ვაშლოვანის ცაში მონავარდე ჯადოსნური ფრინველები (13 ფოტო)
ყოველდღიურობაში გართულებს ხშირად გვავიწყდება, რომ სამყარო ჯადოსნური არსებებითა და ფერებითაა სავსე. ამის გასახსენებლად ბუნებაში გასვლა და ცაში მოლივლივე უმშვენიერესი ფრინველების თვალიერებაც საკმარისია. თუ საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებითა და მისი ჯადოსნური ბინადრებით ტკბობის საშუალება არ გაქვთ, არ იდარდოთ: ამაში ზოოლოგი და ფოტოგრაფი ნიკა ქერდიყოშვილის ფოტოები დაგეხმარებათ.
ნიკა ქერდიყოშვილმა ამჯერად ვაშლოვანში იმოგზაურა და მის ობიექტივში მოუსვენარი, ლაღი ფრინველებიც მოხვდნენ.
"ფრინველების გადაღებაზე ბევრი არ მიწვალია, უბრალოდ ვსეირნობდი ფრთხილად და ვინც მხვდებოდა, ვიღებდი. კარგი ფოტოების გადასაღებად მიპარვაზე ბევრი დრო არ დამიხარჯავს, უფრო ძუძუმწოვრებს ვეძებდი და გზად ვიღებდი ყველაფერს, რასაც ვნახულობდი: ფრინველებს, ყვავილებს, ხედებსა და სხვადასხვა ძუძუმწოვარს. მიყვარს ამ სილამაზეების მათთვის გაზიარება ვისაც იქ ჩასასვლელად არ სცალია. თან ველური ბუნების გაცნობაში ვეხმარები მათ, ვისაც ამის სურვილი აქვს", — ამბობს ნიკა ქერდიყოშვილი.
გთავაზობთ 13 ფოტოს, რომელიც საქართველოს ველური ბუნებით სახლიდან გაუსვლელად დაგატკბობთ:
1. მეღორღია
2. ფასკუნჯი
3. კვირიონი
4. ლურჯი კლდის შაშვი
5. მეკირია
6. კაკაბი
7. ორბი
8. კვირიონი
9. ბუქნია მეღორღია
10. კვირიონების ულამაზესი წყვილი
11. სვავი
12 მეღორღია
13. ველის არწივი და სვავი შრებიან მზეზე წვიმის შემდეგ
"ამ ფოტოზე ცოტა ვიწვალე. ველის არწივი და სვავი ისხდნენ ერთად, ძლიერი წვიმა იყო. მზემ რომ გამოანათა, პატარა გორაკის წვერზე დასხდნენ და შრებოდნენ. საკმაოდ ფრთხილები არიან და მიპარვა ძნელია. ჰაერში შესაძლოა დაბალზე გადაიფრინონ, მაგრამ როდესაც სხედან ახლოს არ მიგიკარებენ, ამიტომ პატარა ბექობს ამოვეფარე და ხოხვით მომიწია მიპარვა. როგორც კი აპარატი მოვიმარჯვე, აფრინდნენ, მაგრამ რამოდენიმე კადრი შემრჩა", — ამბობს ნიკა ქერდიყოშვილი.
ამავე თემაზე:
კომენტარები