10 მომენტი ოსკარებიდან, რომელიც უხერხულობისთვის ცალკე ოსკარს იმსახურებს
ფოტო: Academy Awards
2021 წელს 25 აპრილს ოსკარის რიგით 93-ე დაჯილდოვება ჩატარდება. ამ წლების განმავლობაში ღონისძიებამ უამრავი უხერხული მომენტი, რეიტინგის ვარდნა და კრიტიკაც დაიმსახურა. ალბათ გახსოვთ მარლონ ბრანდომ ოსკარზე უარი რომ თქვა, ან ედრიან ბროუდიმ ემოციები ვერ შეიკავა და ჰალი ბერის ჯილდოს მიღებისას მხურვალედ აკოცა.
2017 წელს ჰალი ბერიმ თქვა, რომ კოცნა დაუგეგმავი და შეუთანხმებელი იყო და ბროუდის სპონტანურობით კმაყოფილი არ დარჩენილა.
მართალია ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ მოხდა, მაგრამ არც ბოლო 10 წელს ჩაუვლია მშვიდად ოსკარებისთვის. ამ სტატიაში გაგახსენებთ 10 ყველაზე უხერხულ მომენტს პოპულარული ცერემონიიდან. ზოგი მათგანი ძალიან სასაცილოა, ზოგი კი უბრალოდ უხერხულობის შეგრძნებას გვიჩენს.
1. ენ ჰეთეუეისა და ჯეიმს ფრანკოს მიერ უნიჭოდ წაყვანილი ოსკარი
სანამ ენ ჰეთეუეი Les Misérables-ში შესრულებული როლისთვის ოსკარს დაიმსახურებდა, ის, 2011 წელს, წამყვანად მოგვევლინა ჯეიმს ფრანკოსთან ერთად. თუმცა ეს სახარბიელო გადაწყვეტილება ნამდვილად არ იყო. 2013 წლის ოქროს გლობუსზე ტინა ფეიმ ენ ჰეთეუეის მიმართა: "ენ შენი შესრულება Les Misérables-ში საოცარი იყო, ასეთი საწყალი და მიტოვებული ბოლოს მაშინ გნახე, როცა ოსკარი წაიყვანე ჯეიმს ფრანკოსთან ერთად". როგორც ჩანს, ამ უხერხულ მომენტს ჰოლივუდშიც არ ივიწყებენ. თავად ენიც აღიარებს, რომ მის მიერ წაყვანილი ოსკარი საშინელება იყო.
2. მაიკლ კიტონის გამოუყენებელი სამადლობელო სიტყვა
შეიძლება ფილმი Birdman არ მოგწონდეს, მაგრამ ერთი რამ ნათელია, მაიკლ კიტონი შეუდარებლად თამაშობს ერთ დროს პოპულარული მსახიობის როლს, რომელსაც ძველი დიდების დაბრუნება უნდა.
გულშემატკივრების უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ კიტონი ნამდვილად იმსახურებდა ოსკარს ამ როლისთვის, როგორც ჩანს, თავად მაიკლიც ასე თვლიდა და სამადლობელო სიტყვაც კი მზად ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ოსკარი ედი რედმეინმა მიიღო, კამერა აფიქსირებს, თუ როგორ აბრუნებს კიტონი სამადლობელო სიტყვას ჯიბეში. ეს ძალიან სევდიანი და უხერხული სანახაობაა.
3. ყველაფერი, რასაც ჯონ ტრავოლტა აკეთებს
დავიწყოთ 2014 წლის ოსკარების დაჯილდოებით, როდესაც ჯონ ტრავოლტას მარტივი საქმე დაავალეს: იდინა მენზელის გამოცხადება. თუმცა ტრავოლტამ დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა, იდინასა და ადელის სახელი ერთმანეთში გააერთიანა და ადელ დაზიმი მიიღო.
2015 წელს ადელ დაზიმმა (იგივე იდინა მენზელმა) ტრავოლტაზე მხიარულად იძია შური და მისი სახელი და გვარი არასწორად გამოაცხადა. თუ ფიქრობთ, რომ ისტორია აქ დამთავრდა, ცდებით. ხუმრობაზე ყველამ გაიცინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტრავოლტა სცენაზე გამოვიდა და იდინას ლოყაზე ხელების ფათური დაუწყო იმის მტკიცებით, რომ მისი სახელი ძალიან კარგად იცოდა, ღიმილი ყველას სახეზე შეახმა. ძნელია ამ მომენტს უყურო და თავი უხერხულად არ იგრძნო.
2015 წლის დაჯილდოვებაზე, ტრავოლტა უკვე შემჩნეული იყო უცნაური ქცევით წითელ ხალიჩაზეც. როდესაც სკარლეტ იოჰანსონს მიეპარა და ლოყაზე აკოცა. მსახიობის გულშემატკივრებში ამ ჟესტმა შეშფოთება გამოიწვია, მაგრამ როგორც თავად სკარლეტმა განმარტა, ეს მეგობრული კოცნა იყო და არანაირ უხერხულ სიტუაციას ადგილი არ ჰქონია.
4. ნიკოლ კიდმანის ტაში
ნიკოლ კიდმანის ტაში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა და ყველასთვის საყვარელი გიფი გახდა. ამ უცნაურ მომენტზე მან ელენის შოუშიც კი ისაუბრა. "ნიკოლ, არ იცი ტაში როგორ დაუკრა", — ხუმრობით ჰკითხა ელენმა მას.
მსახიობმა უცნაური ტაში ჯერ კამერის ლინზას დააბრალა, შემდეგ კი ახსნა, რომ მას ძვირადღირებული სამკაული ეკეთა, რომლის დაზიანებაც არ უნდოდა, რადგან ღამის 12 საათზე უკან უნდა დაებრუნებინა, შესაბამისად ასეთი ტაში მივიღეთ. შემდეგ კი კიდმანმა ყველას დასანახად დაუკრა ტაში და იხუმრა, რომ ამ დროის განმავლობაში ბევრს ვარჯიშობდა და ახლა იცის, როგორ გააკეთოს ეს.
5. არმი ჰამერი ჰოთდოგის იარაღით
სანამ არმი ჰამერს კანიბალიზმში დაადანაშაულებდნენ, ის ყველასთვის საყვარელი მსახიობი იყო და ჰოთდოგის იარაღიდან გულშემატკივრებს მაისურებს ესროდა.
2018 წლის დაჯილდოვებაზე წამყვანმა ჯიმი კიმელმა, გადაწყვიტა კინოთეატრის მაყურებლებისთვის სიურპრიზის მოწყობა. მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ გვერდითა დარბაზში ოსკარების ცერემონია მიმდინარეობდა. ჯიმიმ რამდენიმე მსახიობი ჩუმად შეიყვანა დარბაზში.
სიურპრიზი ნამდვილად წარმატებული გამოვიდა, მაგრამ არმი ჰამერის მიერ, დიდი ჰოთდოგის იარაღით, დარბაზში მყოფი საზოგადოებისთვის მაისურების სროლამ მაყურებლისგან უცნაური რეაქციაც დაიმსახურა. გულშემატკივრების აზრი ორად გაიყო, ზოგისთვის ეს სახალისო მომენტი იყო, ზოგმა დამამცირებლად და დისკრიმინაციულად მიიჩნია.
6. სემ სმიტს ეგონა, პირველი გეი იყო, რომელმაც ოსკარი მიიღო
2016 წელს სემ სმიტმა ოსკარი აიღო საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში, სამადლობელო სიტყვაში მან თქვა "რამდენიმე დღის წინ წავიკითხე იენ მაკელენის სტატია, სადაც იგი ამბობს რომ ღიად გეი კაცსს, ჯერ ოსკარი არ აუღია, ამიტომ მინდა, ეს გამარჯვება მივუძღვნა ლგბტ თემის წარმომადგენლებს".
როგორც აღმოჩნდა, იენი საუბრობდა მსახიობებზე და არა ზოგადად სხვა კატეგორიებზე. მსახიობმა თავისი ინტერვიუ ტვიტერზე განმარტა. მისი თქმით, შეცდომის მიუხედავად, ის ამაყობს სემ სმიტის გამარჯვებით და კიდევ ერთხელ ულოცავს მას.
სემ სმიტი თავის შეცდომას მალე მიხვდა და ბოდიში მოიხადა.
7. შონ პენის უკბილო ხუმრობა
კიდევ ერთი უხერხული სიტუაცია 2015 წლის დაჯილდოებიდან, ამჯერად ბოლო კატეგორიის გამოცხადების დროს შეიქმნა. მას შემდეგ რაც შონ პენმა კონვერტი გახსნა და Birdman საუკეთესო ფილმად დაასახელა, თან იხუმრა "ვინ მისცა ამ ნაბიჭვრებს ვიზა". დარბაზში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
შონ პენის გასამართლებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი რეჟისორის დიდი ხნის მეგობარია და მის ფილმშიც უთამაშია, თუმცა ეს ხუმრობა ნამდვილად უადგილო იყო.
8. ჯენიფერ ლოურენსის წაქცევა
მოუხერხებელმა ჯენიფერ ლოურენსმა ორი საყვარელი მომენტი გვაჩუქა უხერხული სიტუაციების მოყვარულებს. ჯერ 2013 წელს, როდესაც ოსკარი აიღო და სცენაზე ასვლამდე კიბეზე ფეხი აუცურდა. ეს ილეთი მსახიობმა 2014 წელს უკვე წითელ ხალიჩაზე გაიმეორა და ამჯერად მის წინ მიმავალ ქალს ზურგზე ჩამოეკიდა.
9. პარაზიტის შემოქმედებითი ჯგუფისთვის შუქის ჩაქრობა
2020 პარაზიტის ისტორიული გამარჯვების შემდეგ, შემოქმედებითი ჯგუფი სცენაზე ავიდა. რამდენიმე მათგანმა სამადლობელო სიტყვა თქვა, თუმცა ჯერ კიდევ ყველას არ ჰქონდა გამოსვლა დასრულებული, როდესაც დარბაზში შუქი ჩააქრეს და მიკროფონი დაბლა დაწიეს, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მათი დრო ამოიწურა.
დამსწრე საზოგადოებას ეს არ მოეწონა და მიკროფონის უკან დაბრუნება მოითხოვეს. პირველი ტომ ჰენკსი წამოხტა, მას შარლიზ ტერონი და მარგო რობიც აჰყვნენ. საბოლოოდ შუქი ისევ აინთო და პროდიუსერებს სიტყვის დასრულების საშუალება მიეცათ.
10. საუკეთესო ფილმის შეცდომით გამოცხადება
რა თქმა უნდა, არ არსებობს ოსკარების უხერხული მომენტების სია ამ გაუგებრობის გარეშე. 2017 წლის დაჯილდოება ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დასასრული, როდესაც საუკეთესო ფილმად ჯერ La La Land დაასახელეს, შემდეგ კი გამარჯვებული Moonlight-ი აღმოჩნდა.
ბონი და კლაიდის როლის შემსრულებლებს, უორენ ბიტს და ფეი დანაუეს, არასწორი კონვერტი მისცეს. მსახიობები ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, თუმცა 2018 წელს მათ სიმბოლურად, შეცდომის გამოსწორების საშუალება მეორედ მიეცათ: ამჯერად არანაირი შეცდომა არ მოსვლიათ — გილერმო დელ ტორომ ყველაფერი გადაამოწმა.
რაც არ უნდა უხერხული ყოფილიყო ეს მომენტი, დამსწრე საზოგადოების რეაქციების ყურება, ნამდვილად ძალიან სახალისოა.
ამ მოვლენას ჯეი ზიმ სიმღერაც კი მიუძღვნა:
-
ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია, პოზიციაზე დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ, მუშაობას ოფიციალურად შეუდგება საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია, პოზიციაზე დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ, მუშაობას ოფიციალურად შეუდგება
გადახედვა
-
ევროკომისიამ AliExpress €550 მლნ-ით დააჯარიმა — პლატფორმაზე არალეგალური და სახიფათო ნივთები ვრცელდებოდა ევროკომისიამ AliExpress €550 მლნ-ით დააჯარიმა — პლატფორმაზე არალეგალური და სახიფათო ნივთები ვრცელდებოდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს | ფოტოები ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს | ფოტოები
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ პაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ
გადახედვა
-
ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
-
პროკურატურა თელავში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს პროკურატურა თელავში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძის მიმართ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს
გადახედვა
-
ჩინეთმა 29 ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის ალიანსი წამოიწყო — რა არის WAICO? ჩინეთმა 29 ქვეყნის ხელოვნური ინტელექტის ალიანსი წამოიწყო — რა არის WAICO?
გადახედვა
-
საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ავტო ფესტივალს თბილისი აუთლეტ ვილიჯი უმასპინძლებს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ავტო ფესტივალს თბილისი აუთლეტ ვილიჯი უმასპინძლებს
-
როდის იძენს ნაყოფი ცნობიერებას? — შესაძლოა, პასუხს მივუახლოვდით როდის იძენს ნაყოფი ცნობიერებას? — შესაძლოა, პასუხს მივუახლოვდით
გადახედვა
-
ტრამპი კონგრესს მოუწოდებს, ლინდსი გრემის მიერ წარდგენილ სანქციების კანონპროექტს ირანიც დაამატონ ტრამპი კონგრესს მოუწოდებს, ლინდსი გრემის მიერ წარდგენილ სანქციების კანონპროექტს ირანიც დაამატონ
გადახედვა
-
უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს უიშვიათესი აღმოჩენა: 450 მილიონი წლის ნამარხში რბილი ქსოვილი იპოვეს
გადახედვა
-
შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ზღვის წყლიდან მინერალების გამოყოფა შეიძლება შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომლითაც ზღვის წყლიდან მინერალების გამოყოფა შეიძლება
გადახედვა
-
რომელმა ქვეყანამ გამოიწვია გასულ წელს ყველაზე მეტი ემისია? რომელმა ქვეყანამ გამოიწვია გასულ წელს ყველაზე მეტი ემისია?
გადახედვა
-
ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა
გადახედვა
-
სპეციალურად უტრირება კონკრეტული ეროვნების, საქართველოს ეკონომიკურ ინტერესში არ შედის" — ცოტნე ანანიძე კახეთის ინციდენტზე სპეციალურად უტრირება კონკრეტული ეროვნების, საქართველოს ეკონომიკურ ინტერესში არ შედის" — ცოტნე ანანიძე კახეთის ინციდენტზე
გადახედვა
-
SJC ბოლო თვეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ შემთხვევებს ეხმაურება SJC ბოლო თვეებში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ შემთხვევებს ეხმაურება
გადახედვა
-
ჩინეთმა AI "შეყვარებულები" აკრძალა — მომხმარებლები მათთან განშორებას განიცდიან ჩინეთმა AI "შეყვარებულები" აკრძალა — მომხმარებლები მათთან განშორებას განიცდიან
გადახედვა
-
6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა 6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა
გადახედვა










კომენტარები