აქუამა — დასუფთავებისა და დეზინფექციის ყველაზე უსაფრთხო ალტერნატივა შვეიცარიიდან
ვისაც უნდა ჰკითხოთ, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ყველასთვის N1 პრიორიტეტია. თუმცა, ზოგჯერ გაუაზრებლად ვაკეთებთ ისეთ არჩევანს, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას.
მაგალითად, ოდესმე დაკვირვებიხარ, რას შეიცავს საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ საკუთარ სახლში — იქ, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ, თანაც, ყველაზე ძვირფას ადამიანებთან ერთად?
ხშირ შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო ქიმია მომწამვლელი ნივთიერებებითაა სავსე. ასეთი პროდუქტების მეშვეობით ერთი შეხედვით გასუფთავებული და გაპრიალებული სამზარეულო, იატაკი თუ ბავშვის ოთახი, რეალურად, მომწამვლელი ნივთიერებებითაა სავსე და გარკვეული დროის შემდეგ, ჩვენს ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.
გარდა ამისა, გამოყენებული ტოქსიკური ნივთიერებები არაა ბიოდეგრადირებადი და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს. ამას ემატება ისიც, რომ თითოეული ზონისთვის სხვადასხვა საწმენდი საშუალების შეძენა ზრდის პლასტმასის მოხმარებას, რომლის ნარჩენებიც გარემოში ასობით წლის განმავლობაში რჩება.
ალბათ, გაგიჩნდება შეკითხვა — თუკი დასუფთავებისა და დეზინფექციის ქიმიკატები ასეთი საზიანოა, რატომ მოიხმარს მას საზოგადოების დიდი ნაწილი ახლაც, 21-ე საუკუნეში, როცა ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ეკოლოგია უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება?! ამის მიზეზი, უმეტესწილად, ისაა, რომ მსოფლიოში არ არსებობდა მათი ჩამნაცვლებელი რეალური, ეფექტური და უსაფრთხო საშუალება.
დღეს კი, ჯანსაღი ალტერნატივა უკვე არსებობს — ამ პრობლემის მოსაგვარებლად, შვეიცარიელი მეცნიერების გუნდმა დასუფთავებისა და დეზინფექციის ინოვაციური, ყველაზე უსაფრთხო, ეკომეგობრული მოწყობილობა — აქუამა შექმნა.
რა არის აქუამა?
აქუამა მრავალმხრივი მოწყობილობაა, რომელიც წყალთან თავსებადი ნებისმიერი ზედაპირის, ზონისა თუ ნივთის წმენდისა და დეზინფექციისთვის გამოიყენება. ასევე, იდეალურია ხელის დეზინფექციისთვის, რადგან არ იწვევს ალერგიულ რეაქციას.
აქუამას მეშვეობით, შეგიძლია ჩაანაცვლო ტოქსიკური საწმენდი საშუალებების მინიმუმ 80%, შეამცირო ხარჯები გრძელვადიან პერსპექტივაში და მინიმუმამდე დაიყვანო გარემოსთვის მიყენებული ზიანი. მოწყობილობით დამზადებული ხსნარი არ შეიცავს ქლორამინს და უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, მათ შორის, სასუნთქი სისტემისთვის.
როგორ გამოვიყენოთ აქუამა?
აქუამას 2 რეჟიმი აქვს: საწმენდი და სადეზინფექციო.
ხსნარის დასამზადებლად, დაგჭირდება მხოლოდ 3 უვნებელი ელემენტი — წყალი (ონკანის, მინერალური ან გამოხდილი), ქიმიურად სუფთა მარილი და ელექტროენერგია.
ინოვაციური მოწყობილობის მუშაობის პრინციპის გასარკვევად, ქიმიკოს ლია თევზაძეს მივაკითხეთ, რომელიც მრავალი წელია ამ სფეროში მუშაობს და ქიმიის ბევრი სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორია.
"აქუამას ტექნოლოგია მარილის წყალხსნარის ელექტროლიზის ქიმიურ პროცესს ეფუძნება, რომელიც ქიმიკოსებმა ჯერ კიდევ 2 საუკუნის წინ აღმოაჩინეს. ელექტროლიზის მიმდინარეობისას, მარილის წყალხსნარში ელექტრული დენის გატარებით, ვიღებთ ატომურ ჟანგბადს — ეფექტურ ანტისეპტიკს. ატომური ჟანგბადი ბუნებრივად გვხვდება ადამიანის ორგანიზმშიც, როგორც ყველაზე ეფექტური ოქსიდანტი სხვადასხვა ინფექციისგან თავის დასაცავად", — ამბობს ლია თევზაძე.
მარიამ ჯანჯღავა, პროექტის აღმასრულებელი კი გვიყვება:
"ჩვენ შვეიცარიული კომპანიის — aquama-ს ოფიციალური წარმომადგენლობა ვართ საქართველოში. კომპანია შვეიცარიაში დაფუძნდა და 2020 წლამდე პროდუქტს ხვეწავდნენ. შედეგად, მივიღეთ უმაღლესი ხარისხის ინოვაციური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც, ღილაკზე თითის დაჭერით, მარტივად წამოიწყებთ ელექტროლიზის პროცესს და ეფექტურ, მრავალმხრივი გამოყენების საწმენდ და სადეზინფექციო ხსნარს დაამზადებთ. აქუამა მსოფლიოში პირველი კომპანიაა, რომელმაც ატომური ჟანგბადის მოქმედების პროცესის გამოცდილება უსაფრთხო საწმენდი და სადეზინფექციო ალტერნატივის შესაქმნელად გამოიყენა და ელექტროლიზის პორტატულ მოწყობილობაში გადატანით, უძველესი ქიმიური პროცესი თანამედროვედ გადაიაზრა.
ისიც უნდა აღვნიშნო, რომ აქუამა შვეიცარიის ჯანდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის მიერაა სერტიფიცირებული".
ცხოვრების გაუმჯობესება და გარემოზე ზრუნვა — აქუამას გზავნილი საზოგადოებას
როგორც მარიამი ამბობს, აქუამა, ეფექტურობასთან ერთად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილის მატარებელი პროდუქტია.
ფოტო: აქუამა
"ჩვენი მიზანია, ადამიანებს უკეთესი, უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო ყოველდღიურობა ჰქონდეთ. ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც შვილი გამიჩნდა, მე თვითონ ძალიან დავინტერესდი უსაფრთხო და ეკომეგობრული პროდუქტებით. დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია — რასაც გავცემთ, ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან და ჩვენსავე ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. სწორედ ამიტომ, ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ ადამიანებს ცხოვრების მყისიერად გაუმჯობესებისა და გარემოზე ზრუნვის ეფექტურ, ინოვაციურ და მყისიერ შესაძლებლობას ვთავაზობთ. აქუამა მსოფლიოს 4 ქვეყანაში: შვეიცარიაში, საფრანგეთში, სინგაპურსა და ახლა უკვე, საქართველოში იყიდება, რაც, ვფიქრობ, ძალიან საამაყოა.
აქუამასთან ერთად, ისეთი მოსაბეზრებელი ყოველდღიური საქმიანობაც კი, როგორიც დასუფთავება და დეზინფექციაა, შეიძლება დიად მიზნად იქცეს. და ყოველ ჯერზე, როცა მოწყობილობის ღილაკზე თითს დააჭერ, გარემოში სასიკეთო ცვლილება მოხდება.
სწორედ ამიტომ, გვინდა, რომ გარშემო რაც შეიძლება მეტი კეთილგონიერი ადამიანი, მეტი თანამოაზრე შემოვიკრიბოთ და გვჯერა, რომ ასეც მოხდება. იმიტომ, რომ აქუამა საუკეთესო გადაწყვეტილებაა ყველა კეთილგონიერი ადამიანისთვის, ვისაც საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და გარემოს ზიანის მინიმიზაცია ადარდებს”, — აღნიშნავს მარიამი.
ტესტირების სერვისი აქუამასგან
შესაძლოა, დაუჯერებლად ჟღერდეს, რომ მხოლოდ 3 უვნებელი ელემენტის — მარილის, წყლისა და ელექტროენერგიის გამოყენებით, ასეთი მრავალმხრივი გამოყენების, ეფექტური და ეკომეგობრული საწმენდი და სადეზინფექციო ხსნარის რამდენიმე წუთში შექმნაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, მათთვის, ვისაც სურს, მოწყობილობის შესაძლებლობებში თავად, მის შეძენამდე დარწმუნდეს, აქუამა ტესტირების სერვისს გვთავაზობს.
ფოტო: აქუამა
სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, აქუამას წარმომადგენელი მოწყობილობას ტესტირებისთვის საჭირო ატრიბუტიკით ადგილზე მოგიტანს, მის მახასიათებლებსა და ინსტრუქციას დეტალურად აგიხსნის და ყველა სასურველ ზედაპირზე, შენთან ერთად გატესტავს.
როგორც აქუამას წარმომადგენლები ამბობენ, ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება ერთი მარტივი ქმედებით იწყება.
ამიტომ, შეგიძლია ახლავე გადახვიდე ბმულზე, ისარგებლო ტესტირების სერვისით და მიიღო კეთილგონივრული გადაწყვეტილება შენთვის, შენი ოჯახისთვის და გარემოსთვის.
კომენტარები