სტრატეგიები ბიზნესში — თიბისის ბიზნესკლუბში დავით მარკოზაშვილის სალექციო კურსი დასრულდა
ფოტო: თიბისი
რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმოებისას და მისი სამომავლო განვითარებისას სწორი სტრატეგია?
მოდით, როგორც ჩვენი ერთ-ერთი წინა სტატიის შემთხვევაში, საუბარი კვლავაც სტატისტიკით და პროცენტებით დავიწყოთ.
- ბიზნესლიდერების ნახევარს მიაჩნია, რომ სტრატეგია მნიშვნელობით გეგმის განხორციელებას უტოლდება.
- ბიზნესკომპანიების წარმომადგენლების 61 პროცენტს მიაჩნია, რომ მათი ბრენდების სტრატეგიასა და ყოველდღიურ საქმიანობას შორის "ნაპრალი" არსებობს.
- კომპანიების 60 პროცენტი სტრატეგიას ბიუჯეტს არ უკავშირებს.
- ბრენდების მხოლოდ 10 პროცენტი ახერხებს შემუშავებული სტრატეგიის ორი მესამედის განხორციელებას, უმეტესობას კი გეგმების ნახევარიც ვერ მოჰყავს სისრულეში.
მოკლედ, დავასკვენით, რომ სტრატეგიები ბიზნესში მნიშვნელოვანია, თუმცა, გამოცდილება და ფაქტები იმაზეც მიუთითებს, რომ კომპანიებს არათუ სტრატეგიების განხორციელება, არამედ მათი სწორად დაგეგმვაც კი უჭირთ.
ამბობენ, რომ ბიზნესში "საჭირო ხალხი" შეუფასებელია. ასე იმ ადამიანებს მოიხსენებენ, რომელთაც თეორიულ სწავლებასთან ერთად გამოცდილების გაზიარებაც შეუძლიათ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მათგანი დავით მარკოზაშვილია, რომელმაც ცოტა ხნის წინ თიბისის ბიზნესკლუბში ლექციების ციკლი გამართა თემაზე "სტრატეგიები ბიზნესში".
დავითი თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი და ანტრეპრენერია. მას 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს საკონსულტაციო, პროექტების მენეჯმენტისა და საჯარო სექტორებში.
რას შეეხებოდა ლექციების თემა, როგორ წარიმართა სწავლების პროცესი და რა შედეგების მომტანი აღმოჩნდა ის მსმენელებისთვის — ამის შესახებ თავად დავითი საუბრობს.
ფოტო: თიბისი
"ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება განათლება. როცა ვამბობთ, რომ განვითარება აუცილებელია, მასში დიდწილად ეკონომიკურ განვითარებას ვგულისხმობთ. ეკონომიკურ წინსვლას ბიზნესის განვითარება სჭირდება, ბიზნესის განვითარებისათვის კი განათლებაა მნიშვნელოვანი", — აღნიშნავს დავითი.
როგორც ის აცხადებს, ამჟამინდელი სიტუაცია მაინცდამაინც სახარბიელო არ არის, თუმცა, თიბისის მიერ შექმნილი კურსის მიზანი სწორედ ის იყო, რომ მეწარმეებისთვის ეჩვენებინა, "როგორ იღებენ გადაწყვეტილებას ბიზნესში".
"კურსი მიმოიხილავდა, თუ როგორ ხდება კონკურენციის გაწევა სხვადასხვა სიტუაციაში. წარმატებისთვის როგორ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ: ბაზრის მდგომარეობა, მისი ანალიზი, კონკურენტის სიძლიერეების შეფასება".
მნიშვნელოვანია, ბიზნესებმა მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები. სწორი გადაწყვეტილებები მათ განვითარებას გულისხმობს, რაც შემდგომ უკვე ქვეყნისთვისაც სარგებლის მომტანია.
დისტანციურ ფორმატში გამართული კურსი შვიდი ლექციისგან შედგებოდა და მოიცავდა არა მხოლოდ ლექტორის სწავლებას, არამედ კითხვა-პასუხის ფორმატს მსმენელებთანაც, რამაც შესაძლებელი გახადა, სწავლების პროცესი ინტერაქციული, აქტიური და სიღრმისეული ყოფილიყო.
"დიდი ხანია, შეხება მაქვს როგორც ბაკალავრიატის საფეხურის, ასევე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობ, მათ ვასწავლო, როგორ იფიქრონ სწორად. სწორედ ამას გულისხმობდა აღნიშნული კურსიც. როცა არ იცი, როგორ გააკეთო ანალიზი და საით მიმართო საკუთარი ხედვა, შეცდომებს ადვილად უშვებ. ჩემი მიზანიც ის იყო, რომ მსმენელებმა ცოდნა გამოიყენონ და მომავალში ჰქონდეთ ფიქრის და ანალიზის გარკვეული საფუძველი, რათა საკუთარი ბიზნესები უკეთ მართონ და წარმართონ.
"რა თქმა უნდა, არცერთი კურსის გავლა არ გულისხმობს, რომ მისით ყველაფერი ამოიწურა. რომელი კურსიც ამას გვეუბნება, ის, ცხადია, გვატყუებს. ამიტომ, მსგავსი სწავლების მიზანი უნდა იყოს, რომ მეწარმეებმა შეიძინონ საფუძველი, როგორ განვითარდნენ, როგორ იყურონ წინ სწორად და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები".
დავითი ამატებს, რომ, მისი აზრით, კურსის სწავლების მიზნები გამართლდა, რადგან მსმენელებისგან მიღებული კითხვებითა და უკუკავშირით იგი მიხვდა, რომ ისინი "ახლებურად უყურებენ იმ ბაზარსა და სფეროს, სადაც მოღვაწეობენ".
ფოტო: Shutterstock
რადგან მსმენელებისგან მიღებულ უკუკავშირზეა საუბარი, კარგი იქნებოდა, აქტიური მონაწილეებიც გაგვეცნო: რა მოლოდინები ჰქონდათ კურსის მიმართ და რა შესძინა მათ შვიდნაწილიანმა სწავლებამ.
დალი ვასაძე — ფსიქოლოგიური ცენტრი ჩემი სამყაროს დამფუძნებელი
"ჩემი მოლოდინები, რეალურად, გამართლდა. ბიზნესსაქმიანობა ახალი დაწყებული მაქვს და მაინტერესებდა, რაზე უნდა გამეკეთებინა აქცენტი, როცა სტრატეგიას დავგეგმავდი. მე მქონდა საკუთარი მოსაზრებები, თუმცა, კურსი დამეხმარა, მნიშვნელოვანი საკითხები გამომეკვეთა და, ამასთან, ჩემი აზრებიც გამემყარებინა. ასევე, კურსმა საკუთარ თავთან არგუმენტირების უნარიც შემძინა — მაგალითად, ასე რომ ვაკეთებ, რატომ არის სწორი. ნამდვილად მივიღებ თუ არა სასურველ შედეგს. სწავლებისას ყველა ის მნიშვნელოვანი თემა იყო განხილული, რომელიც აუცილებლად დაგჭირდება, თუკი დამწყები ხარ. როცა ბაზარზე შედიხარ, საჭიროა რისკების შეფასება. მე კონსულტაციას არავისთან გავდივარ, დამოუკიდებლად ვცდილობ ყველაფრის შესრულებას. ამიტომ, აღნიშნული კურსის აგებულებამ იმის გაანალიზებაც მასწავლა, თუ რატომ არ გამომივიდა რაღაცები — თუკი არასასურველ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რატომ აღმოვჩნდი. ამავდროულად, შემიძლია, შესაბამისი ინფორმაციის მოძიებაც".
თაზო მეფარიშვილი — შპს გულიანი გრუპის ქსელის სენიორ მენეჯერი
"მე პატარა ბიზნესი მაქვს და ამ მიზეზით კურსი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო. იდეალური პროექტი იყო ნამდვილად: ლექტორიც, მოწოდებული მასალაც და მისი გადმოცემაც, ასევე ბევრი პრაქტიკული სავარჯიშო. 10-ქულიანი სისტემიდან ალბათ 10-ით შევაფასებდი".
თამთა კაკაურიძე — Academy 26-ის CEO
"პირველად დავესწარი ბიზნესის სტრატეგიების ლექციას. მთავარი მოტივაცია ალბათ ის იყო, რომ იმ საკითხს ეხებოდა, რისი განხორციელებაც სამომავლოდ მსურს: როგორ დავგეგმო ბიზნესი, კონკურენტების შეფასება და სხვა. ეს შვიდნაწილიანი კურსი კი მეტად საინტერესო გამოდგა. შეგვიქმნა წარმოდგენა, თუ რა ხდება ბაზარზე — როგორ მიმდინარეობს ლურჯი და წითელი ოკეანეების თამაში და რას გულისხმობს თამაშის თეორია. ვფიქრობ, კურსმა ყველა მონაწილეს სხვაგვარად დაგვანახა, თუ როგორ ფუნქციონირებს ბაზარი. გარედან, შესაძლოა, ასე არ ჩანდეს, ჩანდეს, თუმცა, შიდა პროცესები მაინც განსხვავებულია".
თიბისის ბიზნესკლუბი კი საქმიანობას განაგრძობს. კლუბის წევრებს თიბისი სხვადასხვაგვარ შესაძლებლობას სთავაზობს: ინდივიდუალურ კონსულტაციებს, კითხვებზე პროფესიონალებისგან პასუხის მიღების საშუალებას, სასწავლო კურსებს და სხვა. ამასთან, პარტნიორი კომპანიებისგან მათ სპეციალურ შეთავაზებებსაც აწოდებს.
ბიზნესკლუბისა და მასში გაწევრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვებგვერდიდან შეიტყობთ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები