SpaceX, Starship-ის ტესტირების ადგილას, ფუტირისტული ბარისა და რესტორნის აშენებას გეგმავს
SpaceX აშენებს რესტორანს და "ფუტურისტულ ბარს", Starship ტესტირების ადგილას, ბოკა ჩიკაში, ტეხასის შტატში, განაცხადა გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა.
ტიმ დოდმა, რომელიც სოციალურ ქსელში ცნობილია როგორც Everyday Astronaut, შენიშნა ბარი SpaceX-ის კომპანიის ტეხასის ობიექტებთან ახლოს, სადაც კომპანიას აქვს კოსმოსური ხომალდის Starship-ის გამშვები ობიექტი, "ბოდიში, მაგრამ ეს საუკეთესო რამაა რაც მინახავს" — დასძინა ტიმმა.
მასკმა განმარტა — "ეს რეალურად ჩვენი რესტორანია, მაგრამ ასევე SpaceX აშენებს ფუტურისტულ ბარს, 360 გრადუსიანი ფანჯრებით და მინის იატაკით, რომელიც ზემოდან დაჰყურებს სარაკეტო ქარხანას."
ბარში მოხვედრა შეიძლება ცოტა რთული იყოს. თქვენ მოგიწევთ "ასვლა სახურავზე და დაშვება პარაშუტით, რაც იქ მოხვედრის ერთადერთ გზას წარმოდგენს", — ილონ მასკის თანახმად.
სიახლემ ასევე გამოიწვია ფართო დისკუსია იმის შესახებ, თუ რა უნდა ეწოდოს არსებულ რესტორანს. "ეს უნდა იყოს, რესტორანი სამყაროს ბოლოს", — შესთავაზა Ars Technica-ს უფროსმა რედაქტორმა ერიკ ბერგერმა და მიუთითა დუგლას ადამსის "Hitchhiker's Guide to the Galaxy-ზე".
მასკმა არაერთხელ მოიხსენია ადამსის ნამუშევრები და 2019 წლის ინტერვიუში, ხოლო ავტორს თავის "საყვარელ ფილოსოფოსი" უწოდა.
ტესლარტის რეპორტიორმა — სიმონ ალვარესმა ასევე გამოაქვეყნა გამოკითხვა Twitter-ზე, სადაც აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ აირჩია სახელი "Course I'm Still Hungry".
კომენტარები