პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.

ის ამ თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. პაპუაშვილის დანიშვნის მომხრე იყო 83 დეპუტატი, წინააღმდეგი — არავინ.