წარმატებით გამოსცადეს მზის პანელი, რომელიც დედამიწას ელექტროენერგიას კოსმოსიდან გაუგზავნის
მეცნიერთა ჯგუფმა წარმატებით გამოსცადა მზის პანელის პროტოტიპი, რომელსაც კოსმოსიდან ელექტროენერგიის დედამიწის ნებისმიერ წერტილში გაგზავნა შეეძლება.
პანელი, სახელწოდებით Photovoltaic Radio-Frequency Antenna Module (PRAM), რომელიც დაახლოებით პიცის ყუთის ზომაა, პირველად 2020 წლის მაისში გაეშვა.
მნიშვნელოვანია, რომ პანელს შეუძლია მიიღოს უფრო მეტი მზის სხივი, ვიდრე ამას დედამიწაზე შეძლებდა. ჯერჯერობით, პროტოტიპმა დაახლოებით 10 ვატი გამოიმუშავა.
თუმცა, ყველაზე რთული ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის, საუბარია, ენერგიის დედამიწაზე გადაცემაზე. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამას უახლოეს მომავალში შეძლებენ.
გლობალური ტრანსმისია
მსგავსი ენერგიის გადამცემი ტექნოლოგიები, ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, მაგრამ ეს მეთოდი, ნამდვილად ძალიან პერსპექტიულია.
"ის უნიკალური უპირატესობა, რაც მსგავს მზის პანელებს აქვთ, ეს არის გლობალური გადაცემის საშუალება. თუ თქვენ ენერგიას ჩიკაგოს აწვდით, ერთ წამში მისი მიმართვა ლონდონში, ან მსოფლიოს სხვა წერტილებში შეგეძლებათ. ეს გასაოცარია." განუცხადა CNN-ს, აშშ-ს საზღვაო კვლევითი ლაბორატორიის PRAM-ის მთავარმა მკვლევარმა, პოლ ჯაფმა.
მსგავსი სისტემა ძალიან დიდ შესაძლებლობებს იძლევა. მაგალითისთვის, ეს ნიშნავს, რომ სტიქიით დაზარალებული რეგიონების დაუყოვნებელი ენერგიით მომარაგება შეგვეძლება და ეს ყველაფერი უშუალოდ ეპიცენტრში ყოფნის გარეშე.
"შემდეგი ნაბიჯი მასშტაბების გაზრდა იქნება, რის მიხედვითაც, პანელი მეტ ენერგიას დააგროვებს და უფრო მეტ მიკროტალღებად გარდაქმნის". — უთხრა ჯაფმა CNN-ს.
ასევე იხილეთ: კოსმოსურმა მზის ელექტროსადგურებმა, შესაძლოა, ჩვენი ენერგოსაჭიროებები დააკმაყოფილოს
კომენტარები