არაბთა გაერთიანებული საამიროების ხომალდი მარსის ორბიტაზე წარმატებით განთავსდა
9 თებერვალს, თბილისის დროით 20 საათსა და 14 წუთზე ცნობილი გახდა, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მარსის ორბიტაზე ხომალდი Hope წარმატებით განათავსა. ამ მოვლენის შემდეგ არაბთა გაერთიანებული საამიროები გახდა მეხუთე ქვეყანა, რომლის ხომალდმაც მარსამდე წარმატებით მიაღწია. აქამდე ეს მხოლოდ აშშ-მ, საბჭოთა კავშირმა, ინდოეთმა და ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ შეძლო.
ხომალდ Hope-ის მიზანი მარსის ამინდზე დაკვირვება და მისი შესწავლაა. ეს ზოგადი სურათისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, მისი გამოყენება სამომავლოდ მარსის კოლონიზაციისთვისაც შეგვეძლება.
კოსმოსური ხომალდი მარსის გარშემო 687 დღის განმავლობაში იმოძრავებს და პლანეტის ატმოსფეროს დააკვირდება. ხოლო მიღებული მონაცემების გამოგზავნას, 2021 წლის სექტემბრისთვის დაიწყებს. ამით ჩვენ უფრო მეტი გვეცოდინება როგორც პლანეტაზე, ისე მის კლიმატზე.
კომენტარები