Android 12 აპლიკაციებს უნივერსალური ძებნის საშუალებას მისცემს
ანდროიდი გუგლის ოპერაციული სისტემაა და გასაკვირი არ არის, რომ მასში ძებნას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თუმცა სისტემის ერთ-ერთი საინტერესო ფუნქცია — ძებნა ერთდროულად ინტერნეტსა და თქვენსავე აპლიკაციებს შორის — მხოლოდ გუგლის ლანჩერისა და ვიჯეტისთვის იყო ხელმისაწვდომი.
როგორც Android 12-ის დოკუმენტაციიდან ვიგებთ, შესაძლოა ეს ფუნქცია სხვა ლანჩერებსა და აპლიკაციებშიც ვიხილოთ.
უკეთ რომ მივხვდეთ, როდესაც რაიმეს მოსაძებნად Pixel Launcher-ს ან უბრალოდ გუგლის ვიჯეტს ვიყენებთ, შედეგებში აუცილებლად შევხვდებით ჩვენს აპლიკაციებსაც.
ამ ფუნქციას სხვა ლანჩერები, მაგალითად Nova Launcher ვერ იყენებს. განახლება Niagara Launcher-ის დეველოპერებმა შეამჩნიეს და ტვიტერზე დაწერეს.
როგორც დოკუმენტაციიდან ვიგებთ, "AppSearchManager" API ნებისმიერ აპლიკაციას აძლევს უფლებას გამოიყენოს ცენტრალიზებული AppSearch ინდექსი. ეს იმას ნიშნავს, რომ საძიებო სისტემა აპლიკაციებს შიგნითაც დაინახავს ფაილებს და შედეგებს პირდაპირ მოგაწვდით. ეს ფუნქცია ძალიან გავს ძიების იმ მეთოდს, რასაც Windows და MacOS იყენებს.
კომენტარები