რა არის ტოქსიკური პოზიტიურობა?
ტოქსიკური პოზიტიურობის ფორმები და ნიშნები; რატომაა საზიანო და როგორ ავიცილოთ თავიდან.
ფოტო: KC Green
ტოქსიკური პოზიტიურობა არის რწმენა, რომ ნებისმიერ სიტუაციას, რაც არ უნდა რთული და გაუსაძლისი იყოს, ადამიანები პოზიტიურად უნდა შეხვდნენ. ცხოვრებისადმი მსგავსი მიდგომა მხოლოდ პოზიტიური ემოციების არსებობას აღიარებს. მართალია, ოპტიმისტობასა და პოზიტიურად ფიქრს თავისი უპირატესობები აქვს, თუმცა ტოქსიკური პოზიტიურობა რთულ ემოციებს მხიარული და, ხშირად, ყალბი პოზიტივის ფასადის სასარგებლოდ უგულებელყოფს.
ყველამ ვიცით, რომ პოზიტიური დამოკიდებულებით ცხოვრება მენტალური ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. თუმცა პრობლემა ისაა, რომ თვითონ ცხოვრება ყოველთვის პოზიტიური არაა. თითოეულ ჩვენგანს მტკივნეულ ემოციებთან და გამოცდილებებთან უწევს გამკლავება. ყველა ეს ემოცია, თუნდაც არასასიამოვნო და რთულად გადასამუშავებელი, მნიშვნელოვანია და გულწრფელად შეგრძნებასა და გამკლავებას საჭიროებს.
ფოტო: Hayley Petterson/Dribbble
ტოქსიკური პოზიტიურობა პოზიტიურ აზროვნებას ზედმეტად განაზოგადებს. მსგავსი მიდგომა უბრალოდ ოპტიმიზმის მნიშვნელობას კი არ უსვამს ხაზს, არამედ ამცირებს და უგულებელყოფს ნებისმიერ ადამიანურ ემოციას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ბედნიერი და პოზიტიური არაა.
ტოქსიკური პოზიტიურობის ფორმები
ტოქსიკურ პოზიტიურობას უამრავი ფორმა აქვს. ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, თავადაც გამოგიცდიათ:
- როდესაც რაიმე ცუდი ხდება, მაგალითად, კარგავთ სამსახურს, ადამიანები გეუბნებიან: "შეინარჩუნე პოზიტივი" ან "დადებითი მხრიდან შეხედე". მსგავსი კომენტარებით ხშირად თანაგრძნობის გამოხატვა სურთ, თუმცა ამით არ გაძლევენ შესაძლებლობას, რომ გაუზიაროთ ის, რასაც განიცდით;
- როდესაც ვინმე მნიშვნელოვანს კარგავთ, ადამიანები გეუბნებიან: "ყველაფერი მიზეზის გამო ხდება". მართალია, აღნიშნული ფრაზის ავტორებს ხშირად სჯერათ, რომ თანაგრძნობას გამოხატავენ, მაგრამ ამ სიტყვებით სხვა ადამიანის ტკივილის თავიდან არიდებასაც ცდილობენ;
- როდესაც იმედგაცრუებას ან სევდას გამოხატავთ, ვიღაც გეუბნებათ, რომ "ბედნიერება თავად უნდა აირჩიო". ეს ფრაზა, თავის მხრივ, იმასაც გულისხმობს, რომ უარყოფითი ემოციებიც თქვენი არჩევანია და თქვენი ბრალია, მათ ბედნიერება რომ არ ამჯობინეთ.
მსგავსი ფრაზები ხშირად კარგი განზრახვითაა ნათქვამი, თუმცა მაინც საზიანოა. საუკეთესო შემთხვევაში, ეს ბანალური ფრაზები სხვა ადამიანების გრძნობებისგან თავის დაძვრენის საშუალებაა, რათა მათთან გამკლავება არ მოგიწიოთ.
ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მსგავსი ფრაზები იმ ადამიანების შერცხვენასა და დადანაშაულებას ემსახურება, რომლებსაც ძალიან რთულ სიტუაციებთან უწევთ გამკლავება.
ტოქსიკური პოზიტიურობა ადამიანებს ართმევს იმ გულწრფელ მხარდაჭერას, რომელიც სირთულეებისთვის თავის გასართმევად სჭირდებათ.
ფოტო: Noha El-Gendi / Dribbble
რატომაა საზიანო
ტოქსიკური პოზიტიურობა აზიანებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრების რთულ პერიოდში გულწრფელი და ადამიანური ემოციების გაზიარებისა და უპირობო მხარდაჭერის მიღება სჭირდებათ. ამის ნაცვლად კი მათ ემოციებს ხშირად არაფრად აგდებენ.
იწვევს სირცხვილს
ადამიანებმა, რომლებიც იტანჯებიან, აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ მათი ემოციები ვალიდურია, მაგრამ მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან დახმარებასა და სიყვარულს მაინც მიიღებენ. ამის ნაცვლად, ტოქსიკური პოზიტიურობა მათ აფიქრებინებს, რომ, წესით, მსგავს ემოციებს არ უნდა განიცდიდნენ.
აჩენს დანაშაულის გრძნობას
ტოქსიკური პოზიტიურობა ადამიანებს აფიქრებინებს, რომ თუ ტრაგედიის მიუხედავად, პოზიტივის შენარჩუნებას ვერ ახერხებენ, რაღაცას არასწორად აკეთებენ.
უგულებელყოფს ადამიანის გულწრფელ ემოციებს
ტოქსიკური პოზიტიურობა თავის არიდების ერთგვარი მექანიზმია. ადამიანები მსგავს ქცევას ისეთი ემოციური სიტუაციების დროს მიმართავენ, რომლებიც თავს არაკომფორტულად აგრძნობინებთ. ხანდახან იმავე მიდგომას საკუთარი თავის მიმართაც ვიყენებთ. როდესაც კომპლექსურ ემოციებს განვიცდით, მათ უბრალოდ უარვყოფთ.
ხელს უშლის პიროვნულ ზრდას
ტოქსიკური პოზიტიურობა გვეხმარება, თავიდან ავირიდოთ მტკივნეული გრძნობები, მაგრამ, ამასთანავე, ნებას არ გვაძლევს, შევეჭიდოთ რთულ განცდებს, რომლებსაც, საბოლოოდ, პიროვნულ ზრდამდე მივყავართ.
"Good vibes only" - აღნიშნული მანტრა Covid-19-ის პანდემიის ფონზე, ბევრისთვის განსაკუთრებულად გამაღიზიანებელი გახდა. პანდემიის დროს ადამიანები ისეთი სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ, როგორებიცაა: ავადმყოფობა, ლოქდაუნი, სახლში დარჩენის მოწოდებები, ბიზნესის გაჩერება, სახლიდან მუშაობა, ბავშვების შინ სწავლებასთან დაკავშირებული გამოწვევები, სამსახურის დაკარგვა და ფინანსური პრობლემები.
ადამიანებს არა მხოლოდ ცხოვრების სტილის რადიკალურ ცვლილებებთან, არამედ რთულ და მრავალხმრივ ტრავმულ პერიოდში პროდუქტიულობისა და პოზიტივის შენარჩუნების წნეხთან გამკლავებაც უწევთ.
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის 2020 წლის კვლევის, "სტრესი ამერიკაში" მიხედვით, 18 წლამდე ბავშვებთან ერთად მცხოვრები ამერიკელი ზრდასრულების 46%-მა პროცენტმა განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდი მათთვის ძალიან სტრესული აღმოჩნდა.
რთული გამოცდილებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩენისას, ოპტიმიზმის შენარჩუნება შესაძლებელია. ამის მიუხედავად, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს არც პოზიტივის შენარჩუნებისკენ უნდა მოუწოდოთ და არც ის უნდა აგრძნობინოთ, რომ შესაძლოა, სხვებმა ისინი დადებითი განწყობის არქონის გამო განსაჯონ.
ტოქსიკური პოზიტიურობის ნიშნები
ტოქსიკური პოზიტიურობა ხშირად უჩინარია, თუმცა ნიშნების შემჩნევის სწავლა მსგავსი ქცევის გამოვლენაში დაგეხმარებათ. ასეთი ნიშნებია:
- პრობლემებისთვის თვალის გასწორების მაგივრად - მათი უგულებელყოფა;
- სევდის, სიბრაზის ან იმედგაცრუების განცდის გამო გაჩენილი დანაშაულის გრძნობა;
- თქვენი ნამდვილი გრძნობების სოციუმში მიღებული პოზიტიური ფრაზების მიღმა დამალვა;
- თქვენი ნამდვილი გრძნობების დამალვა ან შენიღბვა;
- სხვების გრძნობებისთვის თავის მაქსიმალურად არიდება, რადგან ისინი არაკომფორტულია;
- ადამიანების დაძრახვა მაშინ, როდესაც პოზიტივის შენარჩუნებას ვერ ახერხებენ;
- მტკივნეული ემოციების პირისპირ აღმოჩენისას მუდმივად უშფოთველობის შენარჩუნებისა და მათი თავიდან მოშორების მცდელობა.
როგორ ავიცილოთ ტოქსიკური პოზიტიურობა თავიდან
თუ ტოქსიკური პოზიტიურობა სხვების მხრიდან გამოგიცდიათ ან საკუთარ თავში აღმოგიჩენიათ, არსებობს რამდენიმე გზა, რომელიც ჯანსაღი და მხარდაჭერის გამოსახატად უკეთესი მიდგომის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.
მართეთ თქვენი ნეგატიური ემოციები, მაგრამ არ უგულებელყოთ ისინი
შეუკავებლობის შემთხვევაში, ნეგატიურ ემოციებს სტრესის გამოწვევა შეუძლიათ, თუმცა ეს ემოციები მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროცაა, რომელიც ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში დაგეხმარებათ.
იყავით რეალისტები და მიიღეთ გრძნობები, რომლებსაც განიცდით
სტრესულ სიტუაციაში დაძაბულობა, მღელვარება და შიშიც კი ნორმალურია. ნუ გექნებათ საკუთარი თავისგან ზედმეტად ბევრის მოლოდინი. კონცენტრირდით თავის მოვლასა და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
ერთზე მეტი ემოციის განცდა ნორმალურია
გამოწვევის წინაშე მყოფი, შესაძლოა, ერთდროულად ნერვიულობდეთ კიდეც და წარმატების მიღწევის იმედიც გქონდეთ. თქვენი ემოციები იმდენადვე კომპლექსურია, რამდენადაც თავად სიტუაცია.
კონცენტრირდით სხვების მოსმენასა და მხარდაჭერის გამოხატვაზე
როდესაც ვინმე რთული განცდების გადმოცემას ცდილობს, გაცვეთილი ფრაზებით მათ უგულებელყოფას ნუ შეეცდებით. ამის მაგივრად, აგრძნობინეთ, რომ მათი განცდები ნორმალურია და მზად ხართ, მოუსმინოთ.
ყურადღება მიაქციეთ თქვენს გრძნობებს
სოციალურ ქსელებში "პოზიტიური" შინაარსის ექაუნთები ხშირად შთაგონების წყაროა, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, რას გრძნობთ მსგავსი კონტენტის გაცნობის შემდეგ. თუ განწყობის ასამაღლებელი პოსტების წაკითხვის შემდეგ სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა გაქვთ, ეს, შესაძლოა, ტოქსიკური პოზიტიურობის ბრალი იყოს. ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია, საკუთარ თავს სოციალური ქსელების მოხმარება შეუზღუდოთ, ან მსგავს ანგარიშებს გამოწერა გაუუქმოთ.
მიეცით თავს თქვენი ემოციების შეგრძნების უფლება. რთული ემოციების თავიდან არიდების ნაცვლად, განიცადეთ ისინი. ეს ემოციები ნამდვილი, ვალიდური და მნიშვნელოვანია. ისინი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავენ და გეხმარებათ იმის გაცნობიერებაში, რაც სიტუაციის შესაცვლელად გჭირდებათ.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის თქვენი ემოციების კარნახით უნდა იმოქმედოთ. ზოგჯერ მნიშვნელოვანია, ემოციებს თვალი გაუსწოროთ და, მოქმედებაზე გადასვლამდე, თქვენს თავს ამ ემოციების გადამუშავებისთვის გარკვეული დრო მისცეთ.
როდესაც სირთულეების წინაშე აღმოჩნდებით, ეცადეთ, თქვენი ემოციები პროდუქტიული გზებით გამოამჟღავნოთ. დაიწყეთ დღიურის წერა. დაელაპარაკეთ მეგობარს. კვლევის მიხედვით, თქვენი გრძნობების თუნდაც სიტყვიერად გადმოცემა ნეგატიური ემოციების შესუსტებას იწვევს.
ტოქსიკური ფრაზები:
- უბრალოდ, შეინარჩუნე პოზიტივი!
- მხოლოდ პოზიტიური ემოციები!
- უარესიც შეიძლებოდა, მომხდარიყო;
- ყველაფერი რაიმე მიზეზის გამო ხდება;
- წარუმატებლობა დაუშვებელია;
- ბედნიერება თავად უნდა აირჩიო.
არატოქსიკური ალტერნატივები:
- მზად ვარ, მოგისმინო!
- შენთან ვარ, რაც არ უნდა მოხდეს.
- ალბათ, ძალიან რთულია.
- ხანდახან ცუდი რაღაცები ხდება. როგორ შემიძლია დაგეხმარო?
- წარუმატებლობა ხშირად ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
- შენი გრძნობები ვალიდურია.
ტოქსიკური პოზიტიურობა ხშირად უჩინარია და, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, მსგავსი ფიქრები ყველას გვქონია. ტოქსიკური პოზიტიურობის ამოცნობის უნარი რთულ პერიოდში მისგან თავის დაღწევასა და გულწრფელი მხარდაჭერის გაცემასა თუ მიღებაში დაგეხმარებათ.
