მფრინავი მანქანები რეალობა ხდება — გარღვევა ინდუსტრიაში
გარღვევა ელემენტების ინდუსტრიაში — დამუხტვის ახალი მეთოდი მფრინავ მანქანებს ყოველდღიურობად აქცევს
მკვლევრებმა მიაგნეს მეთოდს, რომლის მეშვეობითაც მფრინავი მანქანების ელემენტების უსწრაფესად დატენვა იქნება შესაძლებელი, ეს კი მათ ყოველდღიური მოხმარებისთვის თავსებადს ხდის.
Electrochemical Engine Center-ის მკვლევრების მთავარი მიგნება ელემენტების გადახურებაა. ისინი იყენებენ ნიკელის ფირფიტებს, რათა ელემენტები გარკვეულ ტემპერატურამდე გაახურონ, რაც შემდგომში უსწრაფესად დატენვის საშუალებას იძლევა და თან ისე, რომ ელემენტი არ დაზიანდეს.
"ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მიღწევის მეშვეობით, აღარ იქნება საჭირო კიდევ რამდენიმე ათეული წელი ველოდოთ ასეთი ავტომობილების შექმნას", — ამბობს ჩაო-იანგ ვანგი, Electrochemical Engine Center-ის დირექტორი.
ჩაო-იანგ ვანგი და მისი გუნდის წევრები ატარებდენ ექსპერიმენტს ლითიუმ იონურ ელემენტებზე, რომლებითაც მფრინავი ავტომობილები აღიჭურვებიან და 10 წუთი დატენვის შემთხვევაში 80 კილომეტრის დასაფარ ენერგიას მივიღებთ.
ამ მიღწევით ვერტიკალურად მფრენი ავტომობილების (eVTOL — electric vertical take-off and landing) კომერციალიზაცია შესაძლებელი გახდება და ახალი თაობის სატრანსპორტო საშუალებებს სულ მალე ვიხილავთ.
აღნიშნული კვლევა 7 ივნისს, სამეცნიერო ჟურნალ Joule-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები