Tesla-ს ახალ Model S-ს რეგულირებადი ანტიფრთა, ანუ სპოლერი ექნება
ჯერ უცნობია როდის ვიხილავთ Tesla-ს ახალ Model S Plaid-ს, თუმცა, როგორც ჩანს, მისი ტესტირება უკვე აქტიურად მიმდინარეობს და მის დამალვასაც აღარ ცდილობენ, რაც მანქანის გარშემო არსებულ მღელვარებას კიდევ უფრო ზრდის.
ელექტრომობილების ენთუზიასტებმა ტესლას ახალი ფლაგმანური ავტომობილი Laguna Seca Raceway-ზე, კალიფორნიაში შეამჩნიეს.
The Kilowatts-ის მიერ გავრცელებული ვიდეოდან და ფოტოებიდან ვიგებთ, რომ Tesla სპორტული ავტომობილების სეგმენტის ათვისებაზეა ორიენტირებული და Model S Plaid-ს რეგულირებადი ანტიფრთა ექნება.
რა თქმა უნდა, რეგულირებადი ანტიფრთა ინოვაცია არაა, თუმცა Tesla Model S-ზე მას პირველად ვიხილავთ. ეს ავტომობილს კიდევ უფრო აგრესიულს გახდის და გავლენა მის აეროდინამიკულ მაჩვენებლებზეც ექნება.
თუ Tesla-ს ოფიციალურ საიტს დავუჯერებთ, ახალი ელექტრო მონსტრი 0-100 კილომეტრამდე 2,1 წამში აჩქარდება, რაც დამეთანხმებით, ისეთი მაჩვენებელია, რომ ნებისმიერ სპორტქარსა თუ ჰიპერქარს შეშურდება.
კომენტარები