ეცადეთ, შეამჩნიოთ ტოქსიკური ფრაზები და საკუთარ თავსა და სხვებს პოზიტიური და ნეგატიური ემოციების თავისუფლად განცდის შესაძლებლობა მისცეთ.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
ტრამპმა 2026 წლის 17 მაისი ეროვნული ლოცვის დღედ გამოაცხადა ტრამპმა 2026 წლის 17 მაისი ეროვნული ლოცვის დღედ გამოაცხადა
გადახედვა
-
პროკურატურამ ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს ციხეში ბანქოს თამაშისთვის ახალი ბრალი წაუყენა პროკურატურამ ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს ციხეში ბანქოს თამაშისთვის ახალი ბრალი წაუყენა
გადახედვა
-
შესაძლოა, დედამიწაზე კონტინენტები 4 მილიარდი წლის წინაც არსებობდა — კვლევა შესაძლოა, დედამიწაზე კონტინენტები 4 მილიარდი წლის წინაც არსებობდა — კვლევა
გადახედვა
-
უკრაინაში 157 სამხედრო ტყვე დააბრუნეს უკრაინაში 157 სამხედრო ტყვე დააბრუნეს
გადახედვა
-
იუპიტერი იმაზე "პატარაა", ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — როგორია ახალი მონაცემები იუპიტერი იმაზე "პატარაა", ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — როგორია ახალი მონაცემები
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: შეიძლება შედგეს ჯანსაღი მსჯელობა — რა პლუს-მინუსები აქვს, მაგალითად — ევროინტეგრაციას ირაკლი კობახიძე: შეიძლება შედგეს ჯანსაღი მსჯელობა — რა პლუს-მინუსები აქვს, მაგალითად — ევროინტეგრაციას
გადახედვა
-
7 თებერვალს ექსპოჯორჯიაში პროფესიული დისკუსია "ერთად დავიცვათ გონიო და კრწანისი" გაიმართება (edited) 7 თებერვალს ექსპოჯორჯიაში პროფესიული დისკუსია "ერთად დავიცვათ გონიო და კრწანისი" გაიმართება (edited)
გადახედვა
-
გაიცანით EMO — რობოტი, რომელმაც პირის მოძრაობა YouTube-ზე ვიდეოების ყურებით ისწავლა გაიცანით EMO — რობოტი, რომელმაც პირის მოძრაობა YouTube-ზე ვიდეოების ყურებით ისწავლა
გადახედვა
-
რამდენად განსაზღვრავს სიცოცხლის ხანგრძლივობას გენეტიკა რამდენად განსაზღვრავს სიცოცხლის ხანგრძლივობას გენეტიკა
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც წელს Apple TV+ზე გამოვა ყველაფერი, რაც წელს Apple TV+ზე გამოვა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო — გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო — გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
-
"რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა "რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
IPN: ეუთო "მოსკოვის მექანიზმით" გათვალისწინებული ექსპერტთა მისიის დაკომპლექტების პროცესშია IPN: ეუთო "მოსკოვის მექანიზმით" გათვალისწინებული ექსპერტთა მისიის დაკომპლექტების პროცესშია
გადახედვა
-
TRIPP-ის პროექტის ფარგლებში აშშ-ის დელეგაცია სომხეთში ჩავიდა TRIPP-ის პროექტის ფარგლებში აშშ-ის დელეგაცია სომხეთში ჩავიდა
გადახედვა
-
საამიროებში პირველი გენეტიკური ბიოსაცავის შექმნას აპირებენ საამიროებში პირველი გენეტიკური ბიოსაცავის შექმნას აპირებენ
გადახედვა
-
ევროსაბჭო უკრაინას €90 მლრდ-ის ფინანსურ დახმარებას გაუწევს ევროსაბჭო უკრაინას €90 მლრდ-ის ფინანსურ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
არსებობს მდინარე, რომელიც მაღლა "მიედინება" — მეცნიერებმა სავარაუდო მიზეზს მიაკვლიეს არსებობს მდინარე, რომელიც მაღლა "მიედინება" — მეცნიერებმა სავარაუდო მიზეზს მიაკვლიეს
გადახედვა
-
მარკო მიხელსონი: საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ხალხს ტერორისტებად მიიჩნევენ მარკო მიხელსონი: საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ხალხს ტერორისტებად მიიჩნევენ
გადახედვა
-
მარიამ რამაზაშვილი კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” ფინალისტია მარიამ რამაზაშვილი კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” ფინალისტია
გადახედვა
-
სტუ PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სიყალბეს უწოდებს სტუ PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სიყალბეს უწოდებს
გადახედვა
-
ნეიტრალური საქართველო "იმედს" და "რუსთავი 2-ს" მოუწოდებს, ევროინტეგრაციაზე დებატები დაიწყონ ნეიტრალური საქართველო "იმედს" და "რუსთავი 2-ს" მოუწოდებს, ევროინტეგრაციაზე დებატები დაიწყონ
გადახედვა
კომენტარები