"ბეტონის ქალაქის სიზმრები" — კომბინიზონა 2021 წლის კოლექციას წარადგენს
ფოტო: ISF Georgia
სამკერვალო ფაბრიკა ISF GEORGIA და მულტიბრენდი კომბინიზონა 2021 წლის ახალ კოლექციას წარადგენს. "ბეტონის ქალაქის სიზმრები", — ასე ეწოდება ნამუშევრების ერთობლიობას, რომელიც სოციალური კამპანიის ხასიათსაც ატარებს.
"ვამაყობ, რომ ქსოვილების სრული უმრავლესობა სპეციალურად კოლექციისთვის შეიქმნა ჩემი ნახატებით და სამყაროში არსად ანალოგი არ გააჩნია", — ამბობს კრეატიული დირექტორი, განო მელითაური.
განომ საკუთარი "ფერბის კვლევის" მიხედვით შექმნილი ჩანახატები გააციფრულა და უმაღლესი ხარისხის სუბლიმაციური პრინტით ქსოვილებზე გადაიტანა.
ბრენდმა ურბანული პრობლემები და პანდემიის გამოწვევები მრავალფუნქციური ტაქტიკურ შარვლებზე, უნისექს ქურთუკებსა და ელეგანტური კაბებზე მკვეთრი დისონანსით, ქსოვილზე ხელნაკეთი ნახატებით, სტილის შეუსაბამობითა და თავზე ჩამოცმული ყვავილებიანი ბადე-აირწინაღებით გამოხატა.
კოლექციის უმრავლესობა ნატურალური ქსოვილებისგანაა შექმნილი. რადგან ბრენდს ნატურალურ ქსოვილებისთვის შესაფერისი პრინტის დანადგარი არ გააჩნდა, არქიტექტურული ხაზები განომ ჯერ სათითაოდ, ხელით დახაზა პირდაპირ ქსოვილზე, შემდეგ კი ფერადი გვირისტებით საბოლოო სახე მისცა.
"ყოველთვის ვცდილობ საზოგადოებასთან დიალოგის და გამოხატვის საინტერესო, მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი და ინოვაციური ფორმები მოვძებნო. უხარისხო პრინტი ნატურალურ ქსოვილზე ზედმეტად ბანალური იქნებოდა. ბეტონის და უჟანგბადობის პრობლემა რამდენადაც ზოგადია, იმდენად პირადულია და, წესით, თითოეულ ჩვენგანს ეხება. ამიტომაც, კოლექციაშიც საკუთარი სათქმელის და იდეების ვიზუალიზაცია ფიზიკურად განვახორციელე", — აღნიშნავს განო.
ბრენდის ყველა მოდელი კრეატიული დირექტორის მიერ 2016 წელს ვარშავის უნივერსიტეტის სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში ჩატარებული მასშტაბური სამეცნიერო კვლევის — "ფერების მიმღებლობა, მითები, დასკვნები და რეკომენდაციები" — მიხედვით იქმნება და თერაპიული დატვირთვა გააჩნია.
კომპანიის განცხადებით, ფერების სხვადასხვა კოქტეილებით შექმნილ ლუქებს არც ევროპაში და არც ამერიკაში ანალოგი არ აქვს და მთავარ მესიჯს — "ფერების არქიტექტურა ბედნიერებისთვის" — ამართლებს.
"ბეტონის ქალაქის სიზმრები" 30 აპრილს, თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ვირტუალურ ჩვენებაზე წარდგება. ბრენდის წარმომადგენლების თქმით, დაგვიანებული რეგისტრაციის მიუხედავად, კოლექციამ ორგანიზატორების დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა. ამასთან, ბრენდით დაინტერესებულია არაერთი საერთაშორისო შოურუმიც.
ფოტო: ISF GEORGIA / Enterpreneur
ISF GEORGIA 2017 წელს დაარსდა. იგი ქართული მოდის ინდუსტრიაში ინოვაციური და ინკლუზიური მიდგომების დანერგვას ცდილობს. ინოვაციური სამკერვალო საწარმო ერთადერთია ევროპაში, რომელიც ფერების კვლევაზე დაყრდნობით უნიკალურ თერაპიულ სამოსს ქმნის. ISF GEORGIA საქართველოში დღეისათვის ერთადერთი ადაპტური/საორსულე ბრენდ კომბინიზონას და სამედიცინო ეკიპირების და დამცავი აქსესუარების ბრენდ ალიკაპის შემქმნელიცაა.
კომბინიზონამ 2019 წლიდან გააფართოვა არეალი და დღეს პირველი და ერთადერთი ადაპტური და საორსულე სამოსის მწარმოებელი ბრენდია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. იგი ქმნის ფერად, მრავალფუნქციურ, კომფორტულ სამოსსა და აქსესუარებს როგორც ქალებისთვის, ბავშვებისთვის და თინეიჯერი მეამბოხე ახალგაზრდებისთვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა

კომენტარები