Walmart გეგმავს ფინტექ სტარტაპის შექმნას, რომელიც დააკმაყოფილებს მომხმარებლების ფინანსურ საჭიროებებს
Walmart–მა ორშაბათს განაცხადა, რომ კომპანია ქმნის ფინტექ სტარტაპს Ribbit Capital-თან თანამშრომლობით, რომელიც მიზნად დაისახავს მომხმარებლებისა და თანამშრომლების მომსახურებას.
კომპანიები ახალი სტარტაპის სახელს არ ამბობენ და არც იმას ამხელენ, თუ როდის იქნება მათი მომსახურება ხელმისაწვდომი. მათი თქმით, ისინი შეიმუშავებენ უნიკალურ და ხელმისაწვდომ ფინანსურ პროდუქტებს, Walmart-ის თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის.
Walmart-ის აქციები 1.5%-ით გაიზარდა ამ ახალი ამბავის შემდეგ, Walmart–ის საბაზრო მოცულობა ახლა 416,7 მილიარდი დოლარია.
ახალი ფინტექ სტარტაპი Walmart-ის საკუთრებაში იქნება და მის საბჭოში შევლენ რამდენიმე კომპანიის აღმასრულებლები, მათ შორის მთავარი ფინანსური დირექტორი ბრეტ ბიგსი და Walmart–ის აშშ–ს აღმასრულებელი დირექტორი — ჯონ ფურნერი. Walmart–მა განაცხადა, რომ საბჭოში ასევე დაასახელებს დამოუკიდებელ ექსპერტებს და შესაძლოა, შეიძინოს ან პარტნიორობა გაუწიოს სხვა ფინტექ კომპანიებს.
"წლების განმავლობაში, მილიონობით მომხმარებელი ენდობოდა Walmart-ს, ადამიანები არა მხოლოდ ზოგავენ ფულს Walmart-ში, როდესაც რამეს ყიდულობენ, არამედ მაღაზია ეხმარება მათ ფინანსური საჭიროებების მართვაში", — თქვა ფურნერმა და დასძინა, რომ "მომხმარებლები ცხადად აღნიშნავენ, რომ მათ Walmart-ისგან მეტი სურთ."
Walmart-ს აშშ-ს მასშტაბით 4700-ზე მეტი მაღაზია აქვს. ბრენდთან ყოველწლიურად ურთიერთობს მილიონობით მომხმარებელი. ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით, მოზრდილთა 6 პროცენტს არ აქვს, შემნახველი ან საკრედიტო ანგარიში. დაახლოებით 16%-ს კი საერთოდ არ აქვს საბანკო ანგარიში. მაგრამ ისინი ასევე იყენებენ ფინანსური მომსახურების ალტერნატიულ პროდუქტებს, როგორიცაა ფულადი გზავნილები. ამერიკელები ხშირად მიმართავენ მოკლევადიან გზებს, ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად. მაგალითად, ლომბარდს ან სესხს, რასაც შეიძლება მოჰყვეს დამატებითი მაღალი საპროცენტო გადასახადი.
Walmart მომხმარებლებს უკვე სთავაზობს გარკვეულ ფინანსურ მომსახურებას, მაგალითად, კომპანიას აქვს Walmart MoneyCard, რომელზეც მომხმარებელს შეუძლია შეიტანოს თანხა და გამოიყენოს შესყიდვებისთვის. ბარათს აქვს რამდენიმე ფუნქცია, რაც ხელს უწყობს ფულის მენეჯმენტს ან ეხმარება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საკრედიტო ისტორია, როგორიცაა ოვერდრაფტი, ყოველთვიური გადასახადი და მინიმალური ნაშთის მოთხოვნა.
შესაბამისად, Walmart მუშაობს სტარტაპზე, რომელიც ასევე გაუმარტივებს ინტერაქციას ფინანსური პრობლემების მქონე მომხმარებლებთან. Walmart–ის ახალი კომპანიის თანამფლობელს, Ribbit Capital–ს, ფინტეკ კომპანიებში ინვესტიციის ისტორია უკვე აქვს. მის პორტფელში შედის: Robinhood და Credit Karma, კომპანიები, რომელებიც სთავაზობენ მომხმარებლებს ხელსაყრელ ინსტრუმენტებს. გამომდინარე აქედან, უნდა ვივარაუდოთ, რომ Walmart-ისა და Ribbit Capital–ის თანამშრომბლობა საკმაოდ პროდუქტიული უნდა გამოდგეს.
კომენტარები