თებერვლის Velvet Session - კოტე კალანდაძის აკუსტიკური ლაივი Blue Velvet-ში
კვირას, 19 თებერვალს, 9 საათზე, Velvet Session გამართავს მუსიკოსი კოტე კალანდაძის აკუსტიკურ სესიას.
ი. აბაშიძის ქ. #22-ში მდებარე კაფე Blue Velvet ერთი დღით მუსიკალურ სივრცედ გარდაიქმნება და მყუდრო გარემოში უმასპინძლებს საღამოს.
ცოცხალი სესიის დაწყებამდე შესაძლებელი იქნება არტისტთან და პროექტის ავტორებთან გასაუბრება.
კოტე კალანდაძე 90-იანი წლებიდან მოყოლებული ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენის ერთ-ერთი წამყვანი არტისტია. მას ჰყავდა საკუთარი ბენდები S.P.I.D (Sick People In Dreams), რუსულენოვანი პროექტი Небо СССР, სოლო პროექტი Парашютки, ამჟამად კი უკრავს ელექტრო აკუსტიკურ ჯგუფში Lady Heroine.
2015-16 წლებში კოტემ ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო ქართველი მუსიკოსების შესახებ ახლა მუშაობს სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე დრამერი.
Velvet Session მუსიკის გარშემო აგებული ახალი პროექტია. ხავერდოვანი ცოცხალი სესიების სერია მიზნად ისახავს შექმნას საუკეთესო პირობები ხარისხიანი შესრულებისთვის, უზრუნველყოს უშუალო კომუნიკაცია არტისტსა და მსმენელს შორის სახელდახელოდ შერჩეულ სივრცეებში და ბიძგი მისცეს ახალი ქართული სცენის ჩამოყალიბებას.
ცოცხალი სესიები გაიმართება თვეში ერთხელ, თითოეული ღონისძიების გარშემო დამზადდება მაღალი ხარისხის აუდიო ვიდეო ჩანაწერი და განთავსდება პროექტის ვებგვერდზე.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
კომენტარები