კრისტენ სტიუარტი პრინცესა დაიანას როლში — ახალი ფილმიდან პირველი კადრი გავრცელდა
ფოტო: NEON
2022 წელს ზუსტად ოცდახუთი წელი გავა პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან. ამ თარიღის წინ კი გაერთიანებული სამეფოს უახლოესი წარსულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის ცხოვრების დეტალებს კიდევ ერთხელ გააცოცხლებენ ეკრანებზე.
სპენსერი (Spencer) — პრინცესა დაიანას გვარი იქნება მომავალი ფილმის სახელწოდება, რომელშიც მთავარ როლს ცნობილი ამერიკელი მსახიობი კრისტენ სტიუარტი შეასრულებს. სულ ახლახან ამ როლში სტიუარტის პირველი ფოტო გავრცელდა და შესაძლებლობა გვაქვს, ვიზუალურად მიახლოებით შევაფასოთ, თუ როგორ განასახიერებს ის ლედი დის.
დიახ, ეს იგივე მსახიობია, ვინც ბინდის სახელით ცნობილ ფილმების სერიაში ბელას როლი მოირგო.
ამ ახალ ფილმს ჩილელი რეჟისორი პაბლო ლარაინი იღებს, რომელსაც მაყურებლები ყველაზე კარგად 2016 წელს გამოსული ფილმით Jackie იცნობენ, რომელშიც ნატალი პორტმანმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის ცოლის, ჟაკლინ კენედის როლის შესრულებით ოსკარის ნომინაცია დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პრინცესა დაიანას შესახებ ფილმს ან სერიალს იღებენ: 2013 წელს გამოვიდა ფილმი დაიანა, რომელშიც მთავარ როლში ნაომი უოტსი მოგვევლინა, ხოლო გასულ წელს ნეტფლიქსის გახმაურებული სერიალის გვირგვინი მეოთხე სეზონში გამოჩნდა უელსის პრინცესას პროტოტიპი, რომელიც ემა კორინმა განასახიერა.
ნაომი უოტსი პრინცესა დაიანას როლში.
ფოტო: SHUTTERSTOCK
ემა კორინი პრინცესა დაიანას როლში.
ფოტო: Netlix
მომავალი ფილმი სპენსერი ერთ უქმეებზე განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს, როცა პრინცესა დაიანა თავისი ქორწინების წარუმატებლობაზე დაფიქრდება და გადაწყვეტს, რომ პრინც ჩარლზს უნდა გაშორდეს.
გადაღებები უკვე დაწყებულია და მისი პრემიერა, სავარაუდოდ, 2021 წლის შემოდგომაზე შედგება.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა

კომენტარები