გახარიამ სიტყვით გამოსვლისას "ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს" 23-ჯერ თქვა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
ექსპრემიერმა, გიორგი გახარიამ თავისი პარტიის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას უკვე კარგად ნაცნობი, მისი ამოჩემებული ფრაზა "ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს" 23-ჯერ თქვა. გახარია ამ ფრაზას იყენებდა სხვადასხვა ვარიაციით და ხანდახან მოკლედ "უნდა გვესმოდეს" ან "კარგად გვესმოდეს" ამბობდა.
იყო რამდენიმე მომენტიც, როცა პრემიერმა ეს ფრაზა წინადადებაში 2-3-ჯერ თქვა.
"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სიმართლის ძალა მდგომარეობას იმაში, რომ ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ილუზიაში. ხანდახან პოლიტიკური კულტურა, ველი გვაცხოვრებს ამ ილუზიაში, როდესაც პოლიტიკურ ძალებს, პარტიებს შორის კინკლაობა, ჩხუბი, შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ რაიმეს მომტანია ქვეყნისთვის. არა, სინამდვილეში კარგ შემთხვევაში ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით, ცუდ შემთხვევაში ქვეყანა იხევს უკან.
ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ და ვერავინ გააკეთებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიზნების მისაღწევად გვექნება ბევრი საშრომი და მძიმე გადაწყვეტილებებია მისაღები", — პირველად სწორედ ამ წინადადებებში გამოიყენა პრემიერმა თავისი ფრაზა და ამის შემდეგ კიდევ 20-ჯერ გაიმეორა.
ექსპრემიერის აზრით, "ყველას კარგად უნდა გვესმოდეს", რომ მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერეა, რომ რესურსებზე თანაბარი წვდომა აუცილებელია და ისიც, რომ პოლიტიკური დაპირისპირება ქვეყანას ვნებს. მისივე აზრით, "ყველას კარგად უნდა გვესმოდეს", რომ მთავარი გამოწვევაა სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტეა და ამ მხრივ სამუშაოა.
"დამოუკიდებლობის მოპოვების დღეიდან, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ნებისმიერი ჩვენი ახალი ხელისუფლება პირველი რასაც აკეთებდა დაბეჯითებით ანგრევდა მისი წინამორბედის დატოვებულ შთამომავლობას. იმის და მიუხედავად რამდენად გონივრული ან კარგი იყო ეს შთამომავლობა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო ძირითადი მიზეზი ქვეყნის ერთ ადგილას დგომის.
ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და მაგალითად, რომ შევადაროთ და ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვაშენებთ სახლს და ჩავთვალოთ, რომ თითოეული ხელისუფლების ვალდებულებაა ერთი სართული მაინც დააშენოს წინა ხელისუფლების დატოვებულ შთამომავლობას, ამ შემთხვევაში ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ახალი ხელისუფლება ყველანაირი გონივრულობის ფარგლების მიღმა, როცა იწყებს წინამორბედის დატოვებული შთამომავლობის ნგრევას, რა თქმა უნდა ქვეყანას უსპობს განვითარების პერსპექტივას", — ამბობდა ის.
გახარიას სიტყვით გამოსვლა, დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა. ამ ფრაზის 23-ჯერ თქმა მან გუნდის წევრების წარდგენამდე მოასწრო.
დღეს გიორგი გახარიამ თავისი ახალი გუნდის, პარტია საქართველოსთვის წევრები წარადგინა. ახალი პარტიის პოლიტსაბჭოში ქართული ოცნების და ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლებიც ერთიანდებიან.
გაიგეთ მეტი:
- არასდროს არავის პროექტი არ ვყოფილვარ და, მით უმეტეს, მომავალში არ ვიქნები — გახარია
- არ ვითანამშრომლებთ არავისთან, სადაც რადიკალურ ტენდენციებს დავინახავთ — გახარია
- ვინ არიან გახარიას გუნდის პოლიტსაბჭოში — სია
- დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ — გახარია
- გადავდექი იმიტომ, რომ პარტია დაშორდა მოქალაქეების რეალურ პრობლემებს — გახარია
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები