კვიპროსში სიმღერის გამო დაწყებული აქცია სინოდის მოთხოვნით გრძელდება
ფოტო: Panik Records | Petros Karadjias / AP Photo
ჯვრებით, ხატებითა და ტრანსპარანტებით შეიკრიბა კვიპროსში მცხოვრები ადამიანების ნაწილი დედაქალაქ ნიქოზიაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან.
"ქრისტე ხსნაა, ეშმაკი — წარწყმენდა" — წერია დემონსტრანტების ტრანსპარანტებზე. "ეშმაკი", ამ შემთხვევაში, ქვეყნის სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მონაწილე მომღერლის, ელენა ცაგრინუს, სიმღერას აღნიშნავს, რომელსაც სწორედ El Diablo (ესპ. "ეშმაკი") ჰქვია.
პროტესტის მიზეზი სიმღერაა, მიზანი კი — მისი მოხსნა მუსიკალური კონკურსიდან. ყველაფერი ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დაიწყო, როცა სიმღერის გამოსვლიდან რამდენიმე საათში ინტერნეტმომხმარებლებმა კვიპროსში პეტიცია შექმნეს, ულტრამემარჯვენე პარტიებმა კი ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც სიმღერა შეარჩია, მისი კონკურსიდან მოხსნისკენ მოუწოდეს.
მაშინ პოლიციამ მაუწყებლის შენობების დაცვა გააძლიერა, რადგან ინტერნეტსივრცეში მისი დაწვის მუქარები გაჩნდა. ამჯერად, შენობასთან ოჯახებით შეკრებილი პროტესტანტები ირწმუნებიან, რომ სიმღერა "სატანის თაყვანისცემისკენ მოწოდებაა" და მისი კვიპროსის სახელით მონაწილეობა "ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის" ინტერესებს ლახავს.
ინტერესების შემლახავად აქციის მონაწილეები სიმღერის ტექსტს მოიაზრებენ: "I gave my heart to el diablo" ("ჩემი გული ეშმაკს ვუბოძე").
ფოტო: Petros Karadjias / AP Photo
ფოტო: Petros Karadjias / AP Photo
პროტესტს გამოეხმაურა კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიაც. ქვეყნის წმინდა სინოდის განცხადებით, სიმღერა "არსებითად ეშმაკისადმი ადამიანის მორჩილების დამღუპველ იდეას ასხამს ხოტბას". ეკლესიამ ასევე მოუწოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, მოხსნან კომპოზიცია კონკურსიდან და მის ნაცვლად ქვეყნის "ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და ღირებულების" გამომხატველი სიმღერა გაგზავნონ როტერდამში დაგეგმილ მუსიკალურ შეჯიბრებაზე.
აღსანიშნავია, რომ პროტესტმა რამდენიმე შემთხვევაში რადიკალური სახეც მიიღო. გასულ კვირას კვიპროსის პოლიციამ დააკავა ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეიჭრა და "ქრისტიანობისათვის მკრეხელური სიმღერის" ევროვიზიაზე მონაწილეობა მუქარით გააპროტესტა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავჯდომარემ, ანდრეას ფრანგოსმა განმარტა, რომ ისინი სიმღერის შეცვლას არ აპირებენ. თუმცა, ეცდებიან, მისი "მესიჯი" და შინაარსი უფრო ნათელი გახდეს ყველასთვის.
შინაარსი, სიმღერის ავტორების და მაუწყებლის თქმით, ტოქსიკურ ურთიერთობაში მყოფ ქალსა და მის წარუმატებელ მცდელობაზეა, თავი დაიძვრინოს სტოკჰოლმის სინდრომისა და პარანოიისგან.
საკუთარი სიმღერის მნიშვნელობის ახსნა უწევს მომღერალსაც.
"სიმღერას ძალიან ძლიერი მესიჯი აქვს, რომელიც ძალადობის ნებისმიერ ფორმას, მათ შორის El Diablo-ში ნახსენებს, ეწინააღმდეგება", — ამბობს ელენა ცაგრინუ, რომელიც მისივე თქმით, თავს ქრისტიანად მოიაზრებს, — "მაშინ, როდესაც #MeToo კამპანია განსაკუთრებით აქტუალურია, ვფიქრობ, სიმღერის მესიჯი მეტად რელევანტური იქნება არა მხოლოდ კვიპროსში, არამედ მთელ ევროპასა და მსოფლიოში".
მასობრივ განხილვას ქვეყნის ხელისუფლებაც გამოეხმაურა. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ვიქტორას პაპადოპულოსის თქმით, "მთავრობა სრულიად აღიარებს შემოქმედებით, ინტელექტუალურ და ხელოვნების გამოხატვის თავისუფლებას, რომლის არასწორი ინტერპრეტაციით შეზღუდვა მიზანშეუწონელია".
იგივე აზრზეა ცაგრინუც, რომლის სიმღერაც, სამშობლოში მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ევროვიზიის ფანების აპლიკაციის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.
"მუსიკა გვაერთიანებს და გვაძლიერებს. მოდით, ამაზე და ჩვენ გარშემო არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებზე ვკონცენტრირდეთ და არასწორი ინტერპრეტაციები და ბნელი აზრები დავივიწყოთ", — დასძენს მომღერალი.
ფოტო: EBU
რიგით 65-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს 18, 20 და 22 მაისს გაიმართება როტერდამში.
ყოველწლიურ მასშტაბურ მუსიკალურ შეჯიბრებაში, რომელსაც 180 მილიონი მაყურებელი ადევნებს თვალს, წელს 40 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. მათ შორისაა საქართველოც. ჩვენს ქვეყანას კონკურსზე თორნიკე ყიფიანი წარადგენს, საკუთარი სიმღერით You.
სიმღერისა და მასზე შექმნილი ვიდეოკლიპის პრემიერა მარტის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.
-
ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან" ხელოვნურ ინტელექტს ყველაფერს უჯერებთ? — MIT-ის ანგარიშის მიხედვით, სტუდენტები AI-სთან "გონებრივად ნებდებიან"
გადახედვა
-
პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს პოლონეთის საგარეო უწყება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს
გადახედვა
-
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
-
კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა
გადახედვა
-
AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის? AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის?
-
კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს
გადახედვა
-
ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის
-
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს
გადახედვა
-
გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო
გადახედვა
-
წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება? წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება?
გადახედვა
-
39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე
გადახედვა
-
EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
გადახედვა
-
ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია
გადახედვა
-
ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი
გადახედვა
-
ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა ekalata.gov.ge-ს სუპერმარკეტების ორი ქსელი: "სუფთა სახლი" და "ევრო პროდუქტი"დაემატა
გადახედვა
-
"ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში "ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში
გადახედვა
-
დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ
გადახედვა
-
NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია" NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები