ვაქცინაციის მიერ გადარჩენილი სიცოცხლე საქართველოსა და მსოფლიოში
ფოტო: BBC Video
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა FactChek-ზე.
ავტორი: ლიკა ხუციბერიძე
ვაქცინაცია მედიცინის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ვაქცინაციის საშუალებით, ყოველწლიურად, 2-3 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება. გლობალურად ვაქცინაციის მასშტაბების გაზრდის შემთხვევაში, დამატებით 1,5 მილიონი ადამიანი გადარჩებოდა.
ვაქცინაცია მილიონობით ადამიანს ისეთი მძიმე დაავადებებისგან და მისგან გამოწვეული სიკვდილისგან იცავს, როგორებიცაა: პოლიომელიტი, წითელა, წითურა, ყივანახველა, ტეტანუსი, დიფტერია, ჩუტყვავილა, ყბაყურა, ცოფი, B ჰეპატიტი, გრიპი და ა.შ.
დაავადებები, რომელთა დამარცხებაც მსოფლიომ ვაქცინით შეძლო
მსოფლიოში პირველი ვაქცინის შექმნა ინგლისელი ექიმის, ედუარდ ჯენერის სახელს უკავშირდება, რომელმაც 1796 წელს ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა. ყვავილის ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი დაავადება იყო. 1967 წელს გლობალური იმუნიზაცია დაიწყო და, საბოლოოდ, 1977 წელს ვირუსი პრაქტიკულად აღარ არსებობდა. 1980 წელს კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ყვავილის ვირუსის აღმოფხვრის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
პოლიომელიტი
პოლიომელიტი, რომელიც პოტენციურად მომაკვდინებელი მწვავე ვირუსული დაავადებაა და ყველაზე რთული ფორმით — ადამიანის პარალიზებით ვლინდება, ვაქცინაციის შედეგად აშშ-ში სრულიად აღმოიფხვრა. 1979 წლის შემდეგ პოლიომელიტით ინფიცირების არცერთი ადგილობრივი შემთხვევა ამერიკაში არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება მსოფლიოს, ვაქცინაციის შედეგად 1988 წლის შემდეგ დაავადების ინციდენტობა 99%-ზე მეტით შემცირდა. 1988 წელს პოლიომელიტის 350 000 შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წელს კი — მხოლოდ 175 შემთხვევა. 2020 წლის მონაცემებით, პოლიომელიტისადმი ენდემურ კერებად მხოლოდ ორი ქვეყანა (ავღანეთი და პაკისტანი) რჩება, მაშინ როდესაც 1988 წელს ის 125 ქვეყანაში იყო გავრცელებული. საქართველოში 1988 წელს პოლიომელიტის ერადიკაციის პროგრამა დაიწყო, რომლის წყალობითაც, 2002 წელს საქართველო პოლიომელიტისგან თავისუფალ ტერიტორიად გამოცხადდა.
წითელა
წითელა მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გადამდებ დაავადებად ითვლება. იმუნიზაციის შედეგად, მსოფლიოში 2000-2018 წლებში წითელათი გარდაცვალების მაჩვენებელი 73%-ით შემცირდა. UNICEF-ის მონაცემებით, ამ პერიოდში წითელას ინფექციას 23,2 მილიონი ბავშვის სიცოცხლე გადაურჩა. ვაქცინაციის მნიშვნელობა განსაკუთრებით კარგად ისეთ შემთხვევებში ჩანდა, როცა გარკვეული მიზეზებით (რომელიმე წელს) იმუნიზაციის პროცესი ვარდებოდა. მაგალითად, წითელას ვაქცინის უსაფრთხოების დამადასტურებელი სანდო მტკიცებულებების მიუხედავად, ბევრი მშობელი შვილის აცრისგან თავს მაინც იკავებდა. შედეგად, 1992 წლის შემდეგ, 2019 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წითელას ყველაზე დიდი აფეთქება განიცადა. CDC-ის თანახმად, ინფიცირებულთა უმეტესობას MMR ვაქცინაცია ჩატარებული არ ჰქონდა. საქართველოში წითელა სავალდებულო რეგისტრაციას და ეპიდზედამხედველობას ექვემდებარება. საინტერესოა, რომ 2013 წელს წითელათი ავადობის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იმატა. პიკი 2008 წელს იმუნიზაციის პროცესის ჩავარდნით იყო განპირობებული, რამაც მოსახლეობის არაიმუნური ფენის დაგროვებას და 2013 წელს წითელათი ავადობას შეუწყო ხელი.
