Tesla-ს ავტოპილოტიანი ავტომობილი პოლიციის მანქანას შეეჯახა
გასული კვირის ბოლოს, NBC News-ის მიხედვით, Tesla-ს 2015 წლის S მოდელი ვაშინგტონის შტატის პოლიციის გაჩერებულ მანქანას დაეჯახა.
როგორც NBC იუწყება, მანქანა ავტოპოლოტის დამხმარე სამართავ ტექნოლოგიას იყენებდა, როდესაც იგი გზის გვერდით გაჩერებულ პოლიციის მანქანას შეეჯახა. დაჯახების დროს მას საავარიო შუქები ჰქონდა ჩართული. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, თუმცა მანქანა მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ეს ისეთი ავარიების კიდევ ერთი მაგალითია, რიმელიც Tesla-ს ავტომობილს უკავშირდება და რომელშიც მძღოლის დამხმარე ფუნქცია იყო ჩართული. იგი კარგად აჩვენებს, რომ ხშირად მძღოლები ავტოპილოტის შესაძლებლობებს არასწორად აფასებენ.
"ეს შემთხვევა ერთგვარი შეხსენებაა იმისა, რომ ავტომობილებს შესაძლოა ჰქონდეთ ავტოპილოტი, თუმცა, მას ბოლომდე არ უნდა ენდოთ და არ უნდა იფიქროთ, რომ იგი ერთი ადგილიდან მეორემდე აუცილებლად უსაფრთხოდ მიგიყვანთ", — აღნიშნულია შერიფის ოფისის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თუმცა, ეს ამბავი Tesla-სთვის უარეს დროს ვერ მოხდებოდა. კალიფორნიის მსუბუქი ავტომობილების დეპარტამენტმა გუშინ განაცხადა, რომ ისინი იწყებენ გამოძიებას ილონ მასკის ელექტრონული მანქანათმწარმოებელი კომპანიის მიერ, 10 000 დოლარიანი "სრულად თვითმართვადი" ფუნქციის გარეკლამებით შტატის რეგულაციების დარღვევის საკითხზე.
ასევე იხილეთ: ტესლას ავტოპილოტი "ყალბი მარკეტინგია" — გერმანიის სასამართლოს დასკვნა
სახელის მიუხედავად, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მანქანა სრულად თვითმართვადია, სინამდვილეში Tesla-ს ავტომობილებს არ შუძლიათ ავტომატურად გადაადგილება და ამისთვის საჭიროებენ მძღოლის ზედამხედველობას. გარდა ამისა, ავტოპილოტის ფუნქციის მქონე მანქანებს აქამდე უკვე არაერთი ავარია უკავშირდება. მათ შორის, ზოგიერთი ფატალურადაც კი დასრულდა.
ასევე იხილეთ: ფატალურ ავარიამდე Tesla Model 3-ის მძღოლმა რამდენიმე ვიდეო TikTok-ზე დადო
კომენტარები