ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით 15 მაისს დაანონსებული აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს.

"ვითარება სრულიად არის შეცვლილი. რეალობა მოითხოვს სხვა ძალისხმევებს ამ ეტაპზე და რა თქმა უნდა, 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს", — განაცხადა მელიამ.

20 მარტს ოპოზიციამ საკუთარი სამოქმედო გეგმა დააანონსა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა თქვა, რომ ისინი მუშაობის "საგანგებო რეჟიმზე" გადადიოდნენ.