ახალი აღმოჩენა — ბუნებრივი ცილა ალერგიებსა და ავტოიმუნურ დაავადებებს აჩერებს
მილიონობით ადამიანს ჰიპერსენსიტიური იმუნური სისტემა აქვს, რაც ბევრისთვის ნიშნავს, რომ ხანდახან საკუთარ სხეულს ებრძვიან.
მარტივი ალერგიებიდან დაწყებული, სიცოცხლისთვის საშიში ანაფილაქსისით და ავტოიმუნური დაავადებებით დამთავრებული, იმუნური სისტემა, რომელიც ჩვენ დასაცავადაა შექმნილი, შეიძლება ჩვენ "წინააღმდეგ" წავიდეს. ახლა, ამ პრობლემის მოგვარებასთან უფრო ახლოს ვართ.
ტრანსგენური თაგვების და ადამიანის ნუშისებრი ჯირკვლიდან აღებული უჯრედების დახმარებით, მეცნიერებს ახალი სამხილი აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ჩვენმა სხეულმა თავი დაიცვას იმუნური სისტემის "შეცდომებისგან", როგორიცაა ასთმა, სხვადასხვა საკვებისადმი ალერგია და მგლურა.
"80-ზე მეტი ავტოიმუნური დაავადება არსებობს, ბევრი მათგანის ქონის შემთხვევაში, ანტისხეულები ადამიანების ქსოვილს უტევენ, იმის მაგივრად, რომ პათოგენებისგან, ვირუსებისგან და ბაქტერიებისგან დაგვიცვას", — ამბობს იმუნოლოგი პაულა გონცალეზ-გიფუეროა.
"ჩვენ ვიპოვეთ ნეურიტინი, რომელიც "მატყუარა" პლაზმური უჯრედების ფორმაციას უშლის ხელს. სწორედ ეს პლაზმური უჯრედები წარმოქმნიან მავნე ანტისხეულებს", — დასძენს ის.
ცნობილიია, რომ იმუნური სისტემის რეგულატორული T უჯრედები ისეთი ანტისხეულების შეზღუდვაში გვეხმარებიან, რომლებიც საკუთარ თავს უტევენ. T უჯრედები IgE-ის (იმუნოგლობინ E) რეგულრიებაშიც გვეხმარება, ეს უკანასკნელი კი ალერგიების საპასუხოდ, ჰისტამინის გამოყოფაზეა პასუხისმგებელი. თუმცა, ამ რეგულატორული მექანიზმის დეტალები აქამდე ჩვენთვის უცნობი იყო.
გონცალეზ-გიუეროამ და მისმა გუნდა კი შესაძლო მიზეზს მიაგნო.
სპეციალური უჯრედებით, ეგრეთ წოდებული ფოლიკულარული რეგულატორული T უჯრედები (Tfr) ნეურინ ტუმბავენ, რომელიც IgE-ის წარმოებას ამცირებს და ზღუდავენ პროცესს, რომლის ფარგლებშიც იმუნური უჯრედები საკუთარ თავს უტევენ.
მეცნიერებმა გენეტიკურად მოდიფიცირებული თაგვები გამოიყვანეს, რომლებსაც ნეურიტინი აკლდათ. გაირკვა, რომ ასეთ თაგვებში ანაფილაქსური შოკის რისკი მნშვნელოვნად იზრდებოდა, როცა მეცნიერებს მათ კვერცხიდან აღებულ ალბუმინს აძლევდნენ. ეს გენმოდიფიცირებული თაგვები Tfr უჯრედების ნაკლებობის გამო ვერ აწარმოებდნენ ნეურიტინს.
თუმცა, როდესაც მკვლევრებმა თაგვებს ნეურიტინი შეუყვანეს, თაგვები გამოჯანმრთელდნენ.
მეცნიერები ეჭვობენ, რომ ადამიანებშიც მსგავსი მექანიზმი მოქმედებს, რისთვისაც ნეურიტინის შემადგენლობა ნუშისებრი ჯირკვლის უჯრედებში გამოიკვლიეს. თუმცა, ადამიანის იმუნური სისტემის და ნეურიტინის ურთიერთქმედების უფრო დეტალური შესწავლა დამატებით კვლევას საჭიროებს.
თუ მომდევნო კვლევა წარმატებული იქნა და იგივე ბიოლოგიური მექანიზმი ადამიანებშიც აღმოჩნდა, ეს ძალიან დიდი მიღწევა იქნება. საუბარია არა ახალი წამლის შექმნაზე, არამედ ავტოიმუნური დაავადებების და ალერგიების სრულ გადააზრებაზე.
კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები