მეცნიერთა თქმით, დედამიწის ჩრდილოეთ პოლუსზე, ისტორიაში პირველად დაფიქსირდა "კოსმოსური ქარიშხალი". 1 კილომეტრამდე სიფართის ეს მასიური პლაზმა ჩრდილოეთ პოლუსიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის სიმაღლეზე დაფიქსირდა. ამის შესახებ მეცნიერები ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულ კვლევაში საუბრობენ.

"აქამდე დაუდასტურებელი იყო კოსმოსური პლაზმის ქარიშხლები საერთოდ არსებობდა, თუ არა. ამიტომ, ამის დამტკიცება და აღმოჩენა არაჩვეულებრივია", — ამბობს მაიკ ლოკვუდი, კვლევის თანაავტორი.

ეს მოვლენა 2014 წლის აგვისტოს თანამგზავრმა გადაიღო. კოსმოსური ქარიშხლიდან კი წყლის ნაცვლად ელექტრონები "წვიმდა" და ის 8 საათს გაგრძელდა.

"ტროპიკული შტორმები ასოცირებულია დიდი რაოდენობის ენერგიასთან, ეს კოსმოსური ქარიშხლები კი უნდა იყოს ფორმირებული სწრაფი და დიდი მოცულობის სწრაფი მზის ქარის ენერგიისგან. ეს დამუხტული ნაწილაკები კი დედამიწის ზედა ატმოსფეროში აღმოჩნდა", — ამბობს ლოკვუდი.

კოსმოსური ქარიშხლის წარმოქმნის პროცესი

ფოტო: University of Reading/Nature Com

მოვლენის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც იქნებოდა შესაძლებელი, რომ არა ერთი გარემოება — ის დაუსახლებელი და ყინულოვანი ჩრდილოეთ პოლუსიდან ჩანდა, საიდანაც ადამიანი მას ვერ დაინახავდა.

კვლევის მიხედვით, ის რომ კოსმოსური ქარიშხალი დედამიწაზე დაბალი გეომაგნიტური აქტივობის დროს გამოჩნდა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს შეიძლება საკმაოდ ხშირი მოვლენა იყოს, როგორც ჩვენს მზის სისტემაში, ასევე, მის გარეთაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭიროა კოსმოსური ამინდის მონიტორინგი გავაუმჯობესოთ.