ლურჯი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჰავაის ცაზე, რომელიც ოკეანეში გაქრა — ვიდეო
ჰავაელებმა გასულ კვირას უცნაური რამ დააფიქსირეს: ლურჯი, დიდი ზომის ამოუცნობი ობიექტი ცაზე, რომელიც ოკეანეში ჩაეშვა, როგორც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალება ABC 11 იუწყება.
ვიდეოებზე ნაჩვენებია უცნაური, გრძელი ობიექტი, რომელიც ჰაერში მოძრაობს ჰააკალას გამზირთან, ნანაყულში, ოაჰუს კუნძულზე.
911-ზე შესული რამდენიმე ზარის შემდეგ, ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ რადარიდან არც ერთი თვითმფრინავი არ გამქრალა და არც არის ინფორმაცია რეგიონში დაკარგული თვითმფრინავების შესახებ, იტყობინება ABC 11.
"მე მაღლა ვიყურებოდი გაოცებული", — განუცხადა UFO მკვლევარმა მორიამ ადგილობრივ საინფორმაციო სადგურს Hawaii News Now. "ქმართან და ოჯახთან დაკავშირება დავიწყე, რადგან ისინი ყველანი ავტოფარეხში იყვნენ. მოდით აქეთ მოიხედეთ. თუ ხედავთ იმას რასაც მე ვხედავ. ყველამ თქვა — დიახ!"
"არ ვიცი რა იყო", — დასძინა მან. "ის ისე სწრაფად მოძრაობდა".
გავრცელებული ინფორმაციით, მთელი დროის განმავლობაში, ტელეფონის ბოძის ზომის ობიექტი კონტაქტზე არ გამოსულა — მაშინაც კი, როდესაც ის ოკეანეში ჩაეშვა და გაქრა.
კომენტარები