რა წერია აშშ-ის კონგრესში წარდგენილ საქართველოს მხარდამჭერ აქტში
ფოტო: Getty
აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთხელ წარადგინეს.
აქტში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები:
- მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და სანდოობას, კანონის უზენაესობას და ანტიკორუფციულ ძალისხმევას;
- მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენულობასა და ტერიოტირიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;
- მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას, თავისუფლად განსაზღვროს თავისი მომავალი და მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, მათი ქვეყნის სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მიუხედავად, ჩარევისა და სხვა ქვეყნების მიერ ძალდატანების გარეშე;
- მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.
- არ აღიარებს ტერიტორიულ ძალადობით გამოწვეულ ცვლილებებს, მათ შორის არც არალეგალური შემოჭრითა და ოკუპაციით განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც შეეხო საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და ცხინვალს;
- გმობს მიმდინარე დაკავებებს, მოტაცებებს და სხვა სახის ადამიანის უფლებების დარღვევებს აღნიშნულ რეგიონებში, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, მათ შორის ბოლოდროინდელ მკვლელობებს ქართველი მოქალაქეების: არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარაულის;
- მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას, მოუწოდებს რუსეთს დაჟინებით, რომ შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ხელი შეუწყოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამუშავებას ოკუპირებულ რაიონებში და, ასევე, უზრუნველყოფს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნება საკუთარ სახლში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილზე ხანგრძლივი მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ დახმარების აქტის (1961) მეორე ნაწილის მეხუთე თავისა და იარაღის ექსპორტის კონტროლის აქტის 23-ე სექციის მიხედვით აშშ-ის დახმარება საქართველოსადმი უნდა გაიზარდოს.
აქტში გამოყოფილია მთავარი სფეროები, სადაც აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს: უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. აქტში ნათქვამია ისიც, რომ აშშ-ს სავაჭრო სფეროს წარმომადგენლებმა უნდა გააკეთონ მეტი საქართველოსთან ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
ასევე, აქტში ნათქვამია, რომ თუკი ამერიკის პრეზიდენტს ინფორმაცია ექნება, რომ:
- კონკრეტული ადამიანი არის პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტზე ოკუპირებულ რეგიონში;
- აწვდის ტექნოლოგიურ, ფინანსურ, ან სხვა სახის დახმარებას ამ პირს, რომელიც სჩადის აღნიშნულ დანაშაულს;
- კონტროლდება უცხოელი პირის მიერ;
პრეზიდენტმა უნდა დაუწესოს მას სანქციები. შესაძლებელია ქონებისა და საკუთრების დაყადაღებაც, ამ პირს შეეზღუდება ამერიკაში შესვლის საბუთების მიღება.
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
კომენტარები