მასობრივი კომუნიკაცია — კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სადოქტორო პროგრამა
ფოტო: CIU
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უკვე გამოაცხადა მიღება ახალ სადოქტორო პროგრამაზე — მასობრივი კომუნიკაცია. დღევანდელი სამყარო მასობრივი კომუნიკაციის თანამედროვე ტენდენციების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ურთულესი გამოწვევაა სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის, ამ ტენდენციებში გარკვევა და სიღრმისეული სამეცნიერო ანალიზი კი კსუ-ს ახალი სადოქტორო პროგრამის მიზანია.
"მასობრივი კომუნიკაციის მთავარი გამოწვევა ინტერნეტის გაჩენის შემდეგ გახდა ის, რომ დღეს პოლიტიკოსებს, კომპანიებს, დიდ ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ დაუყოვნებლივი და პირდაპირი უკუკავშირი მომხმარებლისგან თუ ამომრჩევლისგან, თუმცა ეს ერთდროულად არის თანამედროვეობის დადებითი და უარყოფითი მხარეც. ინტერნეტის, სოციალური ქსელების გამოგონებამ და ვაჭრობის იკომერს-პლატფორმებზე გადატანამ საშუალება მისცა მომხმარებელს საკუთარი აზრი იქვე, მყისიერად დააფიქსიროს და წლობით ნაშენები კომუნიკაცია ერთ წამში დაანგრიოს. მკვლევრის მნიშვნელოვანი როლიც სწორედ აქ იკვეთება: შეისწავლოს, გააანალიზოს, გაიაზროს და სისტემატიზაცია მოახდინოს იმ ახალი იდეებისა და ტექნიკების, რასაც თანამედროვე მასობრივი კომუნიკაცია სფეროში დასაქმებულ პროფესიონალებს სთავაზობს", — აღნიშნავს სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, ხათუნა კაჭარავა.
მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაზე მუშაობისას გათვალისწინებულია ამ სფეროში საერთაშორისო სადოქტორო პროგრამების გამოცდილება, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოღვაწე მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი სპეციალისტები და არსებული თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა კი სრულ შესაძლებლობას ქმნის პროგრამამ მასობრივი კომუნიკაციის საერთაშორისო რანგის მკვლევრები მოამზადოს.
სადოქტორო პროგრამას, რომელსაც დოქტორანტი 3 წლის განმავლობაში დაეუფლება, აქტუალობას სძენს რეგიონული უმაღლესი სასწავლებლების საჭიროების გათვალისწინება, სადაც მასკომუნიკაციის სადოქტორო ხარისხის მქონე პროფესორებისა და ლექტორების სიმცირე აღინიშნება. კსუ-ს სადოქტორო პროგრამა გარდა საერთაშორისო მიმართულებისა, რეგიონულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობასა და მათი საერთაშორისო კვლევებისა და სწავლების კონტექსტში ჩართვაზე იქნება ორიენტირებული.
კომპლექსური ხასიათი თანამედროვე მასობრივი კომუნიკაციის კვლევების პრიორიტეტული ნაწილია. ამ ასპექტს პროგრამაში დიდი ყურადღება ეთმობა და კვლევების თანამედროვე მეთოდების გამოყენების მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა.
მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამა მეცნიერ-მკვლევრებს დაგროვილი ცოდნის, ინოვაციური იდეების ეფექტურად გავრცელების, პრაქტიკაში დანერგვის უნარების გამომუშავების და სასწავლო-პედაგოგიური საქმიანობისას თანამედროვე მეთოდების გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.
პროგრამას ამ ეტაპზე 4-წლიანი აკრედიტაცია აქვს და მასკომუნიკაციის მომავალ დოქტორებს სიამოვნებით ელოდება.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვებსაიტს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები