რა თქვა სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე — საია-ს განმარტება
ფოტო: EPA / pavel wolberg
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2008 წლის აგვისტოს ომზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ მიმოხილვას ავრცელებს. მათ შორის განმარტავს, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არგუმენტებს.
21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ აგვისტოს 2008 წლის ომზე საქართველოს ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს დიდმა პალატამ, ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისთვის რუსეთის პასუხისმგებლობა დაადგინა.
წარდგენილ საჩივარში საქართველო ამტკიცებდა, რომ რუსეთმა ადმინისტრაციული პრაქტიკის სახით, რუსულ შეიარაღებულ ძალებს და მათ კონტროლქვეშ მოქმედ სეპარატისტულ ძალებს ხელი შეუწყო/ნება დართო, განეხორციელებინათ განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის და მათი ქონების წინააღმდეგ.
საჩივარი ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევას შეეხებოდა, კერძოდ, სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).
საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს 2008 წლის 11 აგვისტოს მიმართა, ხოლო სახელმწიფომ სრული საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს წარადგინა.
საია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე ასევე იცავს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 350-ზე მეტ დაზარალებულ ადამიანს. ორგანიზაციას ჯამში 53 საჩივარი აქვს წარდგენილი, რომელიც ომის დროს რუსეთის მხრიდან ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სხვადასხვა უფლებების დარღვევას შეეხება.
ევროპული სასამართლოს ძირითადი არგუმენტები 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე
2008 წლის 12 აგვისტოდან, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ (ოკუპაციის ფაზა )მომხდარ მოვლენებზე რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია ვრცელდებოდა
სასამართლოს განმარტებით, რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და ე.წ. ბუფერულ ზონაზე 2008 წლის 12 აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსული სამხედრო ძალების ოფიციალურ გაყვანამდე. ამ პერიოდის შემდეგ რუსული სამხედრო ძალების ყოფნა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიების ხელისუფლების დაქვემდებარება რუსეთზე, მიუთითებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე ეფექტიანი კონტროლის არსებობას. როგორც საია-ში აღნიშნავენ, სასამართლომ განმარტა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მომხდარი მოვლენები ექცეოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ფარგლებში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის.
ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა ევროპული კონვენციის მე-2, მე-8 და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლების საწინააღმდეგოდ
სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობას კონვენციის მე-2, მე-8 და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლების საწინააღმდეგოდ. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო პირების მკვლელობა, ქართულ სოფლებში სახლების გადაწვა და გაძარცვა ადმინისტრაციულ პრაქტიკას წარმოადგენდა, რაც გულისხმობდა მსგავსი ქმედებების განმეორებით ჩადენას და რუსეთის ოფიციალურ შემწყნარებლობას ამ აქტების მიმართ. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მსხვერპლების მიმართ ჩადენილი ქმედებები, მათი სერიოზულობის გათვალისწინებით, კვალიფიცირდება, როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და აღნიშნული პირები ამ ქმედებას დაექვემდებარნენ მათი ეთნიკურობის გამო.
საია-ში აღნიშნავენ, რომ სწორედ ამის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობისა და საკუთრების უფლების დარღვევა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ სამოქალაქო ტყვეები დაკავებულ იქნენ უკანონოდ და მათ მიმართ განხორციელდა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრებოდა
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს 160 მოქალაქე, რომელთა უმრავლესობაც იყო ასაკოვანი და მათი ერთი მესამედი იყო ქალი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალებმა დააკავეს და ჰყავდათ პატიმრობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის სარდაფში ქალაქ ცხინვალში 2008 წლის 10-დან 27 აგვისტომდე პერიოდში. სასამართლოს განმარტებით, მართალია, რუსეთის სამხედრო ძალების პირდაპირი ჩართულობა სამოქალაქო პირების დაკავებაში ცხადად არ დასტურდებოდა, თუმცა, ამ პირთა დაკავება შეერაცხება რუსეთის ფედერაციას იმის საფუძველზე, რომ რუსეთი იყო პასუხისმგებელი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებზეც და მათ არ მიიღეს სათანადო ზომები არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის.
როგორც საიაში აღნიშნავენ, სასამართლომ არ გაიზიარა რუსეთის ფედერაციის არგუმენტი, რომ სამოქალაქო პირთა დატყვევება ხორციელდებოდა მათივე უსაფრთხოების მიზნით. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულებისთვის არ ხდებოდა დაკავების მიზეზების განმარტება. შესაბამიდა, სასამართლომ დაადგინა ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობა და წამების აკრძალვის და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა სამოქალაქო პირების ნაწილში.
2008 წლის 8-17 აგვისტოს პერიოდში დაკავებული სამხედრო ტყვეები დაექვემდებარნენ წამებას, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრებოდა
საია-ს განმარტებით, ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა უტოლდებოდა წამებას და აღნიშნული დარღვევები ადმინისტრაციულ პრაქტიკას წარმოადგენდა. სასამართლოს განცხადებით, ქართველ სამხედრო ტყვეთა წამებაში რუსეთის შეიარაღებული ძალების პირდაპირი მონაწილეობა არ იკვეთებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ტყვეები მოქცეულნი იყვნენ რუსეთის იურისდიქციის ქვეშ. შესაბამისად, რუსეთს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სამხრეთ ოსეთის ძალების ქმედებაზე და ამასთან, მათ არ მიიღეს შესაბამისი ზომები არასათანადო მოპყრობის აღსაკვეთად. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა წამების აკრძალვის დარღვევა სამხედრო ტყვეებთან მიმართებით.
რუსეთმა მოქალაქეების მიმართ მიმოსვლის თავისუფლების უფლება დაარღვია
სასამართლოს განმარტებით, მის ხელთ არსებული ინფორმაცია ადასტურებდა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ აძლევდა ეთნიკურ ქართველებს სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ტერიტორიების დე-ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციას, როგორც ამ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, კონვენციით ეკისრებოდა ვალდებულება მოსახლეობისთვის მათ სახლებში დაბრუნების უფლება მიეცა კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის საწინააღმდეგოდ.
კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა რუსეთის მიერ
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა, როგორც მოპასუხე სახელმწიფომ, სასამართლოს არ წარუდგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მათ შორის საბრძოლო ანგარიშები, რის გამოც მან ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება — საქმის გარემოებათა დასადგენად უზრუნველეყო სასამართლო ყველა აუცილებელი საშუალებით.
ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობა სიცოცხლის უფლების ჭრილში
სასამართლომ აღნიშნა, რომ რუსეთს ჰქონდა ვალდებულება, გამოეძიებინა, არა მარტო, ის მოვლენები, რომლებიც განხორციელდა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, არამედ, ასევე, ის მოვლენები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს მოხდა. თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციამ არ ჩაატარა ეფექტიანი და ადექვატური გამოძიება კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ.
საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს მომხდარ მოვლენებზე (2008 წლის 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე) რუსეთს არ ჰქონდა იურისდიქცია ევროპული კონვენციის 1 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე
სასამართლოს განმარტებით, შეიარაღებული დაპირისპირება და საბრძოლო მოქმედებები მხარეთა სამხედრო ძალებს შორის, რომელთა მიზანს ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება წარმოადგენდა, მიმდინარეობდა ქაოსის ფარგლებში, რაც იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე კონტროლის არარსებობას ნიშნავდა და ასევე გამორიცხავდა სახელმწიფო წარმომადგენლის უფლებამოსილებას და კონტროლს ინდივიდებზე. შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის დროს (8-12 აგვისტო) მომხდარი მოვლენები არ ექცეოდა რუსეთის იურისდიქციის ფარგლებში კონვენციის პირველი მუხლის მიზნებისთვის.
განათლების უფლება და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების არარსებობა
სასამართლომ აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები განათლების უფლების დარღვევის დადგენისთვის. სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა ცალკე ემსჯელა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევაზე.
სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი (კონვენციის 41-ე მუხლი)
საია-ში ამბობენ, რომ ევროპულმა სასამართლომაღნიშნული საკითხის განხილვა ერთი წლის ვადით გადადო და ამ ვადაში მხარეებს — საქართველოსა დარუსეთს კომპენსაციის ირგვლივ მორიგების საშუალება მისცა.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები