ ქრისტიანობა ურთიერთსიყვარულისკენ მოგვიწოდებს
ფოტო: ხატია ღოღობერიძე / On.ge
მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ხალხის მობილიზების შემდეგ, საპატრიარქოს გაახსენდა, რომ ქრისტიანობა ურთიერთსიყვარულისკენ მოგვიწოდებს. ამის შესახებ მათ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და ღირსების მარშის გასაპროტესტებლად შეკრებილ ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს ლოცვისკენ მოუწოდეს.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცოდვას, რომელიც ცალსახად მიუღებელია ქრისტიანული სწვალებისათვის და ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, ვლოცულობთ არა მარტო ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის, არამედ, უპირველესად, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც საპირისპირო აქციას გეგმავს.
გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ნებისმიერი აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, მათ შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან, რათა ამ ყველაფერმა არ გამოიწვიოს რაიმე ესკალაცია და არ დაზარალდნენ ჩვენივე თანამემამულეები, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა და მრწამსისას, პროფესიისა და სოციალური მდგომარეობისა", — აცხადებენ ისინი.
მათ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას "სამწუხარო" უწოდეს, მაგრამ როგორც საზოგადოებრივი სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, საპატრიარქო ამაზე პასუხიმგებლობას არ იღებს.
ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ჟურნალისტებს თავს ესხმიან. ისინი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მედიის წარმომადგენლებს და უმტვრევენ მათ აპარატურას. არიან დაშავებულები.
- სირცხვილიას ოფისთან TV პირველის ოპერატორს სცემეს და აპარატურა დაუმტვრიეს
- ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები On.ge-ს ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ
- ვიდეო: ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილე ჟურნალისტებს სკუტერით მიზანმიმართულად ეჯახება
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე არცერთი მოძალადე დაკავებული არ არის. სხვადასხვა მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია ჟურნალისტებს არიდებს მოძალადეებს, თუმცა თავდამსხმელებს არ აკავებს. ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უწყებაში არ პასუხობენ და მიგვითითებენ, რომ განცხადებით ვიხელმძღვანელოთ. უწყების განცხადებით, მომხდარზე გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლებით მიმდინარეობს.
თბილისი პრაიდის კვირეული დღეს, 5 ივლისს ღირსების მარშით დასრულდება. აქამდე კვირეულის ფარგლებში კინოჩვენება და ფესტივალი ჩატარდა, რომლის ჩაშლა ჰომოფობებმა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ. ორივე შემთხვევაში პერიმეტრს პოლიცია იცავდა.
დღეს ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ, ქაშუეთის ეკლესიასთან და რუსთაველის თეატრთან არიან შეკრებილები და იმუქრებიან, რომ ღირსების მარშის ჩატარებას არ დაუშვებენ.
ამ კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არიან: საპატრიარქო, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პრორუსული ალტინფო და სხვა ძალადობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, ეკლესიის ორგანიზებით შეკრებაზე მიჰყავთ ბავშვებიც. საპატრიარქოს ამ განცხადების გამო აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თბილისი პრაიდის ორგანიზატორები. ისინი ეკლესიას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.
პრაიდს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში აკრედიტებულმა არაერთმა საელჩომ, ასევე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკოსებმა — კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა. ასევე, პრაიდს მხარს უჭერენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები. თუმცა, პრაიდს არ აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა. მათი ლიდერები ჰომოფობიურ და ძალადობის წამხალისებელ განცხადებებს ავრცელებენ და ამბობენ, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის.
ამავე თემაზე:
-
ქვიზი: გამოიცანი მცენარე ფოთლით ქვიზი: გამოიცანი მცენარე ფოთლით
-
დონალდ ტუსკი: რუსი მხატვრის, სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს პასპორტით სარგებლობდა დონალდ ტუსკი: რუსი მხატვრის, სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს პასპორტით სარგებლობდა
გადახედვა
-
On.ge-ის 12 ქვიზი წყალზე, საიდანაც მშრალი ნამდვილად ვერ ამოხვალ On.ge-ის 12 ქვიზი წყალზე, საიდანაც მშრალი ნამდვილად ვერ ამოხვალ
გადახედვა
-
დუმაში აცხადებენ, რომ დროა სერიოზული ომი დაიწყონ უკრაინასთან დუმაში აცხადებენ, რომ დროა სერიოზული ომი დაიწყონ უკრაინასთან
გადახედვა
-
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია! სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
-
საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორს და კიდევ 7 პირს ბრალდება წარედგინათ — ვინ არიან ბრალდებულები? საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორს და კიდევ 7 პირს ბრალდება წარედგინათ — ვინ არიან ბრალდებულები?
გადახედვა
-
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურის მიერ ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მედიის დაშინების მცდელობად აფასებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურის მიერ ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მედიის დაშინების მცდელობად აფასებს
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავას საჩივრის შემდეგ, პროკურატურამ ტელეკომპანია "ფორმულას" წინააღმდეგ, ცრუ დასმენის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო გოგა ხაინდრავას საჩივრის შემდეგ, პროკურატურამ ტელეკომპანია "ფორმულას" წინააღმდეგ, ცრუ დასმენის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
რა შეგიძლია ისწავლო 4 კვირაში? — გაეცანი დაფინანსებულ კურსებს Businesscourse.ge-ზე რა შეგიძლია ისწავლო 4 კვირაში? — გაეცანი დაფინანსებულ კურსებს Businesscourse.ge-ზე
-
ქვიზი: რამდენად დაცული ხარ ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისგან? ქვიზი: რამდენად დაცული ხარ ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციისგან?
-
"ძლიერი საქართველო — ლელო": მოვითხოვთ, პოლიტპატიმარ ელენე ხოშტარიას გაეწიოს ყველა საჭირო სამედიცინო მხარდაჭერა! "ძლიერი საქართველო — ლელო": მოვითხოვთ, პოლიტპატიმარ ელენე ხოშტარიას გაეწიოს ყველა საჭირო სამედიცინო მხარდაჭერა!
გადახედვა
-
ტომ ჰოლანდის აზრით, შემდეგი ადამიანი ობობა ოუენ კუპერი უნდა გახდეს ტომ ჰოლანდის აზრით, შემდეგი ადამიანი ობობა ოუენ კუპერი უნდა გახდეს
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია გამოიყენო მზის ენერგია ბიზნესში — გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი როგორ შეგიძლია გამოიყენო მზის ენერგია ბიზნესში — გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
-
რა წერია ირანსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში? რა წერია ირანსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში?
გადახედვა
-
მერაბ დვალიშვილი: არც მე მესიამოვნა ეგ ვიდეო ჯასტინ გეიჯის გამარჯვებაზე ნინა დრამამ "ვაუო", ტაში რომ დაუკრა მერაბ დვალიშვილი: არც მე მესიამოვნა ეგ ვიდეო ჯასტინ გეიჯის გამარჯვებაზე ნინა დრამამ "ვაუო", ტაში რომ დაუკრა
გადახედვა
-
ნახეთ: "მთამსვლელი" ჰუმანოიდი რობოტი ევერესტის დასალაშქრად ემზადება ნახეთ: "მთამსვლელი" ჰუმანოიდი რობოტი ევერესტის დასალაშქრად ემზადება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის სიღრმეში ასობით მიწისძვრის კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის სიღრმეში ასობით მიწისძვრის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
როგორ ცვლის ტექნოლოგიები სპორტს — 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი როგორ ცვლის ტექნოლოგიები სპორტს — 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი
გადახედვა
-
მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი დინოზავრი სურათით ტესტი: გამოიცანი დინოზავრი სურათით
-
საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე
კომენტარები