ფატალურ ავარიამდე Tesla Model 3-ის მძღოლმა რამდენიმე ვიდეო TikTok-ზე დადო
Tesla-ს ერთ-ერთმა მძღოლმა, მანამ, სანამ ავარიაში მოყვებოდა, TikTok-ზე რამდენიმე ვიდეო დადო, სადაც ჩანდა, რომ ის მანქანას საჭეზე ხელმოუკიდებლად ატარებდა.
35 წლის სტივენ ჰენდრიქსონი, 5 მაისს ავარიაში მაშინ დაიღუპა, როდესაც ის თავის Tesla Model 3-ს მართავდა და გზაზე გადაყირავებულ ტრაილერს დაეჯახა. ტრაილერის მძღოლმა და სხვა თვითმხილველებმა მისი გადარჩენა სცადეს, თუმცა შემთხვევა ფატალურად დასრულდა.
აქამდე, მსხვერპლს, თავის TikTok-ის ანგარიშზე ორი ვიდეო ედო, სადაც ჩანს, რომ ის ავტომობილს ხელების დახმარების გარეშე მართავდა. ვიდეოების სათაურებით ირკვევა, რომ ის ტესლას სრულად ავტონომიურ მართვის ფუნქციას იყენებდა.
მიუხედავად ჰენდრიქსონის ვიდეოებისა, გამოძიება ჯერ კიდევ ვერ ადგენს იყენებდა თუ არა ის სრულად ავტონომიური მართვის ფუნქციას ავარიის მომენტში.
პოლიციის პირველადი განცხადებით, ავტოპილოტი ავარაიმდე გააქტიურებული იყო, თუმცა შემდგომში მათ ჩვენება შეცვალეს და განაცხადეს, რომ საბოლოო დასკნა, თუ რა რეჟიმში იმყოფებოდა Tesla Model 3, არ აქვთ და ამის განსაზღვრა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, თუ რამ გამოიწვია ავარია და იყო თუ არა Tesla Model 3 მართლაც ავტონომიურ რეჟიმში, Tesla-ს მეტი ყურადღება მართებს მანამ, სანამ თავის ფუნქციას სრულად ავტონომიურს უწოდებს.
კომენტარები