პაპილომავირუსი
პაპილომავირუსი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია, საშვილოსნოს ყელის კიბო გამოიწვიოს. CDC-ის მონაცემებით, პაპილომავირუსით გამოწვეული ინფექციები და საშვილოსნოს ყელის სიმსივნეები ვაქცინის გამოყენების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა — კონკრეტულად, ვაქცინირებულ თინეიჯერ გოგოებში 86%-ით, ახალგაზრდა ქალებში 71%-ით, ხოლო ზრდასრულ ქალებში კი 40%-ით დაეცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ვაქცინაციის წყალობით საშვილოსნოს ყელის კიბოს სრულიად აღმოფხვრაა შესაძლებელი. იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის (GAVI) მხარდაჭერით, საქართველოში 2017 წლიდან საშვილოსნოს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
დიფთერია
დიფთერია ერთ-ერთი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც მოიცავს რესპირატორულ და ნევროლოგიურ სიმპტომებს და უარეს შემთხვევაში — სიკვდილს იწვევს. CDC, ადრეული ასაკიდან დაწყებული ვაქცინაციის წყალობით, დიფთერიას დიდი ხნის წინათ არსებულ დაავადებად მოიხსენიებს. ვაქცინა, სახელწოდებით DTaP დიფთერიის, ტეტანუსისა და ყივანახველასგან იცავს. აშშ-ში 2004 წლიდან 2015 წლამდე დიფტერიის მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა. დედათა და ახალშობილთა ტეტანუსი კი, რომელიც ძალზე ფატალურია, 2019 წლის 12 ივლისისთვის 12 ქვეყანაში აღმოიფხვრა. საქართველოში ბოლო წლებში დიფთერიის მხოლოდ ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა.
Hib (ჰემოფილუს ინფლუენცა)
Hib (ჰემოფილუს ინფლუენცა) ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც ძირითადად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება. მას ბავშვთა იმუნური სისტემისა და ტვინის სერიოზული დაზიანება, სმენის დაკარგვა ან სიკვდილის გამოწვევა შეუძლია. ვაქცინის წყალობით უკვე არც ეს დაავადებაა ფართოდ ცნობილი. ამერიკაში ვაქცინაციამდე ყოველწლიურად 20 000-ზე მეტი ბავშვი ინფიცირდებოდა, 2019 წელს კი მხოლოდ 14 შემთხვევა გამოვლინდა.
აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ ვაქცინაციით არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებსაც ვიცავთ. ჩვენ ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც შეიძლება ალერგიით გამოიხატებოდეს, ვაქცინაციით ვერ სარგებლობენ. ამიტომ ისინი მათ გარემოცვაზე არიან დამოკიდებულნი, თუ რამდენად დიდია მათ შორის ვაქცინირებულთა რიცხვი (ვაქცინირებული პირები ვირუსს ნაკლებად ავრცელებენ).
ნებისმიერი ვაქცინის გამოყენების დაწყების დღიდან, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ და ამ ეფექტის სიმძიმეს ადგენენ. ასევე აცრილი ადამიანებისგან შემოსულ შეფასებებს აანალიზებენ. ვაქცინის უსაფრთხოება კრიტიკული მნიშვნელობისაა და შესაბამისად, რეგულარული შეფასებები და დამტკიცების შემდგომი კლინიკური კვლევები ტარდება, რომლებიც ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტიანობის პარამეტრების დასადგენად არის მიმართული.
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
-
ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს ხომ იცით, რომ მუსიკოსი ვარ? — ტრევის სკოტი კრისტოფერ ნოლანის ზარს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები