შემიჩერონ მოქალაქეობა და გადამასახლონ ამ ქვეყნიდან — შუქრუთელი მოშიმშილე
ფოტო: ანა ვახტანგაძე/On.ge
კომპენსაციების გაცემის მოთხოვნით შუქრუთელების პროტესტმა თბილისში, ამერიკის საელჩოსთან გადმოინაცვლა. ისინი მადნის მომპოვებელი კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან მიყენებული ზიანის გამო, კომპენსაციას ითხოვენ. აქციის რვა მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოკერა.
"ვთხოვდით ამდენი ხნის განმავლობაში რომ გარკვეულიყვნენ და მათი პირდაპირი მოვალეობა შეესრულებინათ, რაც იყო და დაინტერესებულიყვნენ ამ ხალხისა და თითოეული ჩვენგანის მდგომარეობით. არავინ ყური არ შეიბერტყა, ჩვენ საერთოდ ხალხად არ გვთვლიან. ახლა მე მინდა მივმართო საგარეო საქმეთა სამინისტროს თუ ვისაც ეხება, საერთოდ შემიჩერონ ამ ქვეყნის მოქალაქეობა და გადამასახლონ ამ ქვეყნიდან საერთოდ. ნებისმიერ ქვეყანაში გამაგდონ აქედან, აღარ შემიძლია ამ დაწყევლილ ქვეყანაში ცხოვრება. დაინგრა უკვე [სახლები], მიწისპირზეა მოსწორებული. პატარა ბავშვებით ვცხოვრობდით, ძლივს გამოვასწარით", — ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, სერგო მოდებაძე.
მოსახლეობა ჩივის, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიცვალებულთა საფლავებს აზიანებს. მათი თქმით, ჯორჯიან მანგანეზის სამუშაოების გამო სოფელში 200-ზე მეტი ოჯახია დაზარალებული.
"თითქმის ორი წელიწადია საპროტესტო აქციების პროცესში ვიმყოფებით. კომპანია ჯორჯიან მანგანეზი ჩვენს სოფელ შუქრუთს, ჩვენს საცხოვრებელ სახლებს და არა მარტო სახლებს აზიანდებს; ზიანდება საფლავები, ტაძარი და რეალურად ჯორჯიან მანგანეზს ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგია. მე-20 დღეა უკიდურეს ფორმას მივმართეთ, გვაქვს პირი ამოკერილი და ვშიმშილობთ", — გვითხრა გიორგი ნეფარიძემ.
ფოტო: ანა ვახტანგაძე/On.ge
მათ ადგილზე კარვების გაშლა უნდოდათ, რისი შესაძლებლობა პოლიციამ არ მისცა.
ჯორჯიან მანგანეზში 20 მაისს განაცხადეს, რომ მათი კონტრაქტორი კომპანია შპს შუქრუთი + "მზად არის სოფელ შუქრუთის რამდენიმე გაფიცული მოსახლის მოთხოვნა საცხოვრებელი სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართულობასთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება სამართლებრივ სივრცეში გადავა და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას მართლმსაჯულება გადაწყვეტს.
ისინი უარყოფენ, რომ მათი კონტაქტორის მიერ წარმოებული სამუშაოები სოფელ შუქრუთის მოსახლეობას აზარალებს და რომ მათ შესაბამის ზარალს არ უნაზღაურებს.
"შპს შუქრუთი + კომპენსაციებს 2020 წლის ივნისიდან გასცემს, რაც ჯამურად დღეისათვის 2 მილიონ ლარამდეა. ამასთანავე, კვლავ ძალაშია შეთავაზება გაფიცულებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებაზე, რომელსაც სოფელ შუქრუთის მოსახლეობა, გარდა ამ რამდენიმე ოჯახისა სრულად უერთდება. შეთანხმების შემთხვევაში გაფიცულები კომპანიის მხრიდან კომპენსაციას კონკრეტულ ვადებში, გეგმის მიხედვით მიიღებენ", — ირწმუნებიან ჯორჯიან მანგანეზში.
შუქრუთელებმა პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილების მოთხოვნით 2019 წლის სექტემბერში დაიწყეს. პროტესტი გაგრძელდა ნოემბერშიც. მოსახლეობას მაშინ შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი ერთ კვირაზე მეტხანს ჰქონდათ პარალიზებული.
საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც შპს ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლები დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ.
ამის შემდეგ შუქრუთის მოსახლეობამ პროტესტი 2020 წლის თებერვალში განაახლა. მოთხოვნები ისევ იგივე იყო. ჯორჯიან მანგანეზის მფლობელობაში არსებული მაღაროების ფუნქციონირება მათ კვლავ შეაჩერეს.
შუქრუთელთა პროტესტს მაშინ გამოეხმაურა სახალხო დამცველი და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს დაზარალებულთა საცხოვრისისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.
ჯორჯიან მანგანეზი ეკოლოგიური და სოციალური ზიანის ნაწილში თავის პასუხისმგებლობას უარყოფს.
-
“რეფორმების გარეშე EU-ში გაწევრიანების პროგრესი არ იქნება” — ევროპარლამენტის გზავნილი საქართველოსა და თურქეთს “რეფორმების გარეშე EU-ში გაწევრიანების პროგრესი არ იქნება” — ევროპარლამენტის გზავნილი საქართველოსა და თურქეთს
გადახედვა
-
სედი სინკი Spider-Man: Brand New Day-ში ითამაშებს — მისი როლი დღემდე უცნობია სედი სინკი Spider-Man: Brand New Day-ში ითამაშებს — მისი როლი დღემდე უცნობია
გადახედვა
-
როდის ვიხილავთ ვირს? — შრეკის სპინ-ოფის პრემიერის თარიღი ცნობილია როდის ვიხილავთ ვირს? — შრეკის სპინ-ოფის პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: თუკი მსოფლიო არის მულტიპოლარული, დიპლომატიაც უნდა იყოს მულტივექტორული მაკა ბოჭორიშვილი: თუკი მსოფლიო არის მულტიპოლარული, დიპლომატიაც უნდა იყოს მულტივექტორული
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე საგარეო უწყება: ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე
გადახედვა
-
მეცნიერებმა გამოქვაბულის ნახატიდან ადამიანის დნმ მოიპოვეს მეცნიერებმა გამოქვაბულის ნახატიდან ადამიანის დნმ მოიპოვეს
გადახედვა
-
TI: "ქართული ოცნების" 21-მა დონორმა პარტიას ₾2.7 მლნ შესწირა, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი მილიონობით ლარის სარგებელი მიიღეს TI: "ქართული ოცნების" 21-მა დონორმა პარტიას ₾2.7 მლნ შესწირა, მათთან დაკავშირებულმა კომპანიებმა კი მილიონობით ლარის სარგებელი მიიღეს
გადახედვა
-
ვენესუელაში მიწისძვრას 3 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 68 000-მდე დაკარგულად ითვლება ვენესუელაში მიწისძვრას 3 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 68 000-მდე დაკარგულად ითვლება
გადახედვა
-
მაშველმა ძაღლმა მიწისძვრის ნანგრევებიდან 13 ადამიანი გადაარჩინა მაშველმა ძაღლმა მიწისძვრის ნანგრევებიდან 13 ადამიანი გადაარჩინა
გადახედვა
-
მეცნიერები ამბობენ, რომ ისტორიაში პირველი სინთეზური უჯრედი შექმნეს მეცნიერები ამბობენ, რომ ისტორიაში პირველი სინთეზური უჯრედი შექმნეს
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
-
"აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ EU-სთვის საიმედო ენერგეტიკული პარტნიორია" — ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამხრეთ კავკასიური ტურნე ბაქოდან დაიწყო "აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ EU-სთვის საიმედო ენერგეტიკული პარტნიორია" — ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამხრეთ კავკასიური ტურნე ბაქოდან დაიწყო
გადახედვა
-
GM PHARMA-მ განახლებული ბრენდული იდენტობა წარადგინა GM PHARMA-მ განახლებული ბრენდული იდენტობა წარადგინა
-
რუსი წყვილი, რომლებიც Empire State Building-ზე ნიშნობისთვის ავიდა, დააკავეს რუსი წყვილი, რომლებიც Empire State Building-ზე ნიშნობისთვის ავიდა, დააკავეს
გადახედვა
-
მიკროფონებისთვის იომეს და საბოლოოდ ყველა ციხეში გაგვაერთიანა ბიძინამ — ლევან ხაბეიშვილ ოპოზიციაზე მიკროფონებისთვის იომეს და საბოლოოდ ყველა ციხეში გაგვაერთიანა ბიძინამ — ლევან ხაბეიშვილ ოპოზიციაზე
გადახედვა
-
დღეს საქართველოს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ეწვევა დღეს საქართველოს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ეწვევა
გადახედვა
-
"ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმაზე" — შსს ყოფილი შს მინისტრის მოადგილის შვილის დაკავებაზე "ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმაზე" — შსს ყოფილი შს მინისტრის მოადგილის შვილის დაკავებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს — ექიმის კომენტარი ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს — ექიმის კომენტარი
გადახედვა
-
შვედეთის კლიმატის მინისტრი ევროკავშირის სხდომაზე თავის 3 თვის შვილთან ერთად მივიდა შვედეთის კლიმატის მინისტრი ევროკავშირის სხდომაზე თავის 3 თვის შვილთან ერთად მივიდა
გადახედვა
-
საგანძურის მარათონი დაიწყო — შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დაიწყო — შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
-
შესაძლოა, ცნობიერებას ჩვენთვის წარმოუდგენელი ფორმები ჰქონდეს შესაძლოა, ცნობიერებას ჩვენთვის წარმოუდგენელი ფორმები ჰქონდეს
გადახედვა
კომენტარები