თალაკვაძე: ერთი სიმღერის არ იყოს — "მივიდნენ მის სანახავადა", ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია მელიას ერთგულია
ფოტო: საქართველოს მთავრობა
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის, რომ დღეს ოპოზიციის ლიდერები, ნაციონალური მოძრაობის ოფისში, ნიკა მელიას მხარდასაჭერად მივიდნენ, სულაც არ ნიშნავს, რომ მისი "ერთგულები" არიან. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.
"მე ვფიქრობ, ნიკა მელია არ არის მთელი ოპოზიციის ლიდერი. ვიტყოდი, რომ ნაციონალურ მოძრაობაშიც ის არ არის ლიდერი, რადგან რეალური ხელმძღვანელი მისი გახლავთ მიხეილ სააკაშვილი. შესაბამისად, დღეს თუ ოპოზიცია გარკვეული განცხადებებით გამოდის და იქ ოფისში მოინახულეს, ერთი ცნობილი სიმღერის არ იყოს — მივიდნენ მის სანახავადა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ოპოზიცია მისი ერთგულია და მის გარშემო არის შემოკრებილი", — განაცხადა მან.
დღეს ნიკა მელიას სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პარალელურად, ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ქართულმა ოცნებამ ნიკა მელიას იმუნიტეტი მეორედაც მოუხსნა, რითიც პროკურატურას ისევ მისცა მისი დაკავების უფლება. მმართველ გუნდში ამ განმარტებას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ მათ არა დაპატიმრების, არამედ პატიმრობის მოთხოვნის უფლება გასცეს და გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი გუნდი პროკურატურას მელიას დაპატიმრების უფლებას აძლევს. 2019 წლის 26 ივნისს 91 ხმით, 0-ის წინააღმდეგ, ქართულმა ოცნებამ იგივე საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მაშინაც მსჯელობის საგანი იყო ნიკა მელიას ბრალდება 20 ივნისის საქმეზე. კენჭისყრის დღეს ოპოზიციის სკამები ცარიელი იყო და მელია მმართველი გუნდის პირისპირ მარტო იჯდა. თუმცა ქართულ ოცნებაშიც არ ყოფილა ყველა "მომხრე". სამმა დეპუტატმა: მირიან წიკლაურმა, რომან კაკულიამ და ბექა ოდიშარიამ მაშინ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს, მარიამ ჯაშმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
მაშინ პროკურატურამ ქართული ოცნებისგან პატიმრობის უფლება მიიღო, სასამართლოსგან კი არა. მელიას გირაო და ელექტრონული სამაჯურის ტარება შეეფარდა, რომელიც ენმ-ის ლიდერმა ერთ-ერთ აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა, რასაც უწყებიდან მორიგი გირაოს გადახდის, გადაუხდელობის შემთხვევაში კი პატიმრობის მოთხოვნა მოყვა. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რადგან მიაჩნია, რომ საქმე პოლიტიზებულია.
ერთკვირიანი ვადა, რომელიც პროკურატურამ მელიას გირაოს გადასახდელად მისცა, ამოიწურა ისე, რომ ენმ-ს თავმჯდომარეს ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებია. სწორედ ამიტომ, პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და ქართულმა ოცნებამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
ნიკა მელიას საქმე
ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით 4-დან 9 წლამდე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის დგება.
პროკურატურა მელიასთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა 2019 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ სხვა შეზღუდვებიც დაუწესა:
- საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
- დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
-
"ფორმულას" ცნობით, გურამ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია "ფორმულას" ცნობით, გურამ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
გადახედვა
-
მეუფე იობი: რუის-ურბნისის კრება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მომავალში მეუფე იობი: რუის-ურბნისის კრება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მომავალში
გადახედვა
-
Fitch-მა ბაზისბანკისა და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი პოზიტიურ დონემდე გაზარდა Fitch-მა ბაზისბანკისა და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი პოზიტიურ დონემდე გაზარდა
-
უინსტონ ვოგელი: წარმოუდგენელია ასეთი დამსახურების მქონე ადამიანი შვიდი თვის განმავლობაში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე იყოს პატიმრობაში უინსტონ ვოგელი: წარმოუდგენელია ასეთი დამსახურების მქონე ადამიანი შვიდი თვის განმავლობაში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე იყოს პატიმრობაში
გადახედვა
-
კანიე ვესტი საქართველოში კონცერტს გამართავს — როგორაა შესაძლებელი უფასო ბილეთის მიღება კანიე ვესტი საქართველოში კონცერტს გამართავს — როგორაა შესაძლებელი უფასო ბილეთის მიღება
გადახედვა
-
პოლინეზიურ კულტურაში ყველაზე კაცური კაცები ქვედაბოლოებს იცვამენ — დუეინ ჯონსონი პოლინეზიურ კულტურაში ყველაზე კაცური კაცები ქვედაბოლოებს იცვამენ — დუეინ ჯონსონი
გადახედვა
-
"ძლიერი საქართველო — ლელოს" გუნდი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა "ძლიერი საქართველო — ლელოს" გუნდი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა
გადახედვა
-
კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიანიჭა კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიანიჭა
გადახედვა
-
TI: ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ ₾10.4 მლნ-ზე მეტის ტენდერები მოიგო TI: ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ ₾10.4 მლნ-ზე მეტის ტენდერები მოიგო
გადახედვა
-
წყლისა და საკვების გარეშე: უკრაინელი ჯარისკაცების მძიმე რეალობა ფრონტის ხაზზე წყლისა და საკვების გარეშე: უკრაინელი ჯარისკაცების მძიმე რეალობა ფრონტის ხაზზე
გადახედვა
-
აშშ-მა უკრაინისთვის შორი რადიუსის ზუსტი დამიზნების ბომბების პოტენციურ მიყიდვაზე გასცა ნებართვა აშშ-მა უკრაინისთვის შორი რადიუსის ზუსტი დამიზნების ბომბების პოტენციურ მიყიდვაზე გასცა ნებართვა
გადახედვა
-
სომხეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბაგუშატის გვირაბის მშენებლობაზე, რომელიც ირან-სომხეთის და საქართველო-სომხეთის სასაზღვრო მონაკვეთებს დააკავშირებს სომხეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბაგუშატის გვირაბის მშენებლობაზე, რომელიც ირან-სომხეთის და საქართველო-სომხეთის სასაზღვრო მონაკვეთებს დააკავშირებს
გადახედვა
-
შემაშფოთებელია ევროკავშირის ინსტიტუტების გამოყენება ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმისთვის — საგარეო უწყება ევროპარლამენტის ანგარიშზე შემაშფოთებელია ევროკავშირის ინსტიტუტების გამოყენება ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმისთვის — საგარეო უწყება ევროპარლამენტის ანგარიშზე
გადახედვა
-
რა ვიცით ჰანტავირუსზე, რომლითაც საკრუიზო გემზე სამი ადამიანი დაიღუპა რა ვიცით ჰანტავირუსზე, რომლითაც საკრუიზო გემზე სამი ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
-
შესაძლოა, ხელოვნურმა ინტელექტმა მათემატიკის 60-წლიანი ჰიპოთეზა დაამტკიცა შესაძლოა, ხელოვნურმა ინტელექტმა მათემატიკის 60-წლიანი ჰიპოთეზა დაამტკიცა
გადახედვა
-
რატომ გადაშენდნენ ნეანდერტალელები — მეცნიერებმა ნაკლებად ცნობილი ფაქტორი დაასახელეს რატომ გადაშენდნენ ნეანდერტალელები — მეცნიერებმა ნაკლებად ცნობილი ფაქტორი დაასახელეს
გადახედვა
-
მეუფე ზენონი: მეუფე შიო საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად მეუფე ზენონი: მეუფე შიო საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად
გადახედვა
-
On.ge და საქართველოს უნივერსიტეტი თანამშრომლობას იწყებენ – რას უნდა ველოდოთ On.ge და საქართველოს უნივერსიტეტი თანამშრომლობას იწყებენ – რას უნდა ველოდოთ
გადახედვა
-
ევროპული სკოლა: სკოლის ადმინისტრაციამ მყისიერად და სრულად აამოქმედა შესაბამისი რეაგირების მექანიზმები ევროპული სკოლა: სკოლის ადმინისტრაციამ მყისიერად და სრულად აამოქმედა შესაბამისი რეაგირების მექანიზმები
გადახედვა
-
თეგეტამ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა თეგეტამ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
-
სომხეთმა და საფრანგეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი სომხეთმა და საფრანგეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
გადახედვა
კომენტარები