ლესბოსელი წყვილი, რომელსაც ბინის მეპატრონე თავს დაესხა, დაზარალებულად ისევ არ არის ცნობილი
ლესბოსელ წყვილს ფიზიკურად ბინის მეპატრონე გაუსწორდა, ორივე ქალი ნაცემია. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბინის შეცვლა მოუწიათ, თუმცა ქირას ვერ იხდიან.
ფოტო: ole999 / Alamy
On.ge-სთან საუბრისას ერთ-ერთ მსხვერპლი მომხდარს იხსენებს. ამბობს, რომ ბინის მეპატრონემ მათზე ჰომოფობიური მოტივით იძალადა და მოკვლით ემუქრებოდა. იმის გამო, რომ წყვილი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, სტატიაში მათი სახელები შეცვლილია.
ნათია გვიყვება, რომ თავდაპირველად მეპატრონესთან, რომელიც იმავე შენობაში ცხოვრობს, უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ, დამოკიდებულება კი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მიკროავტობუსში კაცის და შეხვდათ, რომელმაც დაინახა, რომ ნათიას ანას მუხლზე ხელი ედო.
"გვიან დავინახე და ისეთი თვალებით გვიყურებდა, სახეზე ფერი გადამივიდა. ანასაც ვუთხარი, ეტყვის მის ძმას-მეთქი. თუმცა არ დაგვიშვია, რომ ამას რამე კონკრეტული ქმედება მოჰყვებოდა", — ამბობს ნათია.
როგორც ის გვიყვება, ამ შემთხვევიდან ერთ დღეში, საღამოს, მათთან ნათესავები მივიდნენ და დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, ამ დროს კი ტელეფონში მუსიკა ჰქონდათ ჩართული, თუმცა ხმის გამაძლიერებლის გარეშე. ქალის თქმით, მეპატრონის ცოლი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მეზობლებს ხმაური აწუხებთ.
"მივწერე, შეგიძლია ჩამოხვიდე, ნახო სიტუაცია და თუ მეტყვი, რომ ეს შემაწუხებელი და მიუღებელია, ბოდიშს მოვიხდი, რადგან მსგავსი სიტუაციები სხვების მხრიდანაც ხდება და უნდა ვიცოდე, რა არის შემაწუხებელი-მეთქი. მაინც გამოვრთეთ ყველაფერი, ვუთხარი ანას, არ გავაღიზიანოთ მეთქი", — ამბობს ნათია.
გვიყვება, რომ ამის შემდეგ მაგიდის ალაგება და ჭურჭლის რეცხვა დაიწყო, რა დროსაც ეზოდან მისი პარტნიორის ხმა და კაცის გინება გაიგო, ამიტომ თავადაც გარეთ გავიდა.
"ზოგადად, ცოტა "ძველი ბიჭია" და გვეგონა, რომ გარეთ მოხდა რამე. არც გვიფიქრია, რომ ჩვენ მიმართ იქნებოდა. მოდის გინებით: თქვენი დედა მოვტ*ან, თქვე ბო*ებო, თქვენ გიჩვენებთ სეირს. ხელში ეჭირა ჯოხის მსგავსი რაღაც, რომელიც ვერ გავარკვიეთ, ხის იყო თუ რკინის. ანამ ჰკითხა, რა მოხდაო და იმან უპასუხა, არ იცით, ვის უბანში ხართ და სად უნდა იბლატაოთო?
ლაპარაკი ვცადე, მაგრამ არ დამაცადა, დაიწყო წიხლების რტყმა. ანას ურტყამდა წიხლებს, წამებში ხდებოდა ეს ყველაფერი. მესამე დარტყმაზე ანამ გონება დაკარგა და ვცდილობდი აზრზე მომეყვანა, ის კი ყვიროდა, ააყენეთ, უნდა მოვკლაო. მე შევეპასუხე და მუშტი დამარტყა სახეში.
როცა დააწყნარეს და სახლში მიჰყავდათ, ამბობდა, ორი გოგო რომ შემოგიშვით [ბინაში], მაშინ შევცდი, თქვენ სულით ბო*ებო, ფუი, თქვენს გამზრდელს, თქვენნაირებმა არ უნდა იცოცხლონ, მაინც მოგკლავთ, ხვალ ბიჭებს დაგაყენებთო", — გვიყვება ნათია.
ამბობს, რომ პოლიციას მოძალადე მაშინვე არ დაუკავებია და მისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერისთვისაც კი ბრძოლა დასჭირდათ.
"ძლივს მივაღწიეთ იმას, რომ მოძალადე განერიდებინათ და არა ჩვენ".
ანას დაზიანებები აქვს ნეკნებს შორის და გულ-მკერდის არეში, ასევე, ჰემატომა თავზე, რაც დაცემამ გამოიწვია. ნათიამ ტრავმა თავისა და სახის არეში მიიღო. მისი თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების დასკვნაშიც წერია, რომ დაზიანებები ხელით არ არის მიყენებული. ისინი ახლა ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რომელმაც სასამართლოში ბინის მეპატრონის დანაშაული უნდა დაამტკიცოს.
"ახლა ფიზიკურად ცოტა უკეთ ვგრძნობ თავს, მაგრამ ძალიან დასტრესილი ვარ, ძილში ვშფოთავ, კაცის ხმა რომ მესმის, პანიკური შიშები მეწყება. ანას ფეხი სტკივა, გადაადგილებაში უშლის ხელს, სამსახურში ბიულეტენი აიღო", — ამბობს ნათია.
ამ ყველაფერს კი დაემატა ისიც, რომ ბინის მეპატრონემ მათი ნათესავები მოიძია, დაუკავშირდა და ახლა ისინი ქალებისგან საჩივრის გამოტანას ითხოვენ. ამასთან, გაუმხილა მათი სექსუალური ორიენტაციის შესახებაც, რაც წყვილისთვის დამატებითი სტრესის საფუძველი გახდა.
ანასა და ნათიაზე თავდასხმაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1¹ პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს. ქალების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) იცავს. როგორც ადვოკატი ქეთი ჩუთლაშვილი On.ge-სთან ამბობს, საქმის მასალებთან წვდომა არ აქვთ, რადგან ლესბოსელი წყვილს ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. ეს პროცესი უქმე დღეებმა კიდევ უფრო გაახანგრძლივა და პროკურატურის გადაწყვეტილებას მხოლოდ 14 მაისიდან ელოდებიან.
"ვინაიდან, საქმეში აშკარად ჩანდა გოგოებისთვის სავარაუდო ზიანის მიყენება, მნიშვნელოვანი იყო, რომ საწყის ეტაპზევე მომხდარიყო დაზარალებულად ცნობა და სისხლის სამართლის მასალების გადმოცემა. ეს შეეძლო პროკურატურას ჩვენი მიმართვის გარეშეც, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ჩვენ დაგვჭირდა მიმართვა, რის განხილვას სჭირდება დრო და რადგან უქმე დღეებიც ემთხვევა, კიდევ უფრო გადაიწია, რაც, რა თქმა უნდა, პრობლემაა. მსგავსი სენსიტიური საქმეების დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა გადაწყვეტილება, რაც საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციაა, დროულად იქნეს მიღებული და მაქსიმალურად შეუწყონ ხელი, რომ დაზარალებული ჩართული იყოს გამოძიების პროცესში, ინფორმაცია ჰქონდეს საგამოძიებო მოქმედებების შესახებ", — ამბობს ადვოკატი.
მისი განცხადებით, როცა ასე არ ხდება, დაზარალებულს ბუნებრივად უჩნდება განცდა, რომ გამოძიება სწორად და ადეკვატურად არ მიმდინარეობს და არის გაჭიანურების მცდელობა.
მართალია, პოლიციამ მოძალადე საბოლოოდ განარიდა, მაგრამ იმ ბინაში ქალები თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ, ამიტომ სასწრაფოდ მოუხდათ ახალი საცხოვრებლის ძებნა. გაუმართლათ და იპოვეს, თუმცა ამბობენ, რომ ქირისთვის ფულის მხოლოდ ნაწილი აქვთ, ასევე, სჭირდებათ ფული საკვებისთვის. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მათ უკვე დაეხმარა, მათ შორის, დაუფინანსეს ის სამედიცინო გამოკვლევები, რაც თავდასხმის შემდეგ გახდა საჭირო, თუმცა კვლავ ფინანსური პრობლემების წინაშე არიან.
იმ შემთხვევაში, თუ On.ge-ს მკითხველს აქვს სურვილი დაეხმაროს ქალებს, რომლებსაც სექსუალური ორიენტაციის გამო თავს დაესხნენ, ანგარიშის ნომრებია:
- საქართველოს ბანკი — GE32BG0000000863579400
- თიბისი ბანკი — GE40TB7704345061100062
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები