NASA-ს ინფორმაციით, იუპიტერის ერთ-ერთი თანამგზავრიდან FM რადიოსიგნალები მოდის
NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა — Juno-მ, იუპიტერის გარშემო ორბიტაზე მოძრაობისას ამაღელვებელი რამ დააფიქსირა. NASA-ს წარმომადგენლის განცხადების მიხედვით, პატარა კოსმოსურმა ხომალდმა FM რადიოსიგნალები დააფიქსირა, რომლებიც იუპიტერის ყველაზე დიდი თანამგზავრიდან, განიმედიდან მოდიოდა.
წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს, სავარაუდოდ, ბუნებრივი სიგნალებია და ამაში განსაკუთრებული არაფერია.
"ეს არ არის რაიმე არამიწიერი სიგნალი", — განუცხადა NASA-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, პატრიკ უიგინსმა იუტას ადგილობრივ ჟურნალს, KTVX-ს. "ეს უფრო ბუნებრივი მოვლენაა", — განმარტავს იგი.
თუმცა, აღნიშნული ამბავი ისევ საიდუმლოებით მოცული რჩება. ჯერჯერობით, უიგინსის განცხადება არავის დაუდასტურებია და არც რაიმე სამეცნიერო ნაშრომი, ან პრეს-რელიზი არსებობს, რომელიც მისი სიტყვების მტკიცებულებად გამოდგება.
სიგნალი, სავარაუდოდ, გამოიწვია ელექტრონების დაბალი სიჩქარით ოსცილირებამ. მათი სიჩქარე საკუთარი სპინის სიჩქარეზე დაბალი უნდა ყოფილიყო. ამან კი, KTVX-ის მიხედვით, მნიშვნელოვნად გააძლიერა რადიოტალღები. პროცესი, რომელიც ციკლოტრონული არასტაბილობის სახელითაა ცნობილი, ასევე იწვევს აურორას იუპიტერზე, რასაც ასტრონომები Juno-ს საშუალებით 2017 წელს დააკვირდნენ.
სხვა სიტყვებით, ეს აღმოჩენა დიდად აღმაშფოთებელი არ ყოფილა, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ სიგნალები იუპიტერის მახლობელი პოლარული რეგიონებიდან მოდიოდა, სადაც მაგნიტური ველის ძალწირები განიმედეს უკავშირდება.
იუპიტერიდან მომავალი "დეკამეტრული რადიოემისიის" შესახებ ინფორმაცია უკვე 1960-იანი წლებიდან იყო ცნობილი. ABC4-ის განმარტებით, დედამიწაზე ეს სიგნალები თითქმიმს ემთხვევა Wi-Fi სიგნალებს, რომლებსაც ინტერნეტისთვის ვიყენებთ.
უიგინსის მიხედვით, Juno-მ აღნიშნული სიგნალების დეტექტირება მხოლოდ ხუთი წამის მანძილზე შეძლო მაშინ, როდესაც იუპიტერის გარშემო მოძრაობდა წამში 50 კილომეტრი სიჩქარით.
კომენტარები