ჩხოროწყუში ადგილობრივ ტენდერებს სოფელ ხაბუმეში მერის წარმომადგენლის ძმა და მამა იგებს — TI
ფოტო: iStock
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს კვლევით, ჩხოროწყუში ადგილობრივ ტენდერებს სოფელ ხაბუმეში მერის წარმომადგენლის, ნესტან ქარჩავას ძმა და მამა იგებენ. TI-ს ცნობით, ქარჩავები ამავე დროს ჩხოროწყუს მერთან, დათო გოგუასთან დაახლოებული პირები არიან. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ 2011 წლიდან დღემდე 3 377 519 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღეს.
მათივე თქმით, ნესტან ქარჩავა სოფელ ხაბუმეში ჩხოროწყუს მერის წარმომადგენლის პოზიციას 2007 წლიდან იკავებს, დათო გოგუა კი ჩხოროწყუს მერი (2017 წლამდე გამგებელი) 2012 წლის დეკემბრიდანაა.
"ნესტან ქარჩავას მამა, გონერი ქარჩავა შპს თენგო+-ის 100% წილის მფლობელი და დირექტორია. შპს თენგო+-მა 2011 წლიდან დღემდე 55 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 32-ჯერ გაიმარჯვა, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 2 202 218 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ შპს თენგო+-ს მოგებული 32 ტენდერიდან 18-ში კონკურენტი არ ჰყოლია, 6 შემთხვევაში კი მოხდა კონკურენტის დისკვალიფიკაცია. 5 შემთხვევაში შპს თენგო+-ს ხელშეკრულება გაუფორმეს მის მიერვე შეთავაზებულ თანხაზე მაღალი ღირებულებით, მათ შორის სამჯერ ხელშეკრულების ღირებულება ტენდერის სავარაუდო ღირებულებაზე მეტიც იყო", — აცხადებენ TI-ში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მოკვლევით, 2012-2020 წლებში შპს თენგო+-მა 10 გამარტივებული შესყიდვაც მიიღო, ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით 282 389 ლარი.
TI-ის ცნობით, შპს თენგო+-ს მიერ მოგებული 32 ტენდერიდან 28 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტზე მოდის. ასევე, 10 გამარტივებული შესყიდვიდან 6 შემთხვევაში შემსყიდველი სწორედ ჩხოროწყუს მერია იყო.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვებში ჩართულია ნესტან ქარჩავას ძმა, რუსლამ ქარჩავაც. TI-ში ამბობენ, რომ ის, ერთი მხრივ, ინდივიდუალური მეწარმის, ლაშა ქობალიას (რომელიც ქარჩავების მეზობელია) მინდობილი პირია, მეორე მხრივ კი, თვითონ მონაწილეობს შესყიდვებში, როგორც ინდივიდუალური მეწარმე.
"რუსლამ ქარჩავამ, როგორც ლაშა ქობალიას მინდობილმა პირმა, ტენდერებში 2016 წლიდან დღემდე 29-ჯერ მიიღო მონაწილეობა და 20 შემთხვევაში გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 444 237 ლარი შეადგინა. ყველა შემთხვევაში შემსყიდველი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი იყო. აღსანიშნავია, რომ 20 მოგებული ტენდერიდან 7 შემთხვევაში მოხდა კონკურენტის დისკვალიფიკაცია, 9 შემთხვევაში კი ხელშეკრულება გაფორმდა შეთავაზებულზე მაღალი ღირებულებით, მათ შორის ხუთჯერ ხელშეკრულების ღირებულება ტენდერის სავარაუდო ღირებულებაზე მეტი იყო. 2015-2020 წლებში ლაშა ქობალიამ 382 038 ლარის ღირებულების 13 გამარტივებული შესყიდვაც მიიღო, მათ შორის 12-ჯერ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისაგან", — ამბობს TI.
მათივე თქმით, ლაშა ქობალიას მიერ მოგებული 20 ტენდერიდან ხელშეკრულებას ხუთჯერ ხელი ლაშა ქობალიამ, 15-ჯერ კი რუსლამ ქარჩავამ, როგორც მინდობილმა პირმა, მოაწერა. ორგანიზაციის ცნობით, ამავე ტენდერების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტებზე სამჯერ ხელს ლაშა ქობალია, 17-ჯერ კი რუსლამ ქარჩავა აწერს. TI-ს ინფორმაციით, 13 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებიდან ექვსს ხელს ლაშა ქობალია, შვიდს კი რუსლამ ქარჩავა აწერენ.
"საკუთრივ რუსლამ ქარჩავამ, როგორც ინდივიდუალურმა მეწარმემ, 66 637 ლარის ღირებულების ხუთი გამარტივებული შესყიდვა მიიღო, რომელთაგან 58 796 ლარის ღირებულების ორი შესყიდვა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტზე მოდის", — აღნიშნავენ ისინი.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს შეფასებით, შპს თენგო+-ისა და რუსლამ ქარჩავას (ლაშა ქობალიას) ჩართულობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებში აჩენს ეჭვებს პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუოწოდებენ, